ამირან გამყრელიძე - ყველა ვაქცინა, რაც საქართველოში შემოდის სახელმწიფო პროგრამით, მაღალი ხარისხისაა და აბსოლუტურად უსაფრთხოაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - ყველა ვაქცინა, რაც საქართველოში შემოდის სახელმწიფო პროგრამით, მაღალი ხარისხისაა და აბსოლუტურად უსაფრთხოაა

ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „ჩემი კითხვა“ ე.წ. ფასიან და უფასო ვაქცინებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ინტერვენციაა, რომელიც პრევენციას უკეთებს ბევრი ინფექციური დაავადების განვითარებას.

„ფასიანი და არაფასიანი ვაქცინების შესახებ ხშირად არის საუბარი, დისკუსია. მინდა როგორც კითხვის დამსმელს, ისე მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ვაქცინაცია, იმუნიზაცია, ანუ აცრები, რომელსაც ჩვენ უბრალოდ ენაზე ვეძახით, გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ინტერვენცია, რომელიც პრევენციას უკეთებს ბევრი ინფექციური დაავადების განვითარებას. მედიცინის ისტორიაში ვაქცინაციაზე უფრო მნიშვნელოვანი ინტერვენცია ჯერჯერობით არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში არსებობს ეროვნული კალენდარი, რომლის მიხედვითაც ტარდება ვაქცინაცია 12 ინფექციის საწინააღმდეგოდ. მისივე თქმით, იყო 10, თუმცა ბოლო სამ წელიწადში ინფექციის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაცია დაამატეს.

„ეს არის აუცილებელ-რეკომენდებულ ვაქცინაციათა კალენდარი, რომელიც ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ხელმისაწვდომია. ასევე წელს გვქონდა ერთ-ერთი ინოვაცია, რომ ეს კალენდარი და ის, თუ რა ვაქცინებით ვაწარმოებთ ქვეყანაში ვაქცინაციას, ხელმისწვდომია სმარტფონებზე. ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური აპლიკაცია და ყველა დედისთვის, ვინც მშობიარობს, ხელმისწვდომია, რათა მან აპლიკაცია უფასოდ ჩამოტვირთოს და მიიღოს სრული ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, თუ რა ვაქცინებს ვიყენებთ ქვეყანაში, რომელი დაავადებების წინააღმდეგ. როგორც აღვნიშნე, 12 ინფექციის საწინააღმდეგოდ 10 ვაქცინას ვიყენებთ, რომელსაც სრულად ყიდულობს სახელმწიფო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაცია ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორტეტია და ამაზე მეტყველებს ციფრები. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თუ 2011-2012 წლებში ქვეყანაში ვაქცინაციის ბიუჯეტი 4 ნახევარი მილიონი ლარი იყო, წლევანდელი ბიუჯეტი დაახლოებით 15 მილიონი ლარია, მომავალი წლის ბიუჯეტი კი - დაახლოებით, 19 მილიონი ლარი იქნება. „ვაქცინაციის ბიუჯეტის ზრდა განაპირობებს იმას, რომ საქართველო გადავიდა მხოლოდ და მხოლოდ მაღალხარისხიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები ნიშნავს, რომ მათი ხარისხი და მათგან გამოწვეული ძალიან მცირე გვერდითი მოქმედებები, რომლებიც შეიძლება ვაქცინაციას ახლდეს, მინიმუმამდეა დაყვანილი. ყველა ვაქცინა, რომელიც გეგმური ვაქცინაციისთვის საქართველოში შემოდის და ასევე არაგეგმურიც, მაგალითად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა და სხვა, არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებული და, შესაბამისად, ცოტა მეტი ღირს, ვიდრე ბაზარზეა. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას გათავისებული აქვს, რომ ვაქცინაცია გახლავთ ჩვენი მომავალი თაობის და მოსახლეობის დაცვის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მეთოდი და ინტერვენცია, აუცილებელია, რომ აქ ყველაფერი გამართული იყო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, როცა საუბრობენ ე.წ. ფასიან და უფასო ვაქცინაზე, ამ კონტექსტში იგულისხმება ე.წ. ჰექსავალენტური ვაქცინა, რომელიც ხშირად გამოიყენება ბავშვებთან მიმართებაში. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გასულ წლამდე სახელმწიფოს შემოჰქონდა პენტავალენტური ვაქცინა, ანუ 5 კომპონენტიანი, გასული წლიდან კი უკვე ჰექსავალენტურ ვაქცინაზე გადავიდა. „სწორედ გასულ წლამდე ჩვენ შემოგვქონდა პენტავალენტური ვაქცინა, ანუ 5 კომპონენტიანი, კერძო, სექტორს ჰქონდა ე.წ. ჰექსავალენტური ვაქცინა და ექიმები ხანდახან ურჩევდნენ ხოლმე, რომ სჯობს ეს გაკეთდესო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთან ყველა ვაქცინა, რაც ქვეყანაში შემოდის სახელმწიფო პროგრამით, გახლავთ მაღალი ხარისხის, არა აქვს მნიშვნელობა, ის სად მზადდება, რადგან პრეკვალიფიცირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და დღეს უკვე ბიუჯეტის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ გასული წლიდან ჰექსავალენტურ ვაქცინაზე გადავედით. გარწმუნებთ, რომ ვაქცინებში, რაც კერძო სექტორშია, ან სახელმწიფო სექტორშია, ხარისხთან დაკავშირებით არავითარი განსხვავება არ არსებობს. გარწმუნებთ, რომ ყველა შემოსული ვაქცინა მაღალი ხარისხისაა და აბოსოლუტურად უსაფრთხოა თქვენი შვილებისა და ახლობლებისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ჰექსავალენტური ვაქცინა საკმაოდ ძვირია, „მაგრამ სახელმწიფო წავიდა ამაზე, რომ ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის უფრო მაღალი ხარისხის ვაქცინა მიეწოდებინა“.