სოკოვანი ინფექციის დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სოკოვანი ინფექციის დიაგნოსტიკა

ამჯერად სოკოვანი ინფექციის დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს “ავერსის კლინიკის” ექიმი ციტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ მესტიაშვილი. რესპონდენტი შემთხვევით არ შეგვირჩევია: ჯერ ერთი, ქალბატონი მაკა, როგორც ექიმი ციტოლოგი, ამა თუ იმ საკვლევი მასალის უჯრედული აღწერილობის პარალელურად სოკოს დიაგნოსტირებასაც ახდენს, მეორე - ის გამორჩეული ექიმია, მაღალი პროფესიონალიზმისა და დიდი გამოცდილების მქონე. რაც მთავარია, ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს მას საინტერესო და ამომწურავი ინტერვიუებით.

- ქალბატონო მაკა, უმეტესად რომელი ორგანოსა თუ ქსოვილის სოკოვანი ინფექციის დროს გიხდებათ გამოკვლევის ჩატარება? რომელი დარგის სპეციალისტები გზავნიან უფრო ხშირად პაციენტებს სოკოვან ინფექციაზე ეჭვის გამო?

- სოკოვანი აგენტებით შესაძლოა დაინფიცირდეს შემდეგი ორგანოები: კანი და მისი რქოვანი დანამატები, ლიმფური კვანძები, რესპირატორული, საჭმლის მომნელებელი, შარდსასქესო სისტემის ორგანოები, რბილი ქსოვილები, თვალი, სუბარაქნოიდული სივრცე. ვინაიდან კანი და მისი რქოვანი დანამატები ორგანიზმის საფარველია, კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ვხვდებით დერმატომიკოზებს. მათ იწვევს ადამიანისთვის პათოგენური სოკოს 60-ზე მეტი სახეობა. თითოეულ მათგანს თავისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს. უფრო ხშირად ზიანდება კანის რქოვანა საფარველი (კერატომიკოზი), ვითარდება კანის კეროვანი, ზოგჯერ დიფუზური დაზიანება ლაქების, ჰიპერემიული, ჰიპერკერატინიზებული უბნების ან პაპილოსქვამოზული ანთებითი დაზიანების სახით. ზოგ შემთხვევაში სოკოვანი ინფექცია ალოპეციის მიზეზადაც იქცევა.

- წესისამებრ, რომელ მასალას იკვლევთ?

- დერმატომიკოზზე კლინიკური ეჭვის შემთხვევაში, აგრეთვე - კანის სხვა ეტიოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებებისგან მისი დიფერენცირების მიზნით ტარდება კანის ანაფხეკის გამოკვლევა. ონიქომიკოზების (ფრჩხილის სოკოს) ონიქოდისტროფიებისგან დიფერენცირებისთვის ვიკვლევთ დაზიანებული ფრჩხილის ნაწილს NaOH-ის ან KOH-ის 10%-ინი ხსნარით დამუშავების შემდეგ. ლიმფური კვანძების დაზიანების შემთხვევაში ხდება წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიური (FNA) მასალის ან ექსციზიური ბიოფსიური მასალის ანაბეჭდების შესწავლა. რესპირატორული და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოთა დაზიანების შემთხვევაში ვიკვლევთ ბრონქოსკოპიულ და ეზოფაგოგასტროსკოპიულ მასალებს (ამონარეცხი წყლები, ბრაშ-ბიოფსიური მასალა, მოკვნეტითი ბიოფსიური მასალის ანაბეჭდები). შარდის გამომყოფი სისტემის შემთხვევაში ხდება შარდის გამოკვლევა, სასქესო ორგანოების დაზიანების დროს - ქალისა და მამაკაცის ნაცხების. კრიპტოკოკურ მენინგიტზე ეჭვის შემთხვევაში (ამ ტიპის მენინგიტი უფრო ხშირად ასოცირებულია HIV ინფექციასთან) გამოკვლევის საგანს წარმოადგენს ლიქვორი (თავზურგტვინის სითხე).

- თქვენ თავად იღებთ ანაფხეკს, თუ სხვაგან აღებული მასალა მოაქვს პაციენტს გამოსაკვლევად? ამ მასალის აღება განსაკუთრებული წესების დაცვას მოითხოვს?

- კანის ანაფხეკის აღება მარტივი, უმტკივნეულო პროცედურაა. ამ შემთხვევაში მნიშველობა ენიჭება დაზიანებული უბნის სწორად შერჩევას, თავად ანაფხეკის სიღრმეს. ამიტომაც უპირატესობას ჩვენ მიერ აღებულ მასალას ვანიჭებთ, თუმცა შესაძლებელია ანაფხეკი აღებულ იქნეს ექიმი დერმატოლოგის მიერ. ონიქომიკოზის შემთხვევაში პაციენტს თავადაც შეუძლია სპეციალურ კონტეინერში ან ეპინდორფში მოთავსებული დაზიანებული ფრჩხილი მოიტანოს გამოსაკვლევად. რაც შეეხება დანარჩენი ტიპის მასალებს, მათ აღებას შესაბამისი პროფილის სპეციალისტები ესაჭიროება.

- როგორ მზადდება პრეპარატი შემდგომი შესწავლისათვის და რისი გამოკვლევა-ანალიზი ხდება კონკრეტულად?

- ფრჩხილის გამოკვლევისას შეისწავლება ნატიური პრეპარატი. შარდისა და ლიქვორის შემთხვევებში შეისწავლება როგორც ნატიური, აგრეთვე შეღებილი პრეპარატები. სხვა დანარჩენ შემთხვევებში ნაცხი იღებება პაპპენჰეიმის, Dიფფ Qუიცკ-ის ან პაპანიკოლაუს (ცერვიკალური ნაცხები) მეთოდებით. ზოგიერთ შემთხვევაში ვიყენებთ ე.წ. PAშ რეაქციას გლიკოგენის გამოვლენის მიზნით. სოკო მიკროორგანიზმია, რომელიც უფრო ხშირად ვიზუალიზდება ექსტრაცელულურ მატრიქსში. ვნახულობთ სპორებს, მიცელიებს ან ორივეს ერთად. შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ჰისტოპლაზმოზის დროს სპორები მაკროფაგებში იქნეს აღმოჩენილი ჩანართების სახით. აქრინომიკოზის დროს ვნახულობთ აქრინოციტების დრუზებს.

- როგორია ალბათობა ანალიზის ჩატარების დროს შეცდომისა? თუ ხდება საერთოდ ეს შეცდომა, რით არის განპირობებული?

- შეცდომის მიზეზი შესაძლოა გახდეს არასწორი უბნიდან არასწორ სიღრმეზე (ძალიან ზედაპირულად) აღებული ანაფხეკი. ასეთ დროს არის ცრუ უარყოფითი პასუხის საშიშროება. რაც შეეხება ცრუ დადებით პასუხს, აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნორმაში მცირე რაოდენობით სოკოს სპორები შესაძლოა შეგვხვდეს დაუზიანებელ ან სხვა ეტიოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული დაზიანების მქონე კანზე. ეს შეცდომები უფრო მეტად გასათვალისწინებელია დერმატომიკოზების დიაგნოსტირებისას. მინდა აღვნიშნო, ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკვლევები სოკოზე არ არის სპეციფიკური. ხშირად პაციენტი მომართვით ხვდება ციტოლოგიურ გამოკვლევაზე (კანის, ლიმფური კვანძის, ენდოსკოპიური მასალის, ლიქვორის) და უჯრედული აღწერილობის პარალელურად ჩვენ ვახდენთ სოკოს დიაგნოსტირებას მისი არსებობის შემთხვევაში. სოკოს სახეობის დიფერენცირება უფრო სპეციფიკური მიკოლოგიური/მიკრობიოლოგიური გამოკვლევის საგანია, თუმცა ვთვლით, რომ ციტოლოგიური კვლევა, როგორც სოკოს ლაბორატორიული დიაგნოსტიკის პირველი ეტაპი, სრულიად გამართლებული, მეტად ინფორმაციული და აქტუალურია. ის ეხმარება კლინიცისტს დიაგნოზის დასმასა და დაზუსტებაში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კვლევის სწორი მიმართულებით წარმართვაშიც.