გულის გასაჯანსაღებლად პარკოსნები უნდა მიირთვათ
როგორც ცნობილია, პარკოსნები მდიდარია ცილითა და უჯრედისით. მკვლევართა დასკვნით, პარკოსნებით გამდიდრებული დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონეს ეფექტურად აქვეითებს.
კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა სიმსუქნით დაავადებული ვირთაგვების საკვებ რაციონში შეიტანეს ლობიო. ექსპერიმენტის განმავლობაში ცხოველთა სხეულის მასა მნიშვნელოვნად შემცირდა, გარდა ამისა, აღნიშნული ტიპის დიეტამ ეფექტურად დააქვეითა ქოლესტერინის დონე ვირთაგვების სისხლში, შედეგად კი ცხოველთა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
მეორე კვლევის ფარგლებში მეცნიერები აფასებდნენ პარკოსნების გავლენას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობაზე. გაირკვა, რომ პარკოსნების რეგულარულად გამოყენება იცავს ორგანიზმს მავნე რადიკალების ზემოქმედებისგან და ამცირებს ლიპიდების დაჟანგვით გამოწვეულ ქსოვილთა დაზიანებას. ყოველივე ეს საბოლო ჯამში დადებითად აისახება გულის ჯანმრთელობაზე.
თინათინ გოცაძე