რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ამერიკაში ანტივირუსულ ცხვირსახოცებს გამოუშვებენ
ამერიკაში ანტივირუსულ ცხვირსახოცებს გამოუშვებენ
ამერიკულმა კომპანიამ Kimberly-Clark Corp-მა განაცხადა, რომ მალე ბაზარზე ანტივირუსული ცხვირსახოცები გამოჩნდება. "ნოვატორები" თავის ახალ პროდუქტს გაციებისა და გრიპის პროფილაქტიკის საშუალებას უწოდებენ. დღესდღეობით კომპანია და მისი კონკურენტები უკვე უშვებენ ანტიბაქტერიულ ხელსაწმენდებს, მაგრამ ვირუსის საწინააღმდეგო ცხვირსახოცი სიახლეა.

მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ ახალი ცხვირსახოცები პირველ რიგში გაციებულებს გამოადგებათ. ქსოვილი ვირუსების 99%-ს გაანადგურებს და ხველებისა და ცემინების დროს მათ გავრცელებას შეუშლის ხელს.

ცხვირსახოცი სამი თხელი შრისგან შედგება. შუა ფენა ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებითაა გაჟღენთილი. ახალი ცხვირსახოცები, ბუნებრივია, გაციებისა და გრიპისაგან ვერ განკურნავს, თუმცა, როგორც მწარმოებლები იმედოვნებენ, დასნებოვნების ახალ შემთხვევებს შეამცირებს.

თინათინ გოცაძე

თარიღი : 25-02-2016
natia
ჩვენთან უკვე იყიდება აფთიაქში ანტივირუსული ცხვირსახოცები - "ჩიკოვიტას" ფირმის
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" საქველმოქმედო პროექტის #ქველმოქმედებამარტივია ფარგლებში ნოემბრისა და დეკემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი 5 022 ლარი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს გადასცა.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
ზამთრის მზე, ულტრაიისფერი გამოსხივების თვალსაზრისით, ზაფხულისაზე არანაკლებ საშიშია. ზამთარში ზოგჯერ ის უფრო ინტენსიურიცაა. ამასთან, წელიწადის ამ დროს სხეული ტანსაცმლითაა დაფარული, ხოლო თვალები მზის ზემოქმედების ქვეშ მთელი დატვირთვით ხვდება.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ვირუსების გამო, მოქალაქეთა მომართვიანობის რიცხვმა თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს, თუმცა ეს საგანგაშო არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით დაბალია.
ბათუმში მწვავე პნევმონიით ორი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის რესპუბლუკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი კიკაბაძემ განაცხადა, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ.
ზიკას ვირუსით ინფიცირების შედეგები, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე და სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს სპეციალისტებს აქამდე ეგონათ. ცნობილია, რომ ორსულობის პერიოდში ვირუსით დაინფიცირებამ, შესაძლოა, მიკროცეფალიის (განვითარების ერთ-ერთი თანდაყოლილი დეფექტის) პროვოცირება მოახდინოს.
ინფექციური ერითემა უპირატესად სასკოლო ასაკის ბავშვებს ემართებათ. დაავადება მიმდინარეობს ინტოქსიკაციის გარეშე, დამახასიათებელი გამონაყარით, რომელიც იღებს ბადისებრ სახეს.
გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით პაციენტებს თბილისში ოთხი კლინიკა 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება გახშირებულ ვირუსულ მიმართვიანობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველადი დახმარების ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
21 ოქტომბერი 2016
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
13 სექტემბერი 2016
1. საფეხურებზე სიარული.

კიბეზე ასვლისას ადამიანი წუთში 11 კალორიას წვავს.
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
ხახვი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია და მრავალი დაავადების სამკურნალო, ეფექტურ ბუნებრივ წამალსაც წარმოადგენს.
გაგიგონიათ ალბათ, შიშს დიდი თვალები აქვსო. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ორგანული დაავადება, რომელზეც შიში მანკიერად არ მოქმედებს.