თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადებები

თავის თმიანი ნაწილის მიკოზებით უმთავრესად ბავშვები და მოზარდები ავადდებიან, თუმცა ისინი ზრდასრულ ასაკშიც ხშირად გვხვდება. თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს ზოოფილური წარმოშობის სოკოც (რომლის წყაროც ცხოველია - კატა, ძაღლი, ძროხა, თაგვი და სხვა) და ანთროპოფილური წარმოშობისაც (როდესაც დაავადების გადამტანი მხოლოდ დაავადებული ადამიანია). თავის თმიანი ნაწილის ძირითადი სოკოვანი დაავადებებია: ტრიქოფიტია, მიკროსპორია, ფავუსი. ტრიქოფიტიას იწვევს ტრიცჰოპჰიტონ-ის გვარის სოკოები, რომელთა მრავალი სახეობაა ცნობილი. ზოგი მათგანი ზოოფილურია, ზოგიც - ანთროპოფილური. არსებობს ზერელე და ქრონიკული ტრიქოფიტია. ფავუსის გამომწვევი მხოლოდ ადამიანისთვისაა პათოგენური. დაავადება გადაედება დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის დროს, ასევე - სოკოთი დაბინძურებული ნივთების მეშვეობით. ცხოველისგან დასნებოვნება იშვიათია. ფავუსი ნაკლებად კონტაგიოზურია, ვიდრე მიკროსპორია და ტრიქოფიტია. მიკროსპორიას იწვევს Mიცროსპორუმ-ის ტიპის სოკოები. დაავადების წყარო შეიძლება იყოს როგორც ადამიანი, ასევე ცხოველიც. Mიცროსპორუმ Aუდოუინიი მხოლოდ ადამიანისთვისაა პათოგენური, ხოლო Mიკროსპორუმ იანოსუმ - როგორც ადამიანისთვის, ასევე ცხოველისთვისაც.

- როგორ იჭრება სოკოვანი ინფექცია ორგანიზმში?

- სოკოს სპორები თმაზე გარემოდან ხვდება. ამ შემთხვევაში ადამიანი მხოლოდ ინფექციის მატარებელია. ორგანიზმში გამომწვევის შეჭრას ხელს უწყობს თავის თმიანი არის ტრავმა, ანუ ინფექციის კარიბჭეა თმის კუტიკულის ან ეპიდერმისის დეფექტი. შემდგომ ინფექცია თმის სხვა ფოლეკულებზეც ვრცელდება.

- როგორია კლინიკური სურათი?

- კლინიკური სურათი დამოკიდებულია თმის დაზიანების ტიპზე, იმუნური სისტემის მდგომარეობასა და ანთებითი რეაქციის ინტენსივობაზე. თითოეულ დაავადებას, გამომწვევისა და ლოკალიზაციის კვალობაზე, თავისებური კლინიკური სურათი ახასიათებს, მაგრამ მათი სათითაოდ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მიმოვიხილავ მხოლოდ ზოგად კლინიკურ ნიშნებს. ტიპური კლინიკური სიმპტომია გამელოტებული კერები თავის თმიან ნაწილზე, ასევე - მკვეთრი აქერცვლა და ფუფხი, თუმცა ეს უკანასკნელი ყოველთვის არ შეინიშნება. გამელოტებულ ადგილებზე თმის ღერები სუსტია და კანის ზედაპირიდან 2-3 მმ-ზე გადატეხილი. გამორიცხული არ არის ანთებითი რეაქცია, მკვეთრი ჰიპერემია, ჩირქოვანი კერები, პუსტულები, ეროზიები. ასეთ ცვლილებებს კერიონები ეწოდება. სოკოები, რომლებიც მხოლოდ ადამიანისგან ადამიანს გადაედება, - თრიცჰოპიტონ ტონსურანს და Mიცროსპორუმ აუდოუინიი, - ნაკლებად იწვევს ანთებით პროცესებს, ვიდრე ზოოფილური სოკოები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ცხოველებისგან ხვდება. თავის თმიანი არის მიკოზები ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ღრმა დაზიანება იწვევს ქავილს, წვის შეგრძნებას... პაციენტები, რომლებსაც კერიონები აქვთ, შესაძლოა უჩიოდნენ ასევე ტემპერატურის მომატებას, შემცივნებას, თავის ტკივილს, რეგიონული ლიმფური ჯირკვლების გადიდებას და სხვა.

