როგორ მოვიწესრიგოთ ქოლესტერინი - რა არის საჭირო ჯანსაღი სისხლძარღვების შესანარჩუნებლად? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიწესრიგოთ ქოლესტერინი - რა არის საჭირო ჯანსაღი სისხლძარღვების შესანარჩუნებლად?

ყველა ცდილობს, ამა თუ იმ მეთოდით გაიხანგრძლივოს ახალგაზრდული ფიზიკური შესაძლებლობები, ჯანმრთელობა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული გულისა და სისხლძარღვების სიჯანსაღეზე. სისხლძარღვთა პათოლოგიური ცვლილებები კი მთელ რიგ დაავადებებს უდევს საფუძვლად.

დღეს ყველასთვის ცნობილია, რომ სისხლძარღვის სანათურის შევიწროება ათეროსკლეროზის შედეგია. ათეროსკლეროზი სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებაა. ის სისხლძარღვთა კედლებში ეგრეთ წოდებული ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირებით ხასიათდება. რატომ ვითარდება ათეროსკლეროზი?

არსებობს ათეროსკლეროზის მრავალი მიზეზი. მათ სხვანაირად ათეროსკლეროზის რისკფაქტორებს უწოდებენ. სიტყვა "რისკფაქტორი" აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორები ზრდიან ათეროსკლეროზის აღმოცენების რისკს.

• ასაკი. ასაკთან ერთად ათეროსკლეროზის რისკიც იზრდება. ათეროსკლეროზის რისკი საგრძნობლად იწევს მაღლა 45-50 წლის შემდეგ.

• გენეტიკური განწყობა . ათეროსკლეროზის მომატებული რისკი აქვთ მათ, ვის გენეტიკაშიც ათეროსკლეროზის სხვადასხვა ფორმაა დადასტურებული. მიჩნეულია, რომ სწორედ გენეტიკური განწყობაა ათეროსკლეროზის შედარებით ნაადრევად, 50 წლამდე, დაწყების მიზეზი. 50 წლიდან კი მემკვიდრეობა ნაკლებ როლს ასრულებს.

• თამბაქოს წევა. ეს მავნე ჩვევა ზრდის დაავადებათა მთელი წყების, მათ შორის - ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერლიპიდემიის, გულის იშემიური დაავადების განვითარების ალბათობას.

• არტერიული ჰიპერტენზია. ის ათეროსკლეროზის განვითარების დამოუკიდებელი ფაქტორია. არტერიული წნევის აწევის ფონზე იმატებს ცხიმებით არტერიების კედლების ინფილტრაცია, რაც ათეროსკლეროზის საწყისი ეტაპია. თავის მხრივ, ათეროსკლეროზიც ზრდის არტერიული წნევის მატების რისკს არტერიების ელასტიკურობის დაქვეითების გამო.

• სიმსუქნე. იგი ათეროსკლეროზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია და, ამავე დროს, ზრდის არტერიული ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის აღმოცენების რისკს. მაგრამ ნუ გვეგონება, რომ ათეროსკლეროზი მხოლოდ მსუქან ადამიანებს ემუქრებათ.

• ლიპიდების ანუ ცხიმების ცვლის დარღვევა. ის ათეროსკლეროზის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეგრეთ წოდებული "ცუდი" ქოლესტერინის ანუ დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატება.

• არასწორი კვება ცხოველური ცხიმებისა და კალორიების მაღალი შემცველობით, რომელიც აჩქარებს ათეროსკლეროზის პროგრესირებას.

• ცხოვრების უმოძრაო წესი ანუ ჰიპოდინამია ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის აღმოცენების მნიშვნელოვანი ფაქტორია. უმოძრაობა ხელს უწყობს ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლის დარღვევას, ეს კი ზრდის დასახელებული დაავადებების რისკს.

ათეროსკლეროზი ჩვენი ორგანიზმის მსხვილი სისხლძარღვების დაავადებაა. მისი საბოლოო შედეგი კი სისხლძარღვთა სანათურის შევიწროებაა. იმის მიხედვით, თუ უპირატესად რომელ სისხლძარღვებს აზიანებს ათეროსკლეროზი, მისი კლინიკური გამოვლინება სხვადასახვაგვარი შეიძლება იყოს:

• გულის გვირგვინოვანი ანუ კორონარული არტერიების ათეროსკლეროზული შევიწროება იწვევს გულის იშემიურ დავაადებას, რომელიც გულის არეში ტკივილით ვლინდება. შესაძლოა განვითარდეს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.

• თავის ტვინის არტერიების ათეროსკლეროზი იწვევს სისხლის მიმოქცევის მოშლას, რაც შესაძლოა ინსულტის მიზეზად იქცეს.

• ქვედა კიდურების სისხლძარღვთა არტერიების ათეროსკლეროზი სიარულისას კიდურების ტკივილის, გარდამავალი კოჭლობის მიზეზია. გართულებულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს განგრენა. მამაკაცებს შესაძლოა ერექციული დისფუნქცია განუვითარდეთ.

ჩვენი ორგანიზმი ქოლესტერინს ორი გზით იღებს - საკვებითა და თვით ორგანიზმშივე სინთეზით. ქოლესტერინით მდიდარია მრავალი ცხოველური პროდუქტი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის ის ცხოველურ ცხიმში, კვერცხში, ღვიძლში. საკვებთან ერთად ნაწლავში მოხვედრისას ქოლესტერინი შეიწოვება ქილომიკრონების შემადგენლობაში და ჩვენი ორგანიზმის ყველა ორგანოში ხვდება.

ათეროსკლეროზით გამოწვეული დაავადებების ხასიათის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის მკურნალობასა და პროფილაქტიკას. ამ თვალსაზრისით თანამედროვე მიდგომა, პირველ რიგში, გულისხმობს რისკფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებებისა და ფატალური შედეგის რისკს. ათეროსკლეროზის მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას, დიეტას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას და, რა თქმა უნდა, მედიკამენტურ მკურნალობას, რაც საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის სასურველ მაჩვენებელს. აუცილებელია:

• სწორი კვება, ქოლესტერინით მდიდარი საკვების მიღების შემცირება;

• ბრძოლა სიმსუქნესთან, კალორიების კონტროლი - ეს საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ ათეროსკლეროზის, დიაბეტის, ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი;

• თამბაქოს წევასა და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებაზე უარის თქმა;

• ფიზიკური აქტივობა;

• სტრესებისა და გადაღლის თავიდან აცილება.

ათეროსკლეროზი და ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები

ვისაც კი ფიტოთერაპიასთან შეხება აქვს, ათეროსკლეროზის ხსენებაზე მაშინვე ნიორი გაახსენდება. არაერთი კვლევით არის დადგენილი ნივრის ანტიქოლესტერინული ეფექტი. საინტერესოა, რომ ნიორი ათეროსკლეროზის არა მხოლოდ საპროფილაქტიკო საშუალებაა, არამედ ამცირებს ორგანიზმში უკვე არსებული ათეროსკლეროზული პროცესის ხარისხს და მის კლინკურ გამოვლინებას.

ნივრის სასწაულებრივ ეფექტს ეყრდნობა მრავალი ქვეყნის ხალხურ მედიცინაში გავრცელებული გასაახალგაზრდავებელი და სიცოცხლის გამახანგრძლივებელი საშუალებებიც.

ნივრის გამოყენებას აქვს ერთი უარყოფითი მხარე, მასში შემავალი ეთერზეთი ხასიათდება მეტად მძაფრი სუნით და ნივრის პრეპარატების გამოყენებისას, ადამიანი შეზღუდულია ყოველდღიურ საქმიანობაში.

მაგრამ არსებობს საკმაოდ ეფექტიანი და გონივრულად შედგენილი ფიტოპრეპარატი ანტი-ქოლესტერინი, რომლის შეძენაც სახალხო აფთიაქებში შეგიძლიათ. ამ პრეპარატის ძირითადი კომპონენტებია: ნიორი, კუნელი და ცაცხვი. პრეპრატს არ აქვს არავითარი უსიამოვნო სუნი და გემო. არის წვეთების სახით.

ნივრის ეფექტზე უკვე აღვნიშნეთ. რაც შეეხება კუნელს, იგი ხელს უწყობს გულის კუნთის მუშაობას. კარგ ეფექტს იძლევა ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, არითმია, ტაქიკარდია, სტენოკარდია. უხდება გულის სისუსტეს, აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვას და, იმავდროულად, აქვეითებს მის აგზნებადობას, დაბლა სწევს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას როგორც გულის, ასევე თავის ტვინის სისხლძარღვებში, აწესრიგებს გულის რიტმს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტთა საერთო მდგომარეობას. მეცნიერული კვლევები მოწმობს, რომ კუნელის ნაყოფი აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს, ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ყოველივე ეს კი ათეროსკლეროზული პროცესის შეფერხებას უწყობს ხელს.

ცაცხვის ფუნქცია ანტი-ქოლესტერინულ ეფექტში კი ის გახლავთ რომ ის აადვილებს ნაღვლის გამოყოფას, აუმჯობესებს სანაღვლე გზებისა და ღვიძლის ფუნქციებს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ქოლესტერინის ცვლის პროცესში. გარდა ამისა ცაცხვი არის დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მცენარე, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას.

ვინ უნდა გამოიყენოს ანტი-ქოლესტერინი

ეს პრეპარატი უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც სურს შეინარჩუნოს ჯანსაღი ორგანიზმი, სისხლძარღვები, მოიწესრიგოს ქოლესტერინი. ზოგადად კი 40 წლის ზევით ყველა ადამიანი უნდა ზრუნავდეს ამ ყველაფერზე.

პრეპარატი ნაჩვენებია:

• სისხლში ქოლესტერინის და ლიპიდების მაღალი დონის მქონე პირებისთვის

• მაღალი წნევის მქონე პირებისთვის

• მათთვის, ვისაც გულის ფრიალი, სტენოკარდია და ტაქიკარდია აწუხებს

• მათთვის, ვისაც საჭმლის მონელების პრობლემები აქვს.

უნდა მიიღოთ 20-30 წვეთი მცირე რაოდებობით წყალთან ერთად, 2-ჯერ დღეში. ანტი-ქოლესტერინის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