ზიკას ვირუსით გამოწვეული მიკროცეფალია, შესაძლოა, ბავშვის დაბადების შემდეგაც განვითარდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზიკას ვირუსით გამოწვეული მიკროცეფალია, შესაძლოა, ბავშვის დაბადების შემდეგაც განვითარდეს

აღმოჩნდა, რომ ზიკას ვირუსით დაავადებული ქალების მიერ გაჩენილ პატარებს მიკროცეფალია მუცლადყოფნის პერიოდში კი არ განუვითარდათ, არამედ - დაბადების შემდეგ.

მეცნიერები აკვირდებოდნენ 13 ჩვილს, რომელთა თავის გარშემოწერილობაც დაბადების შემდეგ ნორმაში იყო. დაბადებიდან პირველივე თვეებში 11 მათგანს მიკროცეფალია განუვითარდა. თავის ტვინის სკანირების შედეგად სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ ტვინის მოცულობა თანდათანობით მცირდებოდა, ვითარდებოდა ანთება და ვლინდებოდა განვითარების სხვადასხვა დარღვევა. ექიმებმა ამ პატარებს "თანდაყოლილი ზიკას სინდრომის" დიაგნოზი დაუსვეს. ჩვილებს სხვა სიმპტომებიც აღენიშნებოდათ, 13-დან 10-ს ყლაპვის პრობლემა ჰქონდა, 7-ს - ეპილეფსია, 5-ს კი - მომატებული აღგზნებადობა. ყველა ბავშვი იტანჯებოდა ჰიპერტონიით და ყველა მათგანს მომატებული ჰქონდა კუნთოვანი ტონუსი.

მიღებული მონაცემები ადასტურებს, რომ ზიკას ვირუსი და მისი დაინფიცირებით გამოწვეული შედეგები სრულად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, შესაბამისად, ამ კუთხით კვლევები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მონაცემებით, ბრაზილიაში მიკროცეფალიით ბავშვთა დაბადების 2100 შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა მათგანი ზიკას ვირუსთანაა ასოცირებული. ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა, რეალურად კი, მძიმე შემთხვევები გაცილებით მეტია.

თინათინ გოცაძე