გრიპი და ვირუსული ინფექცია - მარტივი ინსტრუქციები ექიმი კომაროვსკისგან! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრიპი და ვირუსული ინფექცია - მარტივი ინსტრუქციები ექიმი კომაროვსკისგან!

იქნება ეს სეზონური, ღორის, სპილოს თუ პანდემიური გრიპი. მთავარი ეს არ არის. მთავარია იცოდეთ, რომ ვირუსი ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით და გავლენას ახდენს სასუნთქ სისტემაზე. თუ თქვენ და თქვენს ბავშვს შეგხვდათ ვირუსი და თქვენს სისხლში არ არის მისგან დამცავი ანტისხეულები, თქვენ ავად გახდებთ. ანტისხეულები გამომუშავდება მაშინ, თუ თქვენ უკვე გადაიტანეთ ეს ვირუსი და მაშინ, თუ აიცერით. თუ აიცრებით, თქვენ დაცული იქნებით არა საერთოდ ვირუსებისგან, არამედ მხოლოდ გრიპის ვირუსისგან. თუ თქვენ გაქვთ იმის მატერიალური საშუალება, რომ აიცრათ და ბავშვებიც აცრათ - აუცილებლად გააკეთეთ ეს. ვაქცინა დაგიცავთ ამ სეზონის ყველა აქტიური ვირუსისგან.

1. ვირუსის გავრცელების წყარო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია. რაც ნაკლები ადამიანია, მით ნაკლებია ავად გახდომის შანსი. ერიდეთ ხალხმრავლობას!

2. სახის ნიღაბი საჭირო რამ არის, მაგრამ არა პანაცეა. სასურველია ის ავადმყოფს ეკეთოს, თუ გარშემო ჯანმრთელები არიან. ნიღაბი ბოლომდე ვერ შეაჩერებს ვირუსს, თუმცა შეაკავებს ნერწყვის წვეთებს, რომელიც "მდიდარია" ვირუსით.

3. არავითარი წამალი და "ხალხური საშუალებები" პროფილაქტიკური ეფექტისთვის არ არსებობს. არავითარი ხახვი, ნიორი, სპირტი, ინტენფერონის შემცველი ტაბლეტები, იმუნიტეტის სტიმულატორები, "ჯადოსნური" ვიტამინები - ყველაფერი ეს ფსიქოთერაპიაა. თქვენ გჯერათ? გშველით? - მოხარული ვარ, ოღონდ არ არის საჭირო შტურმით აიღოთ აფთიაქები - ისინი ამად არ ღირს. განაგრძეთ კითხვა...