ცოფი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცოფი

ცოფის ვირუსი გარემოში დაავადებული ცხოველის ნერწყვთან ერთად გამოიყოფა და დაკბენილის ორგანიზმში ჭრილობიდან ან ლორწოვანი გარსიდან ხვდება. ნაკბენი ნებისმიერ შემთხვევაში სახიფათოა, ვინაიდან შესაძლოა, კბენის მომენტისთვის ცხოველს ჯერ კიდევ არ ეტყობოდეს დაავადების გარეგნული ნიშნები. რაკი ინფიცირება უმეტესად ძაღლის ნაკბენით არის გამოწვეული, დაავადებას სწორედ ამ ცხოველის მაგალითზე მიმოვიხილავთ. ძაღლებში ცოფის საინკუბაციო (ფარული) პერიოდი 14-16 დღეა. დაავადება ვლინდება ძლიერი აგზნებით, გუგების გაფართოებით, მოუსვენრობით. ძაღლი შეიძლება გაიქცეს შინიდან, ყეფის გარეშე თავს დაესხას და უკბინოს ადამიანს ან ცხოველს, გადაყლაპოს ესა თუ ის საგანი. დაავადებას თან სდევს ძლიერი ნერწყვდენა და ღებინება. წყლის შიში მისი აუცილებელი სიმპტომი არ გახლავთ. აგზნების პერიოდი გრძელდება 1-3 დღე. შემდეგ ვითარდება დამბლა და ძაღლი კვდება. არსებობს ცოფის წყნარი ფორმაც - ცხოველი აღგზნებული არ არის და ადამიანს თავს არ ესხმის.

რა ემართება ადამიანს

ცოფის ვირუსი კბენის ადგილიდან თავისა და ზურგის ტვინისკენ არა სისხლის, არამედ ნერვული ღეროებისა და პერინერვული სითხის მეშვეობით გადაადგილდება. თავისა და ზურგის ტვინში მოხვედრილი ვირუსი ინტენსიურად მრავლდება და იწვევს ანთებით პროცესს, რომელიც ვლინდება საყლაპავი და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვით, ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფით. თავის ტვინიდან ვირუსი ნერვული ღეროებითვე ხვდება კუნთოვან ქსოვილსა და სანერწყვე ჯირკვლებში. ტვინის უჯრედებში ვირუსის გამრავლება შეუქცევადია, ამ ეტაპზე მკურნალობა შეუძლებელია. ცოფის საინკუბაციო პერიოდი 10 დღიდან 1 წლამდე გრძელდება, უმეტესად კი 30-90 დღეს შეადგენს. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია კბენის ადგილსა და ჭრილობის სიღრმეზე, დაკბენილის ასაკზე, ცოფის საწინააღმდეგო შრატის მიღების ვადაზე. თავის არეში კბენისას საინკუბაციო პერიოდი შედარებით ხანმოკლეა. დაავადებას წინ უძღვის შემდეგი სიმპტომები: ნაკბენი წითლდება, კანი შუპდება, თავს იჩენს წვისა და ქავილის შეგრძნება. სხეულის ტემპერატურა 37,5-380ჩ-მდე იმატებს. ადამიანს ეუფლება გაღიზიანება, აუხსნელი შიში, უძილობა, უგუნებობა, უმადობა, უჩივის თავის ტკივილს, უჭირს ყლაპვა, სუნთქვა. ეს პერიოდი 1-დან 3 დღემდე გასტანს. შემდეგ დგება მკვეთრი აგზნებადობის პერიოდი, რომლის ხანგრძლივობაც ასევე 1-3 დღეა. ამ პერიოდში თავს იჩენს წყლის შიში (ჰიდროფობია). დალევის მცდელობისას ვითარდება მტკივნეული სპაზმი, რის გამოც ავადმყოფი უარს ამბობს სმაზე, ხოლო შემდეგში წყლის დანახვა და მასზე ფიქრიც კი ხახის კუნთების სპაზმს იწვევს. სპაზმს იწვევს ასევე კანის გაღიზიანება ცივი საგნით და ჰაერის მოძრაობაც კი (აეროფობია). გუგები ფართოვდება, სახე იკრუნჩხება და ლუჯდება, ნერწყვდენა იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფი მას ირგვლივ აშხეფებს. მოსალოდნელია ჰალუცინაცია, ბოდვა, დაულაგებელი ლაპარაკი, შფოთვა. დროთა განმავლობაში ავადმყოფს გაშმაგება ეუფლება და შესაძლოა, უკბინოს კიდეც ახლოს მყოფს. არის შემთხვევები,  როდესაც ცოფი ატიპურად მიმდინარეობს:  არ აღინიშნება ჰიდროფობია, აეროფობია და აგზნება. ამ ფორმისთვის დამახა-სიათებელია სხვადასხვა გავრცობის დამბლა. ქრონიკული ალკოჰოლიზმის ფონზე ცოფს ძლიერი ჰალუცინაციები სდევს თან.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასმა ხდება დაავადების გამოვლინების შემდეგ, კლინიკურ სურათსა და ეპიდანამნეზზე დაყრდნობით (რაც იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფი მიუთითებს ნაკბენზე ან კონტაქტზე დაავადებულ ცხოველთან).

