როგორ დავიცვათ თავი გველებისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ თავი გველებისგან

ბალახში, თივაში, ბუჩქებში ან მოკვლას დაუპირებს, ამიტომ პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალყელიანი ჩექმა, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.

არა მარტო მოსახლეობაში, სამედიცინო წრეებშიც კი გავრცელებულია არასწორი, მცდარი შეხედულებები პირველი დახმარების შესახებ, ამიტომ ჯერ იმაზე შევჩერდეთ, რაც არ უნდა გაკეთდეს გველის მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევაში:

არ უნდა გაკეთდეს კანის გრძელი, ლამპასისებური განაკვეთი;

არ უნდა გაკეთდეს ჯვარედინი განაკვეთი;

არ უნდა გაკეთდეს ცირკულარული განაკვეთი;

არ უნდა ამოვწოვოთ ჭრილობიდან შხამი პირით (ამ გზით გამოდის შხამის მხოლოდ 20-30%, სამაგიეროდ, საფრთხე ექმნება დამხმარე პირს);

არ უნდა დაედოს ლახტი;

დაკბენილს არ უნდა მიეცეს ალკოჰოლი - კონიაკი, არაყი, სპირტი;

არ უნდა მოხდეს ნაკბენის ირგვლივ კალიუმის პერმანგანატის ხსნარის შეყვანა.

ახლა გადავიდეთ იმ ღონისძიებებზე, რაც უნდა გაკეთდეს:

დააწვინეთ ავადმყოფი და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ.

დაუფიქსირეთ ნაკბენი კიდური არტაშანით ან მსგავსი სახელდახელო საშუალებით (ორ სახსარზე).

ნაკბენ ადგილას ხელით ფართოდ, ნაოჭებით მოზიდეთ კანი და ხელის მოძრაობით "გამოწველეთ". ჭრილობა პირს დააღებს და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევი სითხე - ლიმფა.

ასვით დაკბენილს შეძლებისდაგვარად ბევრი წყალი.

თუ გაქვთ, გაუკეთეთ შრატი.

საველე პირობებში, თუ უახლოეს საავადმყოფომდე შორია ან გადაყვანა სხვა მიზეზით არის შეუძლებელი, დასაშვებია, ნაკბენის გვერდით გაკეთდეს 1-2 სმ სიგრძის განაკვეთი კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სიღრმეზე.

დაკბენილი დააწვინეთ საკაცეზე ან მსგავს სახელდახელო მოწყობილობაზე და რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ საავადმყოფოში.

ვის ეშინია დაგესვლის