- ახასიათებს თუ არა სეზონურობა სოკოვან დაავადებებს?

- სოკოვანი ინფექცია წლის ნებისმიერ დროს შეგხვდებათ, თუმცა სეზონურობაც ახასიათებს - ზაფხულობით აქტიურდება, რადგან ძალიან უყვარს სითბო და ნესტი.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

- თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაავადებული არის ვიზუალიზაცია ექიმ დერმატოლოგის მიერ, ანამნეზის შეკრება და შემდეგ - იმ ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რომლებიც საჭირო აღმოჩნდება მოცემულ ვითარებაში. ეს შეიძლება იყოს ბაქტერიოსკოპიული კვლევა, ბაქტერიოლოგიური კვლევა, ვუდის ლამპით დიაგნოსტირება და სხვა. ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტი თვითნებურად მკურნალობს ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური პრეპარატებით, რაც შლის დაავადების კლინიკურ სურათს და ამცირებს სწორი დიაგნოზის დროულად დასმის ალბათობას. მკითხველისთვის ალბათ საინტერესო იქნება, რას უნდა ერიდოს და, საზოგადოდ, როგორ მოიქცეს, რათა თავის თმიან ნაწილზე სოკოვანი დაავადება არ გაუჩნდეს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი პირადი ჰიგიენის ნივთები - სავარცხელი, პირსახოცი და სხვა. ყურადღება უნდა მივაქციოთ თმისა და კანის სიჯანსაღეს, რადგან დაუზიანებელ თმის ფოლიკულებსა და ჯანმრთელ კანზე სოკოვანი დაავადების განვითარების რისკი ძალიან მცირეა. როგორც უკვე ვთქვი, თავის თმიანი ნაწილის მიკოზები უმთავრესად ბავშვებსა და მოზარდებთან გვხვდება და ვინაიდან ზაფხულს ისინი მეტწილად აგარაკებზე და სოფლებში ატარებენ და შინაურ ცხოველებთან აქვთ კონტაქტი, მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ - თუ რომელიმე ცხოველს ბალანი სცვივავ, კანი ექერცლება და ა.შ., ბავშვი მასთან კონტაქტს უნდა არიდონ. პათოგენური სოკოების წყაროა ავადმყოფის მიერ ნახმარი ნივთებიც - ქუდი, სავარცხელი და სხვა, რომლებიც დაბინძურებულია სოკოს ელემენტების შემცველი ქერცლით, თმის ნამტვრევებით. დასნებოვნება შესაძლებელია სალონშიც თმის შეჭრის ან პარსვის დროს.

- როგორ მკურნალობენ?

- თავის თმიანი ნაწილის მიკოზების მკურნალობის სქემა მოიცავს როგორც პერორალურად მისაღებ ანტიმიკოზურ პრეპარატებს, ასევე გარეგანი მოხმარების სამკურნალო საშუალებებსაც - მალამოებს, სპრეებსა და შამპუნებს. როგორც აღვნიშნე, ბევრი თვითმკურნალობას ეწევა, რის გამოც სწორი დიაგნოზის დასმა გვიანდება და მკურნალობაც ხანგრძლივდება. ხშირად პაციენტის მიერ თვითნებურად შერჩეული პრეპარატი გართულებებს იწვევს. ექიმი აზუსტებს წამლის უსაფრთხოებას, ჩვენებასა და უკუჩვენებას, ეფექტურობას, დოზას, მიღების წესს, სხვა წამლებთან ურთიერთქმედებას, ამიტომ უმჯობესია, დროულად მიმართოთ ექიმ სპეციალისტს, ამ შემთხვევაში - დერმატოლოგს, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები და სავალალო შედეგები. ყოველი დაავადების საწინააღმდეგო მთავარი იარაღი ცოდნაა, რომლის შედეგიც სწორად დასმული დიაგნოზია, სწორად დასმული დიაგნოზი კი სწორი მკურნალობის საწინდარია. მიმართეთ ექიმს, რათა მალე მიაღწიოთ სასურველ მიზანს.