ყოველწლიურად 3 მილიონამდე ბავშვი აუცრელობის გამო იღუპება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყოველწლიურად 3 მილიონამდე ბავშვი აუცრელობის გამო იღუპება

თავდაპირველად ამ ღონისძიებას ეწოდებოდა იმუნიზაციის ევროპულ კვირეული და შესაბამისად მხოლოდ ევროპის ქვეყნებს მოიცავდა, თუმცა თანდათანობით მისი აღნიშვნა სხვა კონტინენტებზეც დაიწყეს. კვირეულის ჩატარების მიზანია იმუნიზაციისადმი, როგორც კაცობრიობის ინფექციური დაავადებებისაგან დასაცავი ერთ-ერთი უმთავრესი პროფილაქტიკური ღონისძიებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია დაბეჯითებით გვირჩევს მომაკვდინებელი დაავადებების წინააღმდეგ ბავშვების ვაქცინაციას. ორგანიზაციის მონაცემებით, იმუნიზაცია ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე ბავშვის სიცოცხლეს იცავს დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, წითელას, ყბაყურას და წითურასგან. ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძალისხმევით დროულად იღებს ვაქცინას, იზრდება. ყოველწლიურად დიფტერიის, ტეტანუსის და ყივანახველის აცრა უტარდება მთელს მსოფლიოში 100 მილიონზე მეტ ბავშვს.

თუმცა აუცილებელ ვაქცინას ყველა ბავშვი ვერ იღებს, რომელთა 70% ცხოვრობს მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში: ინდოეთი, ერაყი, კონგო, ნიგერია, უგანდა, ინდონეზია, ავღანეთი, ეთიოპია და სამხრეთ აფრიკა. ვაქცინაციის ჩაუტარებლობის გამო ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებს, ორგანიზებას უკეთებს ბავშვებისა და მოზრდილების ვაქციანციის ჩატარებას, იწვევს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

მსოფლიო თანამშრომლობა მოსახლეობის იმუნიზაციის ტემპების, ადამიანებისა და რეგიონების რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდის საშუალებას იძლევა. 2014 წლის იმუნიზაციის კვირეულის თემა იყო "არ ჩამორჩე ცხოვრებას". ეს მოწოდებაა პლანეტის ყველა მცხოვრებისადმი, რათა თითოეულმა ადამიანმა გააკონტროლოს საკუთარი ვაქცინალური სტატუსი, ანუ ჩატარებული და გასაკეთებელი აცრები.

საქართველო იმუნიზაციის კვირეულს სხვადასხვა ღონისძიებებით უერთდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას 2007 წლიდან იღებს. "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 14 წლამდე ასაკის 12 მილიონამდე ბავშვი იღუპება. დაახლოებით 9 მლნ ბავშვი იღუპება ინფექციური დაავადებებისაგან, მათ შორის კი, 3 მილიონამდე ბავშვი, ანუ მესამედი – იმ ინფექციებისაგან, რომელთა პროფილაქტიკისათვის არსებობს ვაქცინა. მათ შორის, წითელათი გამოწვეული სიკვდილიანობაა 45,5%, ჰიბ ინფექციით - 23,4%, ყივანახველათი - 17%, ახალშობილთა ტეტანუსით - 11%;

2013 წელს საქართველოში დაიწყო წითელას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, რომელმაც ეპიდაფეთქების სახე მიიღო და დღემდე გრძელდება. მიმდინარე პერიოდისთვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შემთხვევათა რაოდენობამ 11 ათასს გადაჭარბა, აქედან 4 დასრულდა ლეტალურად. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დაბალია მოსახლეობის ინტერესი წითელას საწინაღმდეგო აცრების მიმართ. კერძოდ, ქ. თბილისში დამატებითი აცრების კამპანიის ფარგლებში აიცრა მხოლოდ კონტინგენტის 8,6%", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, მედიისათვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

იმუნიზაციის კვირეულის პერიოდში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნებში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: პრეს-კონფერენციები, საუბრები მრგვალ მაგიდასთან, სემინარები, გამოფენები და სხვა. კვირეულს საქართველოც უერთდება სხვადასხვა ღონისძიებებით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები;

ქვეყნის მასშტაბით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და ჯანდაცვის პირველადი რგოლების მიერ მოსახლეობის მასობრივი თავშეყრის ადგილებში, საჯარო სკოლებში ერთობლივად ჩაატარებენ ლექცია საუბრებს იმუნიზაციის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ, დაურიგდებათ ბუკლეტები ,,აიცერი და დაიცავი". დროულად ჩატარებული აცრების მნიშვნელობის შესახებ მასალა განთავსდება მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ვებგვერდებზე.

28 აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება კონცერტი და საჩუქრების გადაცემის ცერემონია სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (მის: ვაჟა ფშაველას გამზირი 29);

29 აპრილს, 17:00 საათზე - პრესკონფერენცია - კვირეულის დახურვა, დაჯილდოების ცერემონიალი (კვირეულის მხარდამჭერი მედია, ორგანიზაციები და მონაწილე ცნობადი სახეები) - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი - მეორე სართული მის:ასათიანის #9;

2015 წელს მომზადებული ვიდეო მიმართვები ტელეკომპანიებში განთავსდება 30 აპრილიდან

ლალი ჩხიკვაძე