მკურნალობა

მკურნალობა სიმპტომურია. ავადმყოფს ათავსებენ ცალკე პალატაში, უქმნიან წყნარ გარემოს, გამორიცხავენ გამაღიზიანებელ ფაქტორებს: ხმაურს, სინათლეს, ხმამაღალ ლაპარაკს. აჭმევენ ფრთხილად, რათა არ განუვითარდეს საყლაპავი კუნთების სპაზმი. ინიშნება ინექცია, რომელიც ფსიქომოტორულ აგზნებას აქვეითებს. დაავადების პირველ საათებში შეჰყავთ ცოფის საწინააღმდეგო გამაგლობულინის დიდი დოზა.

პირველი დახმარება

კბენისთანავე, ექიმთან ვიზიტამდე, ჭრილობა გულდასმით უნდა ჩამოიბანოთ წყლით და საპნით. არ ეცადოთ სისხლდენის დაუყოვნებლივ შეჩერებას - სისხლდენისას ჭრილობიდან ცხოველის ნერწყვი გამოიყოფა. ჭრილობის დაბანის შემდეგ კანი მის ირგვლივ უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური საშუალებით (იოდის სპირტხსნარით, სპირტით და სხვა) და დაედოს სტერილური ნახვევი. ამის შემდეგ დაშავებული მიჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ექიმი მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას განსაზღვრავს. ნერვული ღეროებით ვირუსის ნელი გადაადგილება - 1-3 მმ საათში - საშუალებას იძლევა, ცოფის ვირუსით ინფიცირებაზე ეჭვის შემთხვევაში ხანგრძლივად დავაკვირდეთ ძაღლს, რომელმაც ადამიანს უკბინა. თუ კბენიდან 10 დღის განმავლობაში ძაღლს დაავადების სიმპტომები გამოაჩნდა, დაშავებულს უნდა გაუკეთდეს აცრა. თუ ცხოველზე დაკვირვება არ ხერხდება (ძაღლი მაწანწალაა და ვერ დაიჭირეს) ან ნაკბენი ტვინთან ახლოს (ყელზე, სახეზე) მდებარეობს, აცრა დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. აცრა გულისხმობს ნაკბენ ადგილას (ვირუსის გასანადგურებლად) კუნთოვან ქსოვილში ანტისხეულების შეყვანას. იმავდროულად ტარდება ე.წ. აქტიური აცრა - ინექცია, რომელიც ორგანიზმს ანტისხეულების წარმოქმნას აიძულებს.

იმუნიტეტი

ცოფის საწინააღმდეგო შრატის შეყვანა ქმნის აქტიურ იმუნიტეტს, რომელიც ვაქცინაციის დამთა-ვრებიდან 2 კვირაში ყალიბდება და დაახლოებით 1 წელი ძლებს. პროგნოზი უიმედოა. 5-7 დღეში, იშვიათად - 10-12 დღეში, ზოგჯერ - ერთ დღე-ღამეშიც კი დაავადებული კვდება. იყავით ფრთხილად! დაკბენის შემთხვევაში უმჯობესია სათანადო სამკურნალო დაწესებულებას მიმართოთ. ნუ დაელოდებით დროის გასვლას და დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენას.