კლინიკები, სადაც გრიპთან დაკავშირებით 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებიან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კლინიკები, სადაც გრიპთან დაკავშირებით 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებიან

, საოჯახო მედიცინის პირველი სადღეღამისო ცენტრი ისან-სამგორის რაიონში ამოქმედდა, სადაც ვირუსული ინფექციების მქონე პაციენტებს კლინიკა "მედკაპიტალის" რაიონული ფილიალი 24-საათიან რეჟიმში სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ვითარებას ადგილზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე გაეცნო.

უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე ისან-სამგორის რაიონში საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრი არ მოქმედებდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად კი დედაქალაქის ყველა რაიონი სრულად არის მოცული.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან კიდევ ერთი საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა და ჩამონათვალს კლინიკა "მედკაპიტალის" საბურთალოს რაიონული ფილიალი შეემატა. ის ვაკე-საბურთალოს მოსახლეობას სამედიცინო სერვისს 24-საათიან რეჟიმში მიაწვდის.

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის დედაქალაქის მასშტაბით, საოჯახო მედიცინის სულ 6 სადღეღამისო ცენტრი მოქმედებს. ესენია - "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" (მის.: წინამძღვრიშვილის ქ.57), კლინიკა "მედსი" (მის.: ქიაჩელის ქ. N18), თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო (მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. N29), კლინიკა "მედკაპიტალი" - გლდანი-ნაძალადევის ფილიალი (მის.: გლდანი, ვეკუას ქ. .N18), საბურთალოს ფილიალი (მის.: გამრეკელის ქ.N19), ისანი-სამგორის ფილიალი (მის.: მოსკოვის გამზ. 4 კვ, 3 კორპ.).