რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
როგორ ვუშველოთ გულის რიტმის დარღვევას
როგორ ვუშველოთ გულის რიტმის დარღვევას

- როგორია რადიოსიხშირული აბლაციის არსი, როდის შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება არიტმიის სამკურნალოდ? საჭიროა თუ არა წინასწარი გამოკვლევა?
- რადიოსიხშირული აბლაცია - ეს არის მინიმალურად ინვაზიური პროცედურა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მცირე ნაჩხვლეტის დახმარებით განვკურნოთ არიტმია. ამ პროცედურის არსი ასეთია: გულის ნორმალურ რიტმს სპეციალური კათეტერის საშუალებით, გულის მცირე უბნის მოწვით აღვადგენთ. ოპერაციის პირველი ეტაპია ბარძაყის ვენაში სპეციალური კათეტერის შეყვანა, რომელშიც შემდეგ ატარებენ ელექტროდს გულის იმ უბნამდე, სადაც უნდა მოხდეს მოწვა. ამის შემდეგ აღმოცენდება იმპულსის გატარების ბლოკადა და ტაქიკარდიაც მეტად აღარ განვითარდება. მაგრამ იმისთვის, რომ განისაზღვროს უბანი, რომლის მოწვაც არის საჭირო, აუცილებელია ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის (ეფგ) ჩატარება. ამრიგად, მთელი პროცედურა ორი ნაწილისაგან: ეფგ-სა და უშუალოდ აბლაციისგან - შედგება. რადიოსიხშირული აბლაცია გამოიყენება წამლის მიმართ რეფრაქტერობის, მისი აუტანლობის, ასევე - შეუპოვარი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს. აბლაციის მიზანია გამტარი გზების ელიმინაცია. სრული წარმატება ასიდან 30-65 შემთხვევაში მიიღწევა. პროგრესირებადი და დიფუზური ბუნების დაავადების დროს მულტიფოკალური არიტმოგენული კერების აბლაცია რთულია.


- ხორციელდება თუ არა საქართველოში ამ მეთოდით მკურნალობა?
- საქართველოში ამ მეთოდით მკურნალობა ტარდება თერაპიის ეროვნულ ცენტრში, ჯოენის კლინიკაში, ქუთაისში - დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში.


- როდის არის აუცილებელი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია?
- თუ პაციენტს აქვს სინუსური კვანძის სისუსტე, ჰემოდინამიკის დარღვევით მიმდინარე ამა თუ იმ ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ხოლო მედიკამენტური მკურნალობა არ იძლევა საჭირო ეფექტს, მიზანშეწონილია კარდიოსტიმულატორის - რიტმის ხელოვნური წამყვანის - ჩანერგვა. კარდიოსტიმულატორი აპარატია, რომელიც საჭიროა გულის ნორმალური რიტმის შესანარჩუნებლად. მისი მთავარი ამოცანაა იმ პაციენტების გულის შეკუმშვათა სიხშირის ნორმალიზება, რომელთაც აქვთ ბრადიკარდია (გულის არსაკმარისი შეკუმშვა) ან გამტარობის დარღვევა წინაგულებსა და პარკუჭებს შორის (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა).


- რა არის კარდიოვერ-დეფიბრილატორი და როდის იყენებენ მას არიტმიის სამკურნალოდ?
- იმპლანტირებული კარდიოვერ-დეფიბრილატორი - ეს არის უნიკალური მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა, არიტმიის დაწყებიდან რამდენიმე წამში მოხდეს კარდიოსტიმულაცია და დეფიბრილაცია. ეს ხელსაწყო განუწყვეტლივ აკვირდება გულის მუშაობას და როგორც კი სახიფათო ნიშნებს აღნუსხავს, ელექტროდარტყმით ნორმის ფარგლებში აბრუნებს. კარდიოვერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია პრაქტიკულად არ განსხვავდება კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციისგან, მხოლოდ აპარატი და ელექტროდია უფრო დიდი. ეს ხელსაწყო გამოიყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც პარკუჭთა ფიბრილაციის მაღალი რისკის ჯგუფს მიაკუთვნებენ და უეცარი სიკვდილი ემუქრებათ. ამრიგად, ამ მოწყობილობის წყალობით საგრძნობლად გაიზარდა იმ პაციენტთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელთაც სიცოცხლისათვის საშიში არიტმიები ჰქონდათ.


- დაბოლოს, როგორია პროგნოზი და რამდენად ეფექტურია მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი?
- არიტმიები კარდიოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. საქართველოში ეს დაავადება დღემდე განუკურნებლად ითვლებოდა, რადგან მედიკამენტებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დარღვევის განკურნება შეუძლებელია. საბედნიეროდ, არიტმოლოგია დღიდან დღემდე ვითარდება და თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურის მეშვეობით უკვე შესაძლებელია არიტმიების სრულყოფილი მართვა. მეტად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ანტიარიტმიული პრეპარატები მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს, რადგან ყველა მათგანს ახასიათებს პროარიტმიული აქტივობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს არიტმიის შეტევები, ისეთი ფორმის არიტმიისაც კი, რომელიც პაციენტს მანამდე არ ჰქონია.

 

 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" საქველმოქმედო პროექტის #ქველმოქმედებამარტივია ფარგლებში ნოემბრისა და დეკემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი 5 022 ლარი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს გადასცა.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
ზამთრის მზე, ულტრაიისფერი გამოსხივების თვალსაზრისით, ზაფხულისაზე არანაკლებ საშიშია. ზამთარში ზოგჯერ ის უფრო ინტენსიურიცაა. ამასთან, წელიწადის ამ დროს სხეული ტანსაცმლითაა დაფარული, ხოლო თვალები მზის ზემოქმედების ქვეშ მთელი დატვირთვით ხვდება.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გულის იშემიური დაავადება არის ქრონიკული პათოლოგია, რომელსაც იწვევს გულის კუნთის (მიოკარდიუმის) სისხლით მომარაგების დარღვევა.
სისხლში მოცირკულირე დეფორმული ენდოთელური უჯრედები ინფარქტის მოახლოებაზე მიანიშნებს.
პირველ ყოვლისა, აუცილებელია, განვასხვავოთ ფიზიოლოგიური (ეს ნორმის ვარიანტია) და პათოლოგიური დაბალი არტერიული წნევა.
უნიკალურ სენსორს შეუძლია ინფარქტის მყისიერი გამოვლენა. იმუნოსენსორი საზღვრავს ცილა ტროპონინ I (TnI) -ს, რომელიც
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს აუცილებელია არა მხოლოდ ცხიმოვანი ცვლის, არამედ საკვებ რაციონში ნახშირწყლების შემცველობის კონტროლიც.
სამწუხაროდ, არითმია ფართოდ გავრცელებული დიაგნოზი გახდა. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ გულისცემის რიტმის მოშლის უვნებელ ნაირსახეობასთან ერთად საკმაოდ საშიში ფორმებიც არსებობს.

ცნობილია, რომ მოსახლეობის 70%-ს აწუხებს ექსტრასისტოლია - ეს არის არითმიის სახეობა, რომლის სიმპტომიცაა გულისცემის გახშირება (გულის კუნთის რიგგარეშე შეკუმშვები) და ვიბრაციის შეგრძნება გულის არეში.

21 ოქტომბერი 2016
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
13 სექტემბერი 2016
1. საფეხურებზე სიარული.

კიბეზე ასვლისას ადამიანი წუთში 11 კალორიას წვავს.
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
ხახვი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია და მრავალი დაავადების სამკურნალო, ეფექტურ ბუნებრივ წამალსაც წარმოადგენს.
გაგიგონიათ ალბათ, შიშს დიდი თვალები აქვსო. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ორგანული დაავადება, რომელზეც შიში მანკიერად არ მოქმედებს.