ყველას, ვისაც C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ავტომატურაად შიდსზეც შეამოწმებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველას, ვისაც C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ავტომატურაად შიდსზეც შეამოწმებენ

შიდსით ინფიცირების სრულად აღმოფხვრას ითვალისწინებს. ინიციატივა გულისხმობს, თავდაპირველად შიდსით დაინფიცირებულთა რაოდენობის გამოვლენას, შემდეგ კი მათ მკურნალობას.

როგორც შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, შიდსის კვლევა მიებმება C ჰეპატიტის პროგრამას. კერძოდ, C ჰეპატიტის პროგრამით წელიწადში ათასობით ადამიანის გამოკვლევა ხდება და ყველა მათგანის სისხლს, ვისაც C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ასევე შეამოწმებენ შიდსზე.

„უფრო ზუსტად რომ გაიგოთ, ეს არის იმ მნიშვნელობის, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა იყო. ჩვენ აღარ დაგვჭირდება ისეთი ძალისხმევა, როგორიც დაგვჭირდებოდა, რომ არ ყოფილიყო C ჰეპატიტის პროგრამა. ჩვენი ინიციატივა დეკლარაციაზე ხელმოწერით განვამტკიცეთ. ფაქტობრივად, შეიქმნა ისტორიული დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს წამყვანმა ექსპერტებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებმა. ეს ინიციატივა გულისხმობს, დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში. მართალია, შიდსისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ ბოლო 5 წლის კვლევებით დადგინდა, რომ თუ ინფიცირებული პაციენტი იმყოფება ხარისხიან მკურნალობაზე, ვირუსი სისხლში ქრება და ეს ადამიანი აღარ წარმოადგენს ინფექციის წყაროს. თუ გამოვავლენთ შიდსით ინფიცირებულ ყველა ადამიანს და მათ ვუმკურნალებთ, ქვეყანაში აღარ იქნება შიდსის ახალი შემთხვევები. ეს საშუალებას მოგვცემს, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ასევე დავზოგოთ დიდი მოცულობით თანხები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, შიდსის კვლევისთვის სპეციალური ტესტერების შეძენა დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული და ინიციატივის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.