მეცნიერებმა უნიკალური ანტივირუსიული პრეპარატი HB36.6 შექმნეს
და არსებულ პრეპარატ ტამიფლუზე გაცილებით ეფექტურია. ახალი საშუალება არ მოქმედებს ადამიანის იმუნიტეტზე, მისი სამიზნე თავად ვირუსია. ის არ აძლევს ვირუსს მასპინძელი ორგანიზმის უჯრედზე მიმაგრების საშუალებას, რაც დამტკიცდა თაგვებზე ექსპერიმენტით. ყველა ცხოველი ვირუსის შედეგებისგან გათავისუფლდა წონაში კლებისა და იმუნიტეტის სტიმულაციის ნიშნების გარეშე.
აღნიშნული პრეპარატის მიღება დასაშვებია მომატებული რისკის მქონე პირებისთვისაც (დასუსტებული იმუნიტეტი). როგორც ცდებმა აჩვენა, პრეპარატს შეუძლია გრიპის ფართო სპექტრის შტამების ნეიტრალიზაცია, რაც მას ეპიდემიის დროს შეუცვლელს ხდის.
HB36.6 ერთი დოზა უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ დაცვას, ვიდრე ტამიფლუს 10 დოზა. ამასთან, შესაძლებელია HB36.6 გამოყენება ტამიფლუსთან ერთად.
როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, ამ პრეპარატის გამოყენებისას, ინფექციასთან საბრძოლველად, აღარ იქნება საჭირო იმუნური უჯრედების მობილიზაცია. HB36.6-ით ეს შესაძლებელია გაკეთდეს იმუნური პასუხისგან დამოუკიდებლად, რაც პრეპარატის პოტენციური გამოყენების იმედს იძლევა ხანდაზმულ ადამიანებსა და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.
ლალი ჩხიკვაძე