თვალის, ცხვირისა და ყურის მიკოზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის, ცხვირისა და ყურის მიკოზები

ოკულომიკოზის ფორმებია:

  • ქუთუთოების მიკოზი - სოკოვანი ბლეფარიტი;
  • საცრემლე ორგანოთა მიკოზი;
  • კონიუნქტივის მიკოზი;
  • რქოვანა გარსის მიკოზი - სოკოვანი კერატიტი, კერატომიკოზი;
  • სისხლძარღვოვანი გარსის მიკოზი - სოკოვანი უვეიტი;
  • სოკოვანი ენდოფთალმიტი.

ოკულომიკოზის განვითარება ყველაზე ხშირად ობისა და საფუარის სოკოების დამსახურებაა. ოკულომიკოზს ახასიათებს:

  • ცრემლდენა;
  • ქავილი;
  • წვის შეგრძნება;
  • მოთეთრო-მოყავისფრო გამონადენი თვალიდან;
  • მხედველობის დაქვეითება.

მკურნალობა გამომწვევი მიზეზის მიხედვით ტარდება.

რჩევები

  • ალერგიული ბუნების ქავილის შესამცირებლად თვალში სპეციალური წამლების შემცველი წვეთების ჩაწვეთებაა საჭირო. დროებითი შვების მომგვრელია თვალის ცივი სველი კომპრესები;
  • გამონადენით დაფარული თვალის გაწმენდა სველი ბამბის ტამპონით უნდა სცადოთ.

ოკულომიკოზით გამოწვეული კონიუნქტივიტებისა და ბლეფარიტების მკურნალობა ოფთალმოლოგის კომპეტენციაა.

ცხვირის სოკოვანი დაზიანება - რინომიკოზი

ცხვირის მიკოზისთვის დამახასიათებელია ქავილი, ხშირი ცემინება, ლორწოვანი ან მოყავისფრო გამონადენი. გამონადენის ფერი პათოლოგიური პროცესის გამომწვევისა და გავრცელების მიხედვით იცვლება.

გირჩევთ

  • თუ ცხვირის ქავილს ერთვის სუნთქვის გაძნელება და სურდო, რეკომენდებულია სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების გამოყენება, რომლებიც უმჯობესია მიიღოთ სპრეის სახით, ვიდრე წვეთებისა;
  • შედეგიანია ცხვირის ღრუს სხვადასხვა ხსნარით გამორეცხვა;
  • სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას უმჯობესია, ისინი რომელიმე თანამედროვე ანტიალერგიულ მედიკამენტთან ერთად მიიღოთ.

თუ ეს ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, აუცილებლად უნდა ეწვიოთ სპეციალისტს, რათა თვითმკურნალობამ ნეგატიური შედეგი არ გამოიღოს.

ყურის სოკოვანი დაზიანება - ოტომიკოზი

ცხვირის სოკოვანი დაზიანება უმეტესად გარეთა სასმენი მილის მიკოზს უკავშირდება. მიკოზებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ამ შემთხვევაშიც იჩენს თავს. ესენია:

  • ყურის ქავილი. ზოგჯერ იგი იმდენად ძლიერია, რომ მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს;
  • უსიამოვნოსუნიანი გამონადენი ყურიდან;
  • ყურის დაგუბება;
  • სმენის პერიოდული დაქვეითება.

გირჩევთ

  • გამონადენის არსებობისას ნუ ეცდებით ყურის გამოწმენდას ჩვეულებრივზე უფრო გრძელი და უხეში საგნით - ამით პრობლემას უფრო მეტად გაამწვავებთ.
  • ჩაიწვეთეთ ორივე ყურში 2-2 წვეთი ნუშის, ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი - ეს მყისიერად გააქრობს ქავილის შეგრძნებას;
  • დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამოსადევნად თბილი წყლით გამოირეცხეთ სასმენი მილი ან ყურში 1:1 თანაფარდობის სპირტის წყალხსნარი ჩაიწვეთეთ და რამდენიმე წუთით გაიჩერეთ, რომ მიკრობები ზედაპირზე ამოვიდნენ, მერე კი ყური გამოიწმინდეთ;
  • გოგირდის პატარა საცობის მოცილება ყურზე ცხელი წყლით სავსე ბოთლის მიდებით შეიძლება - ასეთი სათბურა არბილებს და ადვილად მოსაცილებელს ხდის საცობს, მაგრამ გოგირდოვანი სეკრეტისგან ყურის მთლიანად გაწმენდას ნუ ეცდებით, რადან ამით ქავილს უფრო მეტად გააძლიერებთ.

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ქავილი რამდენიმე დღეა გრძელდება და ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები არ შველის;
  • გარეთა სასმენი მილის ირგვლივ სიწითლეს ამჩნევთ;
  • ქავილს ერთვის გამონადენი, ტემპერატურის მატება და ტკივილი.