რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს და სასწავლო დაწესებულებებს მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს და სასწავლო დაწესებულებებს მიმართავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გრიპის ვირუსის სეზონური გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლებში პრევენციის არაპირდაპირი ღონისძიებების გატარების მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ავრცელებს. განცხადებაში შემდეგი ღონისძიებებია ჩამოთვლილი:
გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან დაწესებულებებში;
სასწავლო და სააღმზრდელო სივრცეში გააქტიურდეს განიავების რეჟიმი ყოველი შესვენებისას;
სისტემატურად განხორციელდეს სველი წესით დალაგება;
გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.
იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის ექიმის მიერ სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაავადებულის იზოლირება დანარჩენი
You must have Flash Player installed in order to see this player.
კონტინგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სკოლას ეძლევა რეკომენდაცია, თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, სკოლა ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია.
"ამასთან, სკოლებს მოვუწოდებთ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ გრიპის გავრცელების რისკი.
20-21 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში ავადობის გამო გაცდენის მაჩვენებელი არ აღემატება 16%-ს. დასწრების მონიტორინგი და ინფორმაციის შეგროვება გაგრძელდება 8 კალენდარული კვირის მანძილზე და გადაეცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს", - ნათქვამია განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი გრეგორი ჰაუსი ყველაზე პოპულარული ექიმია მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ ის სატელევიზიო სერიალის გმირია. ყველაზე პოპულარულ გამოგონილ პერსონაჟებს შორის ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მუდამ გაღიზიანებული და ნერვიული ადამიანები სურდოთი უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მხიარულები. რინოვირუსი, სურდოს ერთ-ერთი გამომწვევი, მკვლევარებმა 334 მოხალისეს შეაფრქვიეს.
ჩინეთი შიდსის მკურნალობის ფარგლებში, ცდილობს აქტიურად გამოიყენოს ტრადიციული ჩინური მედიცინა. პაციენტების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავზე მკურნალობის ახალ მეთოდს გამოცდიან, გაორმაგდა. საუბარია უძველესი სამედიცინო პრაქტიკის ათვისების ხუთწლიანი პროექტის რეალიზაციაზე.
ვირუსების გამო, მოქალაქეთა მომართვიანობის რიცხვმა თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს, თუმცა ეს საგანგაშო არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით დაბალია.
ბათუმში მწვავე პნევმონიით ორი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის რესპუბლუკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი კიკაბაძემ განაცხადა, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ.
ზიკას ვირუსით ინფიცირების შედეგები, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე და სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს სპეციალისტებს აქამდე ეგონათ. ცნობილია, რომ ორსულობის პერიოდში ვირუსით დაინფიცირებამ, შესაძლოა, მიკროცეფალიის (განვითარების ერთ-ერთი თანდაყოლილი დეფექტის) პროვოცირება მოახდინოს.
ინფექციური ერითემა უპირატესად სასკოლო ასაკის ბავშვებს ემართებათ. დაავადება მიმდინარეობს ინტოქსიკაციის გარეშე, დამახასიათებელი გამონაყარით, რომელიც იღებს ბადისებრ სახეს.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას