რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
გული

გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა. იგი სისხლს სისხლძარღვოვან კალაპოტში ამოძრავებს. გული მუშაობას ადამიანის სიცოცხლის ჩანასახოვანი პერიოდიდან იწყებს და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ჩერდება. უგულოდ ადამიანი ვერ იცოცხლებს, რადგან იგი სისხლთან ერთად ორგანიზმს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებით ამარაგებს, ამასთანავე, არა მხოლოდ მის ქვემოთ მდებარე ორგანოებს, არამედ მის ზემოთ მოთავსებულ სახესა და თავის ტვინსაც.




მდებარეობა და აგებულება
გული გულმკერდის ღრუს მარცხენა ნაწილში, შუასაყარის მიდამოში მდებარეობს. კონუსისებური მოყვანილობა აქვს და დაახლოებით ადამიანის მუშტისოდენაა, იწონის 300 გრამს. განარჩევენ გულის ფუძეს, მიმართულს ზემოთ, უკან და მარჯვნივ, და მწვერვალს, მიმართულს ქვემოთ და მარცხნივ, დაახლოებით მე-5 ნეკნთაშუა სივრცეში. გულის კედელი 3 გარსისგან შედგება. გარეთა გარსი სეროზულია და, თავის მხრივ, ორი ფურცლისგან შედგება. შიგნითას ეპიკარდიუმი ეწოდება, გარეთას - პერიკარდიუმი ანუ გულის პერანგი. ამ ორ ფურცელს შორის ცოტაოდენი სეროზული სითხეა. გული ამ სითხეში სრიალებს და მუშაობისას ხახუნისგან დაზღვეულია. ამ გარსის ანთებას პერიკარდიტი ეწოდება. გულის მეორე გარსი კუნთოვანია. მას მიოკარდიუმი ეწოდება. იგი ჩონჩხის კუნთების ანალოგიური განივზოლიანობის მქონე ბოჭკოებისგან შედგება, თუმცა მათგან განსხვავებული უჯრედული აგებულება აქვს - მისი უჯრედები, კარდიომიოციტები, ერთმანეთს ბადებურადაც უკავშირდებიან. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გულის კუნთის ქსოვილის უჯრედები გლუვ კუნთებს ჰგვანან, მათსავით უნებლიეთ იკუმშებიან და არ ემორჩილებიან ჩვენს ნებას, ამიტომ მიჩნეულია, რომ გულის კუნთი განსაკუთრებული - შერეული ტიპის კუნთოვანი ქსოვილისგან შედგება. მიოკარდიუმი განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული გულის პარკუჭების მიდამოში და მასზეა დამოკიდებული გულის შემკუმშავი ძალა. ამ გარსის ანთებას მიოკარდიტი ეწოდება. მესამე ანუ შიგნითა გარსი ენდოთელიუმით არის ამოფენილი. მას ენდოკარდიუმი ეწოდება. ამ გარსის ანთებას ენდოკარდიტს უწოდებენ. ადამიანის გული ოთხი ნაწილისგან შედგება, ანუ ოთხსაკნიანია. სიგრძივი კუნთოვანი ძგიდის საშუალებით გული ორ - მარცხენა და მარჯვენა - ნაწილად იყოფა, ხოლო განივი ძგიდით - წინაგულებად და პარკუჭებად. ამრიგად, გული შედგება მარცხენა და მარჯვენა წინაგულებისა და მარცხენა და მარჯვენა პარკუჭებისგან. წინაგულები და პარკუჭები ერთმანეთს სპეციალური ხვრელებით უკავშირდება. ამ ხვრელებს თავიანთი სარქვლები აქვთ. მარცხენა წინაგულ-პარკუჭს შორის მოთავსებულ ხვრელს ფარავს ენდოკარდიუმის გარსით შექმნილი ორკარიანი (მიტრალური) სარქველი, ხოლო მარჯვენა წინაგულ-პარკუჭის ხვრელს - სამკარიანი. სარქვლები მოთავსებულია აგრეთვე სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრის დასაწყისში, გულიდან გამომავალ მსხვილ სისხლძარღვებთან, კერძოდ, მარცხენა პარკუჭიდან ამომავალ აორტასა და მარჯვენა პარკუჭიდან ამომავალ ფილტვის არტერიასთან. აქ სამ-სამი ნახევარმთვარისებრი სარქველი მდებარეობს. სარქვლების მთავარი დანიშნულებაა, არ დაუშვან სისხლის უკუდენა პარკუჭებიდან წინაგულებში, აორტიდან და ფილტვის არტერიიდან პარკუჭებში. გულის ზოგიერთი დაავადების დროს ეს ხვრელები ვიწროვდება ან დეფორმირდება, რაც გულის ნორმალურ მუშაობას არღვევს. ამ პათოლოგიებს  გულის მანკებს უწოდებენ.


სისხლის მოძრაობა გულში
მარცხენა გულში (მარცხენა წინაგულსა და მარცხენა პარკუჭში) არტერიული სისხლი მოძრაობს, ხოლო მარჯვენაში (მარჯვენა წინაგულსა და მარჯვენა პარკუჭში) - ვენური. მარჯვენა წინაგულში ჩაედინება ორი მსხვილი - ზემო და ქვემო - ღრუ ვენა, აგრეთვე - გულის საკუთარი ვენები. მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის ორი  არტერია გამოდის. მათ, ფაქტობრივად,

You must have Flash Player installed in order to see this player.
ვენური სისხლი მიაქვთ ფილტვებისკენ ჟანგბადით გასამდიდრებლად, მაგრამ ვინაიდან გულიდან გამოდიან, არტერიებად იწოდებიან. მარცხენა წინაგულში ფილტვის ვენები ჩაედინება. მათაც ფილტვის ვენებს იმიტომ უწოდებენ, რომ გულში ჩაედინებიან. მარჯვენა პარკუჭიდან გამოდის ყველაზე დიდი არტერიული სისხლძარღვი - აორტა, რომელიც წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის დიდი წრის დასაწყისს და მისი გავლით მიედინება მთელი ორგანიზმისკენ ჟანგბადითა და სუფთა საკვები ნივთიერებებით მდიდარი არტერიული სისხლი.




კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გულის იშემიური დაავადება არის ქრონიკული პათოლოგია, რომელსაც იწვევს გულის კუნთის (მიოკარდიუმის) სისხლით მომარაგების დარღვევა.
სისხლში მოცირკულირე დეფორმული ენდოთელური უჯრედები ინფარქტის მოახლოებაზე მიანიშნებს.
პირველ ყოვლისა, აუცილებელია, განვასხვავოთ ფიზიოლოგიური (ეს ნორმის ვარიანტია) და პათოლოგიური დაბალი არტერიული წნევა.
უნიკალურ სენსორს შეუძლია ინფარქტის მყისიერი გამოვლენა. იმუნოსენსორი საზღვრავს ცილა ტროპონინ I (TnI) -ს, რომელიც
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს აუცილებელია არა მხოლოდ ცხიმოვანი ცვლის, არამედ საკვებ რაციონში ნახშირწყლების შემცველობის კონტროლიც.
მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ 2060 წლისთვის გულის უკმარისობის დიაგნოზის მქონე ხანდაზმული ადამიანების რიცხვი გასამმაგდება.
08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.