პრაქტიკული რჩევები გრიპის ეპიდემის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრაქტიკული რჩევები გრიპის ეპიდემის დროს

ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და გაანიავეთ ოთახი. შინ ნუ შექმნით სათბურის პირობებს - ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა 20-22 გრადუსია. იკვებეთ ბალანსირებული, სრულფასოვანი, მრავალფეროვანი საკვებით - ხილით, ბოსტნეულით; მიირთვით ფიტონციდებით მდიდარი ხახვი და ნიორი.

როგორც ცნობილია, აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რისი ბრალია გრიპის ეპიდემიის აფეთქება წელიწადის ცივ დროს. მათი მონაცემებით, დაბალ ტემპერატურაზე ვირუსის ლიპიდური გარსი იქცევა მკვრივ წებოვან ჟელედ, რომელიც ვირუსს შესანიშნავად იცავს არასასურველი ზემოქმედებისგან. მაღალ ტემპერატურაზე გარსი თხევად მდგომარეობაში გადადის, რაც ზრდის ვირუსის დასუსტებისა და დაღუპვის რისკს. გრიპის ვირუსი ადამიანისგან ადამიანს ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება. 2007 წელს მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ გრიპი ყველაზე უკეთ დაბალი ტემპერატურის პირობებში ვრცელდება.

ამ კანონზომიერების ახსნის მიზნით მკვლევარები აკვირდებოდნენ ვირუსის ლიპიდებისა და თხევადი ნაწილაკებისგან შემდგარი გარსის სტრუქტურულ ცვლილებებს სხვადასხვა ტემპერატურაზე. გაირკვა, რომ 0-+15,6 გრადუსზე ვირუსის ლიპიდური გარსი წებოვან, ჟელესებრ მასად იქცევა, ხოლო უფრო მაღალ ტემპერატურაზე თხევად მდგომარეობაში გადადის. ვირუსს უჯრედების ინფიცირება მხოლოდ ლიპიდური გარსის დარღვევის შემდეგ შეუძლია. სწორედ ეს ხდება ადამიანისა და ცხოველის სასუნთქ გზებში მისი მოხვედრისას, სადაც მუდამ მაღალი ტემპერატურაა. ამავე დროს, 15 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა ოპტიმალურია ვირუსის გავრცელებისთვის, რადგან ლიპიდური გარსი პათოგენს უკეთ იცავს მექანიკური ზემოქმედებისა და ანტიმიკრობული გარემოსგან. მეცნიერთა აზრით, ეს ჰიპოთეზა ხსნის,

რატომ ხდება გრიპის ეპიდემიის აფეთქება წელიწადის ცივ დროს და რატომ იშვიათდება დაავადება დათბობისას - გაზაფხულზე და ზაფხულში ვირუსის გარსი თხევად მდგომარეობაშია, რაც საგრძნობლად ამცირებს მიკროორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამერიკელი კოლეგების აღმოჩენას ყველა ექსპერტი როდი ეთანხმება. ბრიტანეთის კოლეჯის თანამშრომელმა, ვირუსოლოგმა ჯონ ოქსფორდმა, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გრიპის ეპიდემია ტროპიკულ ქვეყნებშიც იჩენს თავს. "არა მგონია, ამ გამოკვლევის შედეგები ბოლომდე ხსნიდეს ვირუსის სეზონურობის მიზეზს. ჩემი აზრით, ამ პროცესში სხვა ფაქტორებიც უნდა ასრულებდეს განსაზღვრულ როლს", - განაცხადა მან.