ცოფით ყოველწლიურად 55 ათასი ადამიანი იღუპება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცოფით ყოველწლიურად 55 ათასი ადამიანი იღუპება

ამ დღის აღნიშვნის მიზანია ცოფის გავრცელებისა და მისი შედეგების პრობლემებზე ყურადღების გამახვილება. თარიღი შეირჩა იმის გათვალისწინებით, რომ 1895 წელს, ამ დღეს გარდაიცვალა ცნობილი მიკრობიოლოგი, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი ლუი პასტერი.

ინფექციური დაავადებებიდან ცოფს (ჰიდროფობია) განსაკუთრებული ადგილი უჭირავს აბსოლუტური ლეტალობის გამო (დასნებოვნებულ ადამიანს პირველივე საათებში თუ არ ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება, ის აუცილებლად დაიღუპება).

ცოფთან ბრძოლის ალიანსის მონაცემებით, ყოველწლიურად ცოფით 55 ათასი ადამიანი იღუპება. მსოფლიოში ცოფი 150-ზე მეტ ქვეყანაში გვხვდება. ცხოველების ვაქცინაცია ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია. დღეისათვის, ექიმების ხელთ არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია დასნებოვნებული ცხოველის მიერ დაკბენილ ადამიანში დაავადების განვითარების შეჩერება. ცხოველთან კონტაქტიდან რამოდენიმე საათში გაკეთებული იმუნიზაცია იცავს ლეტალური გამოსავალისგან.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ყველგან ტარდება. სპეციალისტები საზოგადოებას აწვდიან ადამიანებსა და ცხოველებში ცოფის შესახებ ინფორმაციას. ამ დღეს ტრადიციულად ტარდება სამეცნიერო სიმპოზიუმები და საქველმოქმედო ღონისძიებები ცხოველების ვაქცინაციისთვის სახსრების შესაგროვებლად.

ლალი ჩხიკვაძე