მსოფლიოში ფრინველის გრიპი ისევ გააქტიურდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსოფლიოში ფრინველის გრიპი ისევ გააქტიურდა

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, გრიპის ვირუსის აფეთქების ფაქტი დარეგისტრირდა დორდონის დეპარტამენტში, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ საწარმოში. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ 2007 წლიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ეს, ფრინველის გრიპის გამოვლენის პირველი შემთხვევაა. ვირუსის არსებობა დაადასტურა საფრანგეთის სანიტარული უსაფრთხოების სააგენტომ. დადგენილია, რომ საქმე ეხება გრიპის მაღალპათოგენურ შტამს. უკვე ამოქმედდა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო სასწრაფო ღონისძიებების გეგმა.

ეპიდემიოლოგების აზრით, მსოფლიოში ფრინველის გრიპი ისევ გააქტიურდა. ექსპერტების თქმით, ვირუსი როგორც ჩანს ისევ ცოცხლობს გარეული ფრინველების სხეულში და შინაურ ფრინველებს გადასცემენ. შეიძლება გვევარაუდა, რომ ვაქცინაცია სიტუაციას განმუხტავდა, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ჩინეთში, ინდონეზიასა და ეგვიპტეში ჩატარებულმა ვაქციანაციამ შტამისგან ვერ დაგვიცვა. პირიქით, აცრილი ფრინველი შეუმჩნევლად ავრცელებდა ვირუსს, რადგანაც დაავადების ნიშნები არ ჰქონდა. უფრო მეტიც, ვაქცინაციამ ხელი შეუწყო H5N2 ვირუსის გავრცელებას, რადგანაც ის აცრილი ფრინველის ორგანიზმში ადაპტირდებოდა.

ლალი ჩხიკვაძე