როგორ შევაჩეროთ გრიპი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევაჩეროთ გრიპი

ვაქცინაცია ყველაზე საიმედო დაცვაა გრიპის ნებისმიერი ეპიდემიისას.

გრიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, ხველებისა და ცემინებისას, ნერწყვის წვეთების საშუალებით. დაავადებული ადამიანი ვირუსის გავრცელების კუთხით, განსაკუთრებით საშიშია დაავადების პირველი ოთხი დღის განმავლობაში. გრიპის ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად საჭიროა გარკვეული ჰიგიენური წესების დაცვა:

• მოერიდეთ გრიპით დაავადებულთან კონტაქტს;

• შეეცადეთ დაავადებულს არ მიუახლოვდეთ 1 მეტრზე ახლო მანძილზე;

• დაავადებულთან კონტაქტისას გაიკეთეთ ნიღაბი;

• ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ხელები რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ საპნით.

• ხველისა და ცემინებისას პირზე მიიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი;

• მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს;

• რეგულარულად გაანიავეთ შენობა;

• ჭუჭყიანი ხელებით ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს;

• რაც შეიძლება მეტი იარეთ სუფთა ჰაერზე, მიირთვით ახალი ხილი და ბოსტნეული.

თუ მაინც დაავადდით, მაშინ:

• დარჩით სახლში, რომ არ გადასდოთ სხვებს და თავიდან აიცილოთ გართულებები;

• დაიცავით წოლითი რეჟიმი;

• შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ოჯახის წევრებს;

• ისარგებლეთ ერთჯერადი ცხვირსახოცებით, რომელიც გამოყენების შემდეგ უნდა გადაყაროთ;

• მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე;

• დაავადების პირველივე სიმპტომებისთანავე გამოიძახეთ ექიმი;

• ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისთანავე, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებებს.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე