დაავადებათა კონტროლის ცენტრი სკოლებსა და საბავშვო ბაღებს რეკომენდაციით მიმართავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სკოლებსა და საბავშვო ბაღებს რეკომენდაციით მიმართავს

შესაბამისი განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, თუ კონკრეტულ სკოლაში ან საბავშვო ბაღებში გაცდენათა მაჩვენებელი 20%-ს სცილდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის მინიმუმ სამი სამუშაო დღით შეწყვეტის რეკომენდაციით გამოდის.

"გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომ თანდათან ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზომიერი მატებაა და განსაკუთრებით ეს კონცენტრირდება ბავშვთა ასაკში, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება გამოვიდეთ რეკომენდაციით და მივმართოთ სასკოლო და ზოგადად სააღმზრდელო დაწესებულებებს, ბაღებს, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, თუ მათ სკოლაში ან ბაგა-ბაღში გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს სცილდება, პრევენციულად მინიმუმ სამი სამუშაო დღით შეწყდეს სწავლა და ბავშვების მიყვანა ბაგა-ბაღებში. იზოლირების გაგრძელება გადაწყდეს შემდგომი კონსულტაციებით. ეს გახლავთ პრევენციული ღონისძიება, რათა ნაკლები იყოს კონტაქტი ინფიცირებულ ბავშვებთან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ გრიპის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენა სწორედ ბავშვებია.