რუბრიკები
ეპიდემიოლოგები ზიკას ვირუსის საფრთხის შესახებ გვაფრთხილებენ
ეპიდემიოლოგები ზიკას ვირუსის საფრთხის შესახებ გვაფრთხილებენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გავრცელებულ ზიკას ვირუსს სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს. შესაძლებელია ეს იყოს ახალი მასშტაბური ეპიდემიის დასაწყისი. აღნიშნულ ვირუსს უკავშირდება თანდაყოლილი დეფექტები და ნევროლოგიური პრობლემები, ამიტომ ორსულები განსაკუთრებული რისკის ჯგუფში განიხილებიან.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ ამ ვირუსით დასნებოვნებასა და გიიენ-ბარეს სინდრომს (ხასიათდება მწვავე აუტოიმუნური ანთებითი რეაქციით) შორის კავშირს.
პირველად, ზიკას ვირუსი 1947 წელს აღმოაჩინეს და დიდი ხნის განმავლობაში ის თავს არავის ახსენებდა. მაგრამ ახლა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა და ვირუსი ფიქსირდება 20-ზე მეტ ქვეყანაში, უპირატესად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. მისი
You must have Flash Player installed in order to see this player.
გადამტანები არიან მოსკიტები Aedes Mosquito, დენგეს ცხელებისა და ყვითელი ცხელების გადამტანები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები შიშობენ ვირუსის შემდგომი გავრცელების, იმუნიტეტის, ვაქცინების, წამლებისა და ვირუსისთვის სპეციალურად შემუშავებული სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტების არ არსებობის გამო.

აღსანიშნავია, რომ ვირუსი აზიანებს როგორც ღარიბ, ისე საკმაოდ შეძლებულ რეგიონებსაც. განსაკუთრებული მღელვარება უკავშირდება რიო-დე-ჟანეიროს, აგვისტოში ჩასატარებელი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამო.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები