ამირან გამყრელიძე - ზიკამ ბოლო ორი წელია ძალიან შეაწუხა მსოფლიო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - ზიკამ ბოლო ორი წელია ძალიან შეაწუხა მსოფლიო

- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ჩემი კითხვა“ ზიკას ვირუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ზიკამ ბოლო ორი წელია ძალიან შეაწუხა მსოფლიო. დაახლოებით, 60-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევები, ძირითადი ქვეყანა კი, სადაც ის გავრცელდა, ბრაზილიაა. მისივე თქმით, ზიკას გადამტანი მწერი რამდენიმე წლის წინ დააფიქსირეს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ძირითადად აჭარასა და სამეგრელოს რეგიონში.

„ჩვენ გარკვეულად ამ რუკაზე მივეკუთვნებით რისკის მქონე ქვეყანათა ჯგუფს, გადამტანი არის, თუმცა არ არის ინფიცირებული ადამიანი. ამ თვალსაზრით ყველაზე კარგი პრევენცია გახლავთ სწორედ ამ კოღოებთან ბრძოლა. ჩვენ ბოლო რამდენიმე წელიწადია სხვადასხვა დაავადების გადამტანებთან ბრძოლა ძალიან ინტენსიური გავხადეთ, რაც გამოიხატება ერთობლივ მუშაობაში ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორების, როდესაც ჩვენ სხვადასხვა ნივთიერებით ვამუშავებთ დასავლეთ საქართველოში შიდა სივრცეებს, მხედველობაში მაქვს სახლები, სარდაფები და ა.შ. ამის პარალელურად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამუშავებს გარე წყალსატევებს და გარე სივრცეებს იმ ნივთიერებებით, რომლებიც სწორედ ამ გადამტანზე მოქმედებენ. ამ თვალსაზრისით წელს ორჯერადად დამუშავდა დაახლოებით 7 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობი. ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს არა მარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ კახეთის რეგიონშიც, სადაც ზოგიერთი გადამტანი ფიქსირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ტრანსმისიულ დაავადებებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია საერთო პოლიტიკის შექმნა. „საქართველო ტრადიციულად იყო მალარიის ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მალარია მოვსპეთ, აღმოვფხვერით და დღეს ვართ თავისუფლები, ქვეყანაში ამის ძალიან სერიოზული გამოცდილებაა და ვმუშაობთ სხვა ტრანსმისიულ დაავადებებთან მიმართებაში, ეს გახლავთ - ზიკა, დენგეს ცხელება. ჩვენთან რამდენიმე დენგე დავაფიქსირეთ. დენგე არ იყო საქართველოსთვის ტიპური დაავადება, მაგრამ მოგეხსენებათ, სხვა ქვეყნიდან ბევრი სტუდენტი ჩამოდის, რამდენიმე მათგანში ეს დაავადება დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი პრევენცია არის გადამტანებთან ბრძოლა და ამ ბრძოლას ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია სერიოზულად ვაფართოებთ. დარწმუნებული იყავით, რომ ყოველ წელს გაზაფხულიდან მოყოლებული შემოდგომამდე ეს კიდევ უფრო და უფრო გაფართოვდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამავე დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად. როგორ გამყრელიძემ აღნიშნა, საზღვარზე დარიგებულია ინფორმაციები, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ჩამოდიან ზიკას მიერ დაზიანებული ქვეყნებიდან, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკიდან, თუ მათ ემართებათ ზიკასთვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები (ზიკას აქვს ისეთი სიმპტომები, რაც ჩვეულებრივ გრიპს), მათ დროულად მიმართონ ექიმს. „ჩვენ საქართველოში ლუგარის ცენტრში გვაქვს საშუალება, რომ თუ ადამიანი ზიკას ვირუსის მატარებელია, დიაგნოზი დავუსვათ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.