სქესობრივი გზით გადამდები ვირუსული დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სქესობრივი გზით გადამდები ვირუსული დაავადებები

მისი ტიპობრივი სურათი ასეთია: სასქესო ორგანოთა არეში ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი. ბუშტუკები იზრდება, ერწყმის ერთმანეთს, გასკდომის შემდეგ კი მტკივნეულ წყლულებს ტოვებს. ქალებთან პათოლოგიური პროცესი მოიცავს უმთავრესად საშოს, მის შესავალს, სასქესო ბაგეებს, საშვილოსნოს ყელს. იშვიათად გამონაყარი ჩნდება ბოქვენის, ბარძაყების, შორისისა და დუნდულა კუნთების არეშიც. წყლულები მეტად მტკივნეულია, ხელს უშლის პაციენტს სიარულში, ჯდომასა და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში. ძლიერი ტკივილი ზოგს ძილსაც ურღვევს, იწვევს თავის ტკივილს, გაღიზიანებადობას, ჩაკეტილობას. ფიზიკურ ტანჯვას სულიერიც ემატება. მუდმივი შფოთვა კიდევ უფრო დამთრგუნველია და, თავის მხრივ, უფრო მეტად აქვეითებს იმუნიტეტს, იწვევს სასქესო ორგანოთა ქრონიკულ დაავადებას და, საბოლოო ჯამში, შესაძლოა როგორც ქალის, ისე მამაკაცის უნაყოფობის მიზეზადაც იქცეს. ავადმყოფს გამუდმებით აშფოთებს ახალი გამონაყარის მოლოდინი, იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა, დაასნებოვნოს პარტნიორი, გააჩინოს დაავადებული შვილი ან სრულიად უშვილო დარჩეს, მოსვენებას არ აძლევს. მარტოობისა და უიმედობის განცდა ბევრს სუიციდური ფიქრებისკენ უბიძგებს.

დაავადების გამომწვევი

გენიტალურ ჰერპესს ორი ტიპის ვირუსი იწვევს - HSV-1 და HSV-2. ისინი მარტივი ჰერპესვირუსის უახლოესი ნათესავები არიან. სპეციალისტთა აზრით, დაავადება ერთნაირი სიხშირით შეიძლება გამოიწვიოს როგორც პირველი, ისე მეორე ტიპის ვირუსმაც, თუმცა HSV-2-ით ინფიცირების შემთხვევაში გენიტალური ჰერპესისთვის დამახასიათებელი უკიდურესად უსიამოვნო კლინიკური სურათი გაცილებით ხშირია. ისიც აღსანიშნავია, რომ დაავადებულთა დიდ ნაწილთან გენიტალური ჰერპესი ყოველგვარი გამოხატულების გარეშე მიმდინარეობს და ადამიანმა არც კი იცის, რომ ინფექციის წყაროს წარმოადგენს.

თანამედროვე მკურნალობა

სამწუხაროდ, ჰერპესის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში სამუდამოდ რჩება. თანამედროვე მედიკამენტებით შესაძლებელია მხოლოდ დაავადების მიმდინარეობის შემსუბუქება, გამწავებათა ხანგრძლივობის შემცირება, ვირუსის აქტიურობის დათრგუნვა.

დღეს ძალზე პოპულარულია უწყვეტი სუპრესიული თერაპია, რომელიც გულისხმობს ნებისმიერ პერიოდში ვირუსის აქტიურობის დათრგუნვას. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტი ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებს გამუდმებით იღებს, განურჩევლად იმისა, აღენიშნება დაავადების რეციდივი თუ არა. თანამედროვე გამოკვლევების შედეგების თანახმად, ასეთი მიდგომა ამცირებს დაავადების რეციდივების სიხშირეს, გამოვლენის სიმძიმესა და ხანგრძლივობას, პროფილაქტიკის სხვადასხვა საშუალებასთან კომბინაციაში კი - ჯანმრთელი ადამიანების ინფიცირების რისკსაც. მეტად აქტუალურია იმუნომოდულაციური საშუალებებიც, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს, საკუთარი ძალებით ებრძოლოს ჰერპესის ვირუსს.

პაპილომავირუსული ინფექცია

პაპილომავირუსული ინფექცია გადაეცემა სქესობრივი გზით. ავადდებიან უპირატესად ახალგაზრდა ქალები, რომლებიც აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან სხვადასხვა პარტნიორთან. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დაავადებამ ბოლო ხანს ფართო მასშტაბი შეიძინა.

ძირითადი სიმპტომები

პაპილომავირუსული ინფექციის საინკუბაციო პერიოდი, ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთიდან 9 თვემდე მერყეობს, საშუალოდ კი 3 თვეს მოიცავს. ამ ხნის განმავლობაში ინფექცია თავს არ ამჟღავნებს. სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების გამომწვევი ვირუსის ტიპზე.

განასხვავებენ მახვილწვერა, ბრტყელი და ინვერტირებადი (ინტრაეპითელური) კონდილომების სახით გამოხატულ ინფექციებს.

მახვილწვერა კონდილომები

მახვილწვერა კონდილომები უმთავრესად ერთეული ან მრავლობითი წვრილი (ზოგჯერ - მსხვილი ან გიგანტური ზომისაც) პაპილარული ბაცი ვარდისფერი წარმონაქმნებია, რომლებიც მოკლე ფეხზე არსებულ მეჭეჭს, მაყვლის ნაყოფს, ყვავილოვან კომბოსტოს ან მამლის ბიბილოს წააგავს. კონდილომები სხვადასხვა ფერისაა, რაც ლოკალიზაციაზე ანუ მდებარეობაზეა დამოკიდებული (გარეთა სასქესო ორგანოები, საშო, საშვილოსნოს ყელი), და დაწყლულების შემთხვევაში უსიამოვნო სუნის მქონე სითხეს გამოყოფს. გიგანტური კონდილომები შესაძლოა სიმეტრიულად იყოს განლაგებული დიდ და მცირე სასირცხო ბაგეებზე, მოიცავდეს მთელ სასქესო ნაპრალს.

ვინაიდან მახვილწვერა კონდილომების ზრდა უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, ქალები ხშირად ვერ ამჩნევენ მათ და მაშინღა აქცევენ ყურადღებას, როდესაც წარმონაქმნი დიდ ზომებს აღწევს. ექიმთან მიმართვიანობის მიზეზი უმეტესად წვა და ქავილია. ამ სიმპტომებს პაპილომავირუსული ინფექციის დროს უხვი გამონადენი იწვევს. გამონადენს მაცერაციამდე, კონდილომებისა და კანის დაწყლულებამდე მივყავართ, რაც, თავის მხრივ, წვისა და ქავილის მიზეზად იქცევა.

საყურადღებოა ისიც, რომ საშვილოსნოს ყელის პაპილომავირუსული დაზიანება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე გინეკოლოგიური დათვალიერებისას. ეს პაპილომები საშიშია, რადგან დადგენილია მათი ონკოგენურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ პაპილომავირუსს გარკვეული წვლილი მიუძღვის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში.