როგორ მოვიწესრიგოთ ქოლესტერინი - რა არის საჭირო ჯანსაღი სისხლძარღვების შესანარჩუნებლად? - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
როგორ მოვიწესრიგოთ ქოლესტერინი - რა არის საჭირო ჯანსაღი სისხლძარღვების შესანარჩუნებლად?
როგორ მოვიწესრიგოთ ქოლესტერინი - რა არის საჭირო ჯანსაღი სისხლძარღვების შესანარჩუნებლად?
ასაკის მატებასთან ერთად ტერმინები: წნევა, ქოლესტერინი, პროთრომბინი - ყველა ადამიანისთვის კარგად ნაცნობი ხდება, ყველა ცდილობს, ამა თუ იმ მეთოდით გაიხანგრძლივოს ახალგაზრდული ფიზიკური შესაძლებლობები, ჯანმრთელობა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული გულისა და სისხლძარღვების სიჯანსაღეზე. სისხლძარღვთა პათოლოგიური ცვლილებები კი მთელ რიგ დაავადებებს უდევს საფუძვლად.
დღეს ყველასთვის ცნობილია, რომ სისხლძარღვის სანათურის შევიწროება ათეროსკლეროზის შედეგია. ათეროსკლეროზი სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებაა. ის სისხლძარღვთა კედლებში ეგრეთ წოდებული ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირებით ხასიათდება.
რატომ ვითარდება ათეროსკლეროზი?
არსებობს ათეროსკლეროზის მრავალი მიზეზი. მათ სხვანაირად ათეროსკლეროზის
რისკფაქტორებს უწოდებენ. სიტყვა "რისკფაქტორი" აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორები ზრდიან ათეროსკლეროზის აღმოცენების რისკს.

• ასაკი. ასაკთან ერთად ათეროსკლეროზის რისკიც იზრდება. ათეროსკლეროზის რისკი საგრძნობლად იწევს მაღლა 45-50 წლის შემდეგ.
• გენეტიკური განწყობა .
ათეროსკლეროზის მომატებული რისკი აქვთ მათ, ვის გენეტიკაშიც ათეროსკლეროზის სხვადასხვა ფორმაა დადასტურებული. მიჩნეულია, რომ სწორედ გენეტიკური განწყობაა ათეროსკლეროზის შედარებით ნაადრევად, 50 წლამდე, დაწყების მიზეზი. 50 წლიდან კი მემკვიდრეობა ნაკლებ როლს ასრულებს.
• თამბაქოს წევა. ეს მავნე ჩვევა ზრდის დაავადებათა მთელი წყების, მათ შორის - ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერლიპიდემიის, გულის იშემიური დაავადების განვითარების ალბათობას.
• არტერიული ჰიპერტენზია. ის ათეროსკლეროზის განვითარების დამოუკიდებელი ფაქტორია. არტერიული წნევის აწევის ფონზე იმატებს ცხიმებით არტერიების კედლების ინფილტრაცია, რაც ათეროსკლეროზის საწყისი ეტაპია. თავის მხრივ, ათეროსკლეროზიც ზრდის არტერიული წნევის მატების რისკს არტერიების ელასტიკურობის დაქვეითების გამო.
• სიმსუქნე. იგი ათეროსკლეროზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია და, ამავე დროს, ზრდის არტერიული ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის აღმოცენების რისკს. მაგრამ ნუ გვეგონება, რომ ათეროსკლეროზი მხოლოდ მსუქან ადამიანებს ემუქრებათ.
• ლიპიდების ანუ ცხიმების ცვლის დარღვევა. ის ათეროსკლეროზის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეგრეთ წოდებული "ცუდი" ქოლესტერინის ანუ დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატება.
• არასწორი კვება ცხოველური ცხიმებისა და კალორიების მაღალი შემცველობით, რომელიც აჩქარებს ათეროსკლეროზის პროგრესირებას.
• ცხოვრების უმოძრაო წესი ანუ ჰიპოდინამია ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის აღმოცენების მნიშვნელოვანი ფაქტორია. უმოძრაობა ხელს უწყობს ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლის დარღვევას, ეს კი ზრდის დასახელებული დაავადებების რისკს.

ათეროსკლეროზი ჩვენი ორგანიზმის მსხვილი სისხლძარღვების დაავადებაა. მისი საბოლოო შედეგი კი სისხლძარღვთა სანათურის შევიწროებაა.
იმის მიხედვით, თუ უპირატესად რომელ სისხლძარღვებს აზიანებს ათეროსკლეროზი, მისი კლინიკური გამოვლინება სხვადასახვაგვარი შეიძლება იყოს:
• გულის გვირგვინოვანი ანუ კორონარული არტერიების ათეროსკლეროზული შევიწროება იწვევს გულის იშემიურ დავაადებას, რომელიც გულის არეში ტკივილით ვლინდება. შესაძლოა განვითარდეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.
• თავის ტვინის არტერიების ათეროსკლეროზი იწვევს სისხლის მიმოქცევის მოშლას, რაც შესაძლოა ინსულტის მიზეზად იქცეს.
• ქვედა კიდურების სისხლძარღვთა არტერიების ათეროსკლეროზი სიარულისას კიდურების ტკივილის, გარდამავალი კოჭლობის მიზეზია. გართულებულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს განგრენა. მამაკაცებს შესაძლოა ერექციული დისფუნქცია განუვითარდეთ.


ჩვენი ორგანიზმი ქოლესტერინს ორი გზით იღებს - საკვებითა და თვით ორგანიზმშივე სინთეზით. ქოლესტერინით მდიდარია მრავალი ცხოველური პროდუქტი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის ის ცხოველურ ცხიმში, კვერცხში, ღვიძლში. საკვებთან ერთად ნაწლავში მოხვედრისას ქოლესტერინი შეიწოვება ქილომიკრონების შემადგენლობაში და ჩვენი ორგანიზმის ყველა ორგანოში ხვდება.

ათეროსკლეროზით გამოწვეული დაავადებების ხასიათის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის მკურნალობასა და პროფილაქტიკას. ამ თვალსაზრისით თანამედროვე მიდგომა, პირველ რიგში, გულისხმობს რისკფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებებისა და ფატალური შედეგის რისკს. ათეროსკლეროზის მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას, დიეტას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას და, რა თქმა უნდა, მედიკამენტურ მკურნალობას, რაც საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის სასურველ მაჩვენებელს. აუცილებელია:
• სწორი კვება, ქოლესტერინით მდიდარი საკვების მიღების შემცირება;
• ბრძოლა სიმსუქნესთან, კალორიების კონტროლი - ეს საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ ათეროსკლეროზის, დიაბეტის, ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი;
• თამბაქოს წევასა და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე უარის თქმა;
• ფიზიკური აქტივობა;
• სტრესებისა და გადაღლის თავიდან აცილება.


ათეროსკლეროზი და ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები

ვისაც კი ფიტოთერაპიასთან შეხება აქვს, ათეროსკლეროზის ხსენებაზე მაშინვე ნიორი გაახსენდება. არაერთი კვლევით არის დადგენილი ნივრის ანტიქოლესტერინული ეფექტი. საინტერესოა, რომ ნიორი ათეროსკლეროზის არა მხოლოდ საპროფილაქტიკო საშუალებაა, არამედ ამცირებს ორგანიზმში უკვე არსებული ათეროსკლეროზული პროცესის ხარისხს და მის კლინკურ გამოვლინებას.
ნივრის სასწაულებრივ ეფექტს ეყრდნობა მრავალი ქვეყნის ხალხურ მედიცინაში გავრცელებული გასაახალგაზრდავებელი და სიცოცხლის გამახანგრძლივებელი საშუალებებიც.
ნივრის გამოყენებას აქვს ერთი უარყოფითი მხარე, მასში შემავალი ეთერზეთი ხასიათდება მეტად მძაფრი სუნით და ნივრის პრეპარატების გამოყენებისას, ადამიანი შეზღუდულია ყოველდღიურ საქმიანობაში.

