საინტერესო ამბები ჰიპერტონიაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საინტერესო ამბები ჰიპერტონიაზე

ყველაზე ცივსისხლიანი მკვლელი

ასე უწოდებენ კარდიოლოგები დაავადებას, რომელიც უფრო და უფრო ცდილობს გაამართლოს ეს სახელი და გამალებით აფართოებს მოქმედების არეალს. საგანგაშოა ისიც, რომ განსაკუთრებით მცირდება მსხვერპლთა ასაკობრივი ზღვარი. საზოგადოდ, ცნობილია, რომ თუ ადამიანს 50 წლამდე არტერიული ჰიპერტენზია არ აწუხებდა, ალბათობა, რომ 50 წლის შემდეგ იგი ჰიპერტონიკთა რიცხვში მოხვდეს, საკმაოდ დიდია. ასიდან დაახლოებით 90 ადამიანი ამ პათოლოგიას ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აუცილებლად გამოცდის საკუთარ თავზე.

როგორ გამოვთვალოთ ჰიპერტონიული დაავადების რისკი

გემუქრებათ თუ არა ჰიპერტონია, ამის გასაგებად თურმე საკმარისი ყოფილა, ჩამოჯდეთ დაბალ სკამზე, მოეშვათ და შემდეგ მკვეთრი, სწრაფი მოძრაობით წამოდგეთ. თუ ამის შემდეგ არტერიულ წნევას გაიზომავთ და აღმოაჩენთ, რომ მან 20-30 ერთეულით აიწია, უახლოეს 6-8 წელიწადში უთუოდ აღმოჩნდებით მის მსხვერპლთა რიცხვში, თანაც ქალები - მამაკაცებზე გაცილებით ადრე.

ჭარბი წონა წნევის გაზომვას ართულებს

ადამიანებს, რომელთა მკლავის გარშემოწერილობა 35 სმ-ს აღემატება, სტანდარტული 12,5 სმ-იანი კამერის მქონე მანომეტრით გაზომილი წნევის მაჩვენებელი ოდნავ დამახინჯებული, არასწორი აქვთ. მკლავის გარშემოწერილობის ყოველი 5 სმ-ით მომატებისას წნევის მაჩვენებელი  10-12 ერთეულით გაზრდილ რიცხვს გვიჩვენებს, ამიტომ მედიკოსები ჭარბი წონის მქონეებს ურჩევენ, წნევის აპარატების შეძენისას მანჟეტის ზომას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

ჰიპერტონია სულსწრაფებს ეძებს

მუდმივი მღელვარება, სულსწრაფობა და მოუთმენლობა ჰიპერტონიის საუკეთესო პროვოკატორი ყოფილა. დადგინდა ისიც, რომ ამ თვისებების მატარებელი ადამიანები ზომაზე მეტად ეჭვიანებიც არიან, რაც კიდევ უფრო ზრდის მათი სისხლძარღვების დაზიანების ხარისხს.

მაღალი წნევის გენი

აღმოჩენილია მაღალი არტერიული წნევის განმსაზღვრელი გენი. ჰიპერტონიით დაავადებული ყოველი მეოთხე ადამიანი სწორედ ამ გენის მატარებელია.

ჰიპერტონიას ქრონიკული გამოუძინებლობა იწვევს

ქალებს, რომლებსაც ღამეში 5 საათზე ნაკლები სძინავთ,  ჰიპერტონიის განვითარების საკმაოდ მაღალი რისკი აქვთ. მათ ეს დაავადება ორჯერ მეტად ემუქრებათ, ვიდრე იმ ქალებს, რომლებსაც ღამეში 8 საათი და მეტი სძინავთ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ასეთივე კანონზომიერება მამაკაცებისთვის არ არის დამახასიათებელი. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძილის ხანგრძლივობა, არამედ ადგომის დროც. მაგალითად, "ტოროლებს" ჰიპერტონიისა და ინფარქტის განვითარების ალბათობა გაცილებით დიდი აქვთ. მეცნიერთა აზრით, დილის 5 საათზე გაღვიძებული ადამიანებისთვის ჰიპერტონიის რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე მათთვის, ვინც 7-ზე და უფრო გვიან იღვიძებს.


ადამიანები მცველების გარეშე

ჰიპერტონიით დაავადებულთა ერთ ნაწილში დაავადება ყველანაირი სიმპტომის გარეშე პროგრესირებს. მათ სპეციალისტები უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც ბუნებამ მცველების გარეშე დატოვა. მათში დაავადების პირველი ნიშნები ხშირად მაშინ იჩენს თავს, როდესაც მდგომარეობა უკვე საკმაოდ საშიშია: დარღვეულია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა, განვითარებულია მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის მწვავე უკმარისობა.

ფაქტები და ციფრები

  • ჰიპერტონიული დაავადებით მსოფლიოში ყოველწლიურად 7 მილიონი კაცი იღუპება, 15 მილიონს კი მაღალი არტერიული წნევა აწუხებს.
  • აუცილებელია, მამაკაცებმა - 35-40, ხოლო ქალებმა 40-50 წლის ასაკში რეგულარულად დაიწყონ არტერიული წნევის კონტროლი.
  • ჰიპერტონია დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის აქვს პლანეტის ყოველ მეხუთე მკვიდრს, ზოგიერთ ქვეყანაში კი ყოველი მესამეა დაავადებული.

    ლ ჰიპერტონიის გართულებებით გაცილებით მეტი ხალხი იღუპება, ვიდრე შიდსით, სიმსივნური პათოლოგიებითა და ტუბერკულოზით ერთად.

  • ყველაზე ძლიერ ეს დაავადება აშშ-შია გავრცელებული - დაავადებულია 50 მილიონზე მეტი ამერიკელი.
  • კომპიუტერული ტომოგრაფიით დაავადების აღმოჩენა საკმაოდ ადრეულ სტადიაშია შესაძლებელი.
  • დაავადების სიმპტომები თავდაპირველად ძლიერ წააგავს ქრონიკული დაღლილობის ნიშნებს, ამიტომ ჰიპერტენზიას პაციენტთა ნახევარი არც კი ეჭვობს და სასწრაფო დახმარების ექიმისგან პირველად იგებს, რომ შესაძლოა, ჰიპერტონიული დაავადება სჭირდეს.
  • დაავადებულთა მხოლოდ ნახევარი მკურნალობს და მათ შორისაც ათიდან მხოლოდ ერთი იტარებს კვალიფიციურ, სრულყოფილ და ეფექტიან მკურნალობას.
  • ჰიპერტონიის ყველაზე მრისხანე გართულება გულის უკმარისობა და მიოკარდიუმის ინფარქტია. სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის შედეგად პაციენტთა 30% მაშინვე იღუპება, გადარჩენილთა 90%-ს სერიოზული ნარჩენი მოვლენები აღენიშნება და მხოლოდ 10%-ს აქვს შანსი, თანდათან დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ინფარქტის შემდგომ პირველ სამ დღეში იღუპება პაციენტთა 17%, ხოლო გადარჩენილთა დიდ ნაწილს გარკვეული უნარების სერიოზული შეზღუდვა აღენიშნება.
  • ჰიპერტონიის ტრაგიკული შედეგების დიდი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მავნე ჩვევაზე უარის თქმით და ექიმის მიერ ინდივიდუალურად შერჩეული მედიკამენტური თერაპიით.
  • ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებას "კაცობრიობის უდიდესი ეპიდემია" უწოდა, