სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკა

მედიკამენტური პროფილაქტიკა

დაუცველი ან საეჭვო სქესობრივი კავშირიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს მედიკამენტური პროფილაქტიკა, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული დაავადებების, მათ შორის - გონორეის, ქლამიდიოზის, ურეაპლაზმოზის, მიკოპლაზმოზის, სიფილისისა და ტრიქომონიაზის, განვითარებას უშლის ხელს.

შეიძლება, აქტიდან 3-4 კვირის შემდეგ მიმართოთ ვენეროლოგს. მანამდე სპეციალისტთან მისვლას აზრი არ აქვს, რადგან აღნიშნული დაავადებების საინკუბაციო პერიოდი, გარდა გონორეისა, 3-4 კვირას გრძელდება. მანამდე მათი გამოვლენა ძნელია. ნაკლებინფორმაციულია ლაბორატორიული კვლევები.

თუ მედიკამენტური პროფილაქტიკის ჩატარება გადაწყვიტეთ, უნდა მიმართოთ ვენეროლოგს, რომელიც ინფიცირების რისკის შეფასებაში დაგეხმარებათ.

როდის შეიძლება სქესობრივი ცხოვრების გაგრძელება?

ყველაზე ხშირად სწორედ ეს კითხვა აწუხებთ მათ, ვინც პროფილაქტიკურ მკურნალობას იტარებს.

ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: მკურნალობის დასრულებიდან 7-10 დღის შემდეგ. მანამდე მუდმივ პარტნიორებთან სქესობრივი კონტაქტის დროს უმჯობესია პრეზერვატივი გამოიყენოთ.

გაითვალისწინეთ:

  • მედიკამენტური პროფილაქტიკის დროს პრეპარატს უმეტესად ერთჯერადად იღებენ, მაგრამ შესაძლოა, საჭირო გახდეს განმეორებითი მიღებაც, ამიტომ, თუ მედიკამენტური ალერგიისადმი ბრძანდებით მიდრეკილი, ეს სპეციალისტს მკურნალობის დაწყებამდე უნდა აცნობოთ.
  • მედიკამენტური პროფილაქტიკა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის უკიდურესი, სარეზერვო მეთოდია, ამიტომ არ შეიძლება მისი ხშირად ჩატარება და არც პრეზერვატივის ალტერნატივას წარმოადგენს.

გარდა ამისა, პროფილაქტიკის ეს მეთოდი ვერ იცავს ადამიანს ვირუსული დაავადებებისგან, კერძოდ, სასქესო ორგანოების ჰერპესისგან, პაპილომავირუსისგან, აივ ინფექციისგან. ის ეფექტიანია მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ეფექტიანობა 100%-ს უტოლდება.

თავდაცვის სხვა მეთოდები

დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ, აქტის დასრულებისთანავე, სასურველია:

  • სასქესო ორგანოების დაბანა საპნით და წყლით;
  • საშოს გამორეცხვა შხაპით ან ოყნით;
  • საშოს გამორეცხვა ანტისეპტიკური ხსნარით, მაგალითად, გიბიტანით ან მირამისტინით.

ამ მეთოდების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება, რადგან გამორეცხვის დროს შესაძლოა, ინფექციის გამომწვევი სასქესო ორგანოების ზედა განყოფილებებში გავრცელდეს.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ მეთოდების ეფექტიანობა არც ისე მაღალია. ისინი არაფრის გარანტიას არ იძლევა. მათი გამოყენება შეიძლება, მაგრამ მხოლოდ მათ იმედად ყოფნას არ გირჩევთ.

ადამიანი, რომელიც მოუწესრიგებელ სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, მეტადრე - ჰიგიენის დაუცველად, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მთელი თაიგულის მატარებელია, რაც მასაც და მის პარტნიორებსაც სერიოზულ საფრთხეს უქადის.

საგულისხმო რჩევები

ბევრს მიაჩნია, რომ თუ ადამიანს სასქესო ორგანოების არეში აშკარად გამოხატული ანთების ნიშნები არ აქვს, ის საშიში არ არის. სინამდვილეში არსებობს ათეულობით ინფექცია, რომლებიც ფარულად, ყოველგვარი კლინიკური გამოხატულების გარეშე მიმდინარეობს. ამრიგად, ხილული ნიშნების უქონლობა იმას არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, პარტნიორს ენდოთ.

ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები მხოლოდ სექესობრივი გზით არ ვრცელდება - ისინი გადაედება სისხლის გზითაც.

არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომელთა დაცვა ამგვარი ინფექციების თავიდან აცილების საშუალებას მოგცემთ:

1. თავი არიდეთ შემთხვევით კავშირებს. რა მოწესრიგებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მისი ჯანმრთელობის გარანტიას ვერავინ მოგცემთ. არც გარეგნობა, არც ოჯახური მდგომარეობა, არც განათლების დონე და არც სოციალური სტატუსი ამაზე ვერაფერს გეტყვით. ამასთან, შესაძლოა, ადამიანმა თავადაც არ იცოდეს, რომ ინფექციის მატარებელია და თავი ჯანმრთელი ეგონოს.

2. გამოიყენეთ პრეზერვატივი. ის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავის დაცვის კლასიკური საშუალებაა. მისი გამოყენება აუცილებელია ხანმოკლე ურთიერთობების დროს. ვენეროლოგების დაკვირვებით, თუ რომელიმე პარტნიორი ინფიცირებულია, ხანგრძლივი ურთიერთობის შემთხვევაში ადრე თუ გვიან ეს ინფექცია საერთო ხდება, ამიტომ საეჭვო ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართეთ სპეციალისტს.

3. ზედმიწევნით დაიცავით ინტიმური ჰიგიენა და იგივე მოსთხოვეთ თქვენს პარტნიორსაც.