მაგრამ არსებობს საკმაოდ ეფექტიანი და გონივრულად შედგენილი ფიტოპრეპარატი ანტი-ქოლესტერინი, რომლის შეძენაც სახალხო აფთიაქებში შეგიძლიათ.
ამ პრეპარატის ძირითადი კომპონენტებია: ნიორი, კუნელი და ცაცხვი.
პრეპრატს არ აქვს არავითარი უსიამოვნო სუნი და გემო. არის წვეთების სახით.
ნივრის ეფექტზე უკვე აღვნიშნეთ.
რაც შეეხება კუნელს, იგი ხელს უწყობს გულის კუნთის მუშაობას. კარგ ეფექტს იძლევა ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, არითმია, ტაქიკარდია, სტენოკარდია. უხდება გულის სისუსტეს, აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვას და, იმავდროულად, აქვეითებს მის აგზნებადობას, დაბლა სწევს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას როგორც გულის, ასევე თავის ტვინის სისხლძარღვებში, აწესრიგებს გულის რიტმს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტთა საერთო მდგომარეობას. მეცნიერული კვლევები მოწმობს, რომ კუნელის ნაყოფი აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს, ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ყოველივე ეს კი ათეროსკლეროზული პროცესის შეფერხებას უწყობს ხელს.

ცაცხვის ფუნქცია ანტი-ქოლესტერინულ ეფექტში კი ის გახლავთ რომ ის აადვილებს ნაღვლის გამოყოფას, აუმჯობესებს სანაღვლე გზებისა და ღვიძლის ფუნქციებს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ქოლესტერინის ცვლის პროცესში. გარდა ამისა ცაცხვი არის დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მცენარე, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას.

ვინ უნდა გამოიყენოს ანტი-ქოლესტერინი

ეს პრეპარატი უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც სურს შეინარჩუნოს ჯანსაღი ორგანიზმი, სისხლძარღვები, მოიწესრიგოს ქოლესტერინი. ზოგადად კი 40 წლის ზევით ყველა ადამიანი უნდა ზრუნავდეს ამ ყველაფერზე.
პრეპარატი ნაჩვენებია:
• სისხლში ქოლესტერინის და ლიპიდების მაღალი დონის მქონე პირებისთვის
• მაღალი წნევის მქონე პირებისთვის
• მათთვის, ვისაც გულის ფრიალი, სტენოკარდია და ტაქიკარდია აწუხებს
• მათთვის, ვისაც საჭმლის მონელების პრობლემები აქვს.

უნდა მიიღოთ 20-30 წვეთი მცირე რაოდებობით წყალთან ერთად, 2-ჯერ დღეში.

ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 21-06-2018
manana
gtxovt miutitet antiqolesterinis saxelwodeba emigranti
თარიღი : 20-06-2018
ანი
ეს ნივრის პრეპარატის რეკლამისთვისაა დაწერილი ,ამას რომ უთითებთ იქნებ გვერდითი ეფექტებიც გეთქვათ ვისთვისაც არ შეიძლება,თორემ ამით გასტრიტიან ავადმყოფებს საშინელ დღეში ჩააგდებთ,სირცხვილია ,ასეთი რეკლამის გაკეთება როცა მას ძალიან ცუდი გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს და არაფერს კი არ ამბობთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
11-08-2018
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
02-08-2018
ზღვის პროდუქტები, განსაკუთრებით კი ზღვის კომბოსტო, სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის
31-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ევროპის კარდიოლოგიური საზოგადოება 50 წლის განმავლობაში 1200 ადამიანს აკვირდებოდა. კვლევის მიზანი იყო
“ძილის ჰორმონი” მელატონინი გულის უჯრედების მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. ექსპერიმენტის ფარგლებში
კორონარული ანგიოგრაფია გულის კუნთში სისხლის მიმოქცევის სადიაგნოსტიკოდ
ლონდონის სამეფო კოლეჯის კველვის თანახმად, ჟოლო უნარჩუნებს სისხლძარღვებს სიჯანსაღეს და ხელს უწყობს
ელექტროკარდიოგრაფის კონსტრუქციის პირველი ვარიანტი 1887 წელს ლონდონის ჰოსპიტლის თანამშრომელმა ავგუსტო
ბრიტანელმა მეცნიერებმა ნოტინგემის უნივერსიტეტიდან რამდენიმე ექსპერიმენტული კვლევის საფუძველზე
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად