შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

შეიძლება გავიხსენოთ ისინი, ვინც ამ მომაკვდინებელი დაავადების მსხვერპლი გახდა ან ვინც დაავადებულია, ვისაუბროთ ტრაგედიის მასშტაბებზე და იმაზე, რომ ის მე-20 საუკუნის შავი ჭირია, ხოლო 21-ე საუკუნეში ემუქრება კაცობრიობის არსებობას.

1981 წლის 5 ივნისს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაარეგისტრირა ახალი დაავადება-შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომი).

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე (World AIDS Day) აღინიშნება 1988 წლის 1-ელი დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც ყველა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გაიჟღერა სოციალური მოთმინებისაკენ და აივ/შიდსზე ინფორმაციის გაცვლაზე მოწოდებამ. ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება მსოფლიოს ყველა რეგიონში, აივ-ინფექციასა და შიდსის პანდემიასთან ორგანიზებული ბრძოლის ძალისხმევის განმტკიცების საქმეს. ორგანიზებული ძალისხმევა მიმართულია აივ/შიდსის გავრცელების პროფილაქტიკის პროგრამების საზოგადოებრივი მხარდაჭერის გამყარებისაკენ, აივ/შიდსის ყველა ასპექტის სწავლებისა და ინფორმაციის მიწოდების ორგანიზაციაზე.

აივ/შიდსის პანდემიასთან დაკავშირებული მზარდი სირთულეების გაცნობიერებით, გაერომ 1996 წელს შექმნა ექვსი მსოფლიო ორგანიზაციის კავშირი. აივ/შიდსის პრობლემებთან დაკავშირებული გაერთიანებული ერების ერთობლივი პროგრამა (Joint United Nations Programme on HIV/AIDS, UNAIDS) ერთობლივ პროექტში, სპონსორების რანგში აერთიანებს: გაეროს ბავშვთა ფონდს, გაეროს განვითარების პროგრამას, გაეროს განსახლების ფონდს, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის (იუნესკო) ორგანიზაციას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და მსოფლიო ბანკს. ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის, 15-დან 49 წლამდე ასაკის, 35 მილიონზე მეტი ადამიანი აივ-ინფიცირებულია.

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ბევრ ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება.შიდსთან ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს წითელი ლენტი, რომლის გარეშეც ამ სფეროში არც ერთი აქცია არ ტარდება.ამ ლენტის, როგორც თანადგომის სიმბოლოს იდეა ეკუთვნის მხატვარ, ფრანკ მურუს, რომელიც ჯგუფმა "Visual AIDS" მოიწონა და დანერგა.

პროექტი "წითელი ლენტი" ოფიციალურად 2000 წლის 2 ივლისს დაიწყო "Tony Awards"-ს 45-ე ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე. ყველა მონაწილესა და ნომინანტს შესთავაზეს (საკმაოდ წარმატებულად) ასეთი ლენტების დამაგრება. როგორც პრესრელიზში იყო აღნიშნული: "წითელი ლენტი" (გადმობრუნებული "V") გახდება ჩვენი თანაგრძნობის, მხარდაჭერის და შიდსის გარეშე მომავლის იმედის სიმბოლო. ამ პროექტთან დაკავშირებული ყველაზე დიდი იმედი არის ის, რომ 1-ელ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, ამ ლენტს გაიკეთებენ მთელს მსოფლიოში". მომდევნო წლებში ლენტი გახდა არა მარტო ტონის, არამედ ოსკარისა და ემის ცერემონიების რჩეულთა დრეს-კოდის ნაწილი.

ლალი ჩხიკვაძე