რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ამირან გამყრელიძე - გრიპით გარდაცვალების ოთხივე შემთხვევაში მკურნალობა დაწყებული იყო დაგვიანებით
ამირან გამყრელიძე - გრიპით გარდაცვალების ოთხივე შემთხვევაში მკურნალობა დაწყებული იყო დაგვიანებით
ბოლო დღეებში საქართველოში გრიპის შემთხვევები 100 ათას მოსახლეზე 20-25-ით გაიზარდა და 273 ერთეული შეადგინა , - ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გრიპის გავრცელების შემთხვევაში ბოლო დღეებში ზრდის ტენდენცია შეინიშნება, თუმცა, სიტუაცია საგანგაშო არ არის. გამყრელიძის განცხადებით, გასულ კვირაში 100 ათას მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი შეადგენდა 245-250-მდე, დღეისთვის კი - 273-ია.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, გრიპის ვირუსის გავრცელების შემთხვევები რეგიონებში თანაბარია. დღეისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის შედეგად გარდაცვალების ოთხი შემთხვევა. აღნიშნული შემთხვევიდან
You must have Flash Player installed in order to see this player.
სამი H1N1 ვირუსის შედეგად მოხდა, ერთი შემთხვევა კი H3N2-ის შედეგად.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსით გარდაცვალება გამოიწვია იმანაც, რომ თანმხლები დაავადების ფონზე განვითარდა და ოთხივე შემთხვევაში დაავადების მკურნალობა დაწყებული იყო დაგვიანებით. კერძოდ, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას მე-4-მე-5 დღეს მიმართეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა საზოგადოებას, გრიპის პირველივე სიმპტომების დაწყებისთანავე მიმართონ ექიმს.

ბრიფინგზე თავის მხრივ, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ H3N2-ის ვირუსის შედეგად გარდაცვალების ფაქტიც დაფიქსირდა. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა გრიპის რომელი ვირუსით იქნება დაავადებული პაციენტი, მან დროულად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.

როგორც ბრიფინგზე ითქვა, სულ საქართველოში დაფიქსირებულია ლაბორატორიულად შემოწმებული გრიპის ვირუსის 83 შემთხვევა, მათგან H1N1 არის 80, სამი შემთხვევა კი H3N2. ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული პაციენტებიდან 16-17% გართულებული გრიპის შემთხვევას წარმოადგენს.





კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
სერიალი "ექიმი ჰაუსი" 11 წლის წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში და მაყურებლის გულების დაპყრობა მალევე მოახერხა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ვირუსების გამო, მოქალაქეთა მომართვიანობის რიცხვმა თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს, თუმცა ეს საგანგაშო არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით დაბალია.
ბათუმში მწვავე პნევმონიით ორი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის რესპუბლუკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი კიკაბაძემ განაცხადა, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ.
ზიკას ვირუსით ინფიცირების შედეგები, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე და სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს სპეციალისტებს აქამდე ეგონათ. ცნობილია, რომ ორსულობის პერიოდში ვირუსით დაინფიცირებამ, შესაძლოა, მიკროცეფალიის (განვითარების ერთ-ერთი თანდაყოლილი დეფექტის) პროვოცირება მოახდინოს.
ინფექციური ერითემა უპირატესად სასკოლო ასაკის ბავშვებს ემართებათ. დაავადება მიმდინარეობს ინტოქსიკაციის გარეშე, დამახასიათებელი გამონაყარით, რომელიც იღებს ბადისებრ სახეს.
გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით პაციენტებს თბილისში ოთხი კლინიკა 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება გახშირებულ ვირუსულ მიმართვიანობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველადი დახმარების ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.