რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
გულის მანკი
გულის მანკი

რა არის გულის მანკი გულის მანკი არის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს გულის სარქვლოვანი აპარატის - სარქვლის აფრების, ფიბროზული რგოლის, ქორდების ან დვრილოვანი კუნთების - ანატომიური აგებულების ან ფუნქციის ცვლილება, რაც გულში ჰემოდინამიკის - სისხლის მიმოქცევის - დარღვევას იწვევს.


რა ფუნქცია აკისრია სარქვლოვან აპარატს
როგორც იცით, გულის ოთხივე ღრუს აქვს სარქვლები, რომელთა ნორმალური ფუნქციობა უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას მხოლოდ ერთი მიმართულებით - წინაგულებიდან პარკუჭებისკენ. სისხლის პირუკუ დენა დაუშვებელია.

გულის მანკის სახეები
განასხვავებენ გულის მანკის რამდენიმე ტიპს. სარქვლის სტენოზი არის მდგომარეობა, როგა გულის სარქველი სრულად ვერ იღება და სისხლს ნორმასთან შედარებით ვიწრო ხვრელში უწევს გავლა. ამის გამო გულის ღრუ უფრო დიდი დატვირთვით მუშაობს, რათა ვიწრო ხვრელში საკმარისი რაოდენობის სისხლი გადატყორცნოს. დროთა განმავლობაში გაძლიერებული მუშაობა გულის უკმარისობას და სხვა სიმპტომებს იწვევს. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სამკარედი სარქვლის სტენოზი, ორკარედი ანუ მიტრალური სარქვლის სტენოზი, აორტული ან ფილტვის არტერიის სტენოზი. სარქვლის უკმარისობა არის მდგომარეობა, როცა სარქვლის აფრები სრულად ვერ ხურავენ გულის ღრუთა შორის არსებულ ხვრელს. შედეგად ვითარდება სისხლის უკუდენა ანუ რეგურგიტაცია გულის მუშაობის იმ ფაზაში, როცა სარქველი დახურული უნდა იყოს. გულის ღრუ, რომელშიც სისხლის უკუდინება ვითარდება, სისხლით გადაიტვირთება და შეკუმშვისას უფრო ინტენსიური მუშაობა უწევს, ხოლო ორგანიზმს უკუდენის გამო ნაკლები სისხლი მიეწოდება. დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ სამკარედი სარქვლის, ფილტვის არტერიის სარქვლის, მიტრალური ან აორტული სარქვლის უკმარისობას.


რა იწვევს სარქვლების დაზიანებას
სარქვლოვანი პათოლოგია შეიძლება აღმოცენდეს როგორც მუცლადყოფნის პერიოდში (ანუ თანდაყოლილი იყოს), ასევე შემდგომ. არის შემთხვევები, როცა სარქვლების დაზიანების მიზეზი უცნობია. თანდაყოლილი პათოლოგია უმეტესად აორტის ან ფილტვის არტერიის სარქვლებს აზიანებს. ამ დროს შესაძლოა შეიცვალოს სარქვლების ზომა, აფრების აგებულება, მათი მიმაგრება რგოლთან. სარქვლების შეძენილი დაავადებები კი მანამდე ნორმალურ, შეუცვლელ სარქვლებში აღმოცენდება. მათი წარმოშობის მიზეზია სარქველთა აგებულების შეცვლა, რაც, თავის მხრივ, ამა თუ იმ დაავადებით, მაგალითად, რევმატიზმით ან ენდოკარდიტით შეიძლება იყოს განპირობებული. რევმატიზმი არის სტრეპტოკოკული ინფექციის, მაგალითად, სტრეპტოკოკული ფარინგიტის შედეგად აღმოცენებული დაავადება. საბედნიეროდ, ანტიბიოტიკების შექმნამ და სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვამ სტრეპტოკოკული ინფექციით განპირობებული რევმატიზმი საგრძნობლად გააიშვიათა. დაავადება პირველად, ჩვეულებრივ, სასკოლო ასაკში ვლინდება, თუმცა მასთან დაკავშირებულმა გულის პრობლემებმა შესაძლოა 20-40 წლამდეც არ იჩინოს თავი. ამ დროისთვის ვითარდება გულის სარქვლების ანთება, სარქვლის აფრები ერთმანეთს ეწებება, სქელდება, მყიფე ხდება, მოკლდება და საბოლოოდ სტენოზი ან ნაკლოვანება ყალიბდება. ენდოკარდიტი მაშინ ვითარდება, როცა ბაქტერიები სისხლის ნაკადის მეშვეობით გულის სარქვლებში ხვდება. ბაქტერია სარქველზე იბუდებს, ფიბრინის ძაფებით იფარება და გამრავლებას იწყებს. სარქველი ზიანდება და სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. ენდოკარდიტის გამომწვევი ბაქტერია სისხლში შეიძლება მოხვდეს სტომატოლოგიური პროცედურის, ქირურგიული ჩარევის, მედიკამენტების ინტრავენური გამოყენების ან მძიმე ინფექციის დროს. ამგვარად ენდოკარდიტით დაავადების ალბათობა დიდია, როცა ადამიანს გულის სარქვლები დაზიანებული აქვს. გულის სარქვლებში სხვა ცვლილებებიც შეიძლება აღმოცენდეს - შეიცვალოს მყესოვანი სიმების ან დვრილისებრი კუნთების ტონუსი და სისქე, გაფართოვდეს

You must have Flash Player installed in order to see this player.
სარქვლის საფიქსაციო რგოლი, ფიბროზულად შეიცვალოს და კალციფიცირდეს სარქვლის აფრები. სარქვლის დაზიანებათა შორის ცალკე უნდა გამოვყოთ მიტრალური პროლაფსი -ფართოდ გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც მოსახლეობის 1-2%-ს აღენიშნება. ამ დროს მიტრალური სარქვლის აფრა გულის შეკუმშვისას წინაგულისკენ განაგრძობს მოძრაობას. ზოგჯერ მიტრალური პროლაფსი სარქვლის ცვლილებასაც იწვევს, რასაც სარქვლის უკმარისობა მოსდევს, თუმცა ასეთი რამ იშვიათია და, ჩვეულებრივ, მკურნალობას არ მოითხოვს. სარქვლის დაზიანების სხვა მიზეზებიდან უნდა გამოვყოთ გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიომიოპათია, სიფილისი, არტერიული წნევის მატება, აორტის ანევრიზმა, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები. იშვიათად დაზიანებას იწვევს სიმსივნე, მედიკამენტი ან რადიაცია.


როგორ ვლინდება გულის მანკი
ხშირად გულის მანკი განსაზღვრულ ეტაპამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თანდათან, უმთავრესად - გულის უკმარისობის განვითარების კვალდაკვალ, თავს იჩენს:

  • ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება. ის უმთავრესად ფიზიკური დატვირთვისას ან დაბალ სასთუმალზე წოლისას აწუხებს ადამიანს. სუნთქვის გასაადვილებლად ის იძულებული ხდება წამოჯდეს, სასთუმალი აიმაღლოს, ხშირად შეჩერდეს დატვირთვისას;
  • სისუსტე და თავბრუხვევა;
  • დისკომფორტი გულმკერდის არეში, რომელიც უფრო მეტად შემაწუხებელია ფიზიკური დატვირთვისას და სიცივეში;
  • გულის ფრიალი - პაციენტი გრძნობს გულისცემის აჩქარებას, რიტმის დარღვევას;
  • წვივების შეშუპება;
  • წონის მატება, რაც ორგანიზმში სითხის დაგროვების შედეგია.

უნდა ითქვას, რომ სიმპტომების გამოხატულება სარქვლის დაზიანების სიმძიმეზე ყოველთვის არ არის დამოკიდებული. ზოგიერთი მაშინაც კი არაფერს უჩივის, როცა სარქვლის დაზიანება საკმაოდ მძიმეა და დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს, ზოგიერთს კი შემაწუხებელი სიმპტომები აღენიშნება შედარებით მსუბუქი დაავადების - მიტრალური პროლაფსის დროსაც კი.



თარიღი : 03-03-2016
Konstantine giii
Gavikete Shultireba,6,tve aris gasuli da exlaxans shevamchnie pexi maqvs gasiebuli.romelipexidanac amomchres dzargvebi ispexi gamisivda.da mainteresebs romel eqimtan unda mivide an tuqoniat esetishemtxveva
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი ჰაუსი ბევრისთვის საყვარელი და საინტერესო გმირია. მისი გამონათქვამებიც ფართოდ აიტაცა მაყურებელმა. თუმცა არანაკლებ საინტერესო გამონათქვამებით გამოირჩევა გრეგორი ჰაუსის როლის შემსრულებელი ჰიუ ლორი.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელმა მეცნიერებმა წარმატებით განახორციელეს მსოფლიოში ყველაზე პატარა კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია. მოწყობილობა ვიტამინის აბის ზომისაა (სტანდარტული სტიმულატორის ზომის მეათედი) და განკუთვნილია ბრადიკარდიის მქონე (გულისცემის ნელი რიტმი) პაციენტებისთვის.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა განცხადებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მაპროვოცირებელი მთავარი ფაქტორი თავის ტვინის სიღრმეში იმალება. გამოცემა Lancet-ში გამოქვეყნებულმა საინტერესო კვლევის შედეგებმა ბევრი სპეციალისტი დააფიქრა. როგორც კვლევის ავტორი, პროფესორი აჰმედ ტავაკოლი განმარტავს,
ამერიკელმა სპეციალისტებმა დაასახელეს გულის დაავადებათა ყველაზე დიდი რისკფაქტორები. მათ შორის პირველ ადგილზეა თამბაქოს მოხმარება. თუ ეს უკანასკნელი შეჭიდულია სისხლში ქოლესტერინის მომატებულ დონესთან, საფრთხე და რისკი კიდევ უფრო იზრდება.
ბრიტანეთში ბაზარზე გამოჩნდა უნიკალური სამკურნალო საშუალება BloodFlow+, რომლითაც, მკვლევარების აზრით, შემცირდება გულის შეტევების, ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკი. ის დამზადებულია კაკაოსგან. კაკაოში ბევრი ფლავანოლია (ანტიოქსიდანტები), რომელიც აკავებენ ქოლესტერინის დონეს
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ რეაბილიტაცია მოიცავს მნიშვნელოვან ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც მიზნად ისახავს ექსტრემალურ სიტუაციათა პრევენციას და ეფუძნება როგორც სწორი კვებისა და აქტიურობა-დასვენების რეჟიმს, ასევე მედიკამენტური პროფილაქტიკის კურსსა და სანატორიულ მკურნალობას.

გულის იშემიური დაავადება არის ქრონიკული პათოლოგია, რომელსაც იწვევს გულის კუნთის (მიოკარდიუმის) სისხლით მომარაგების დარღვევა.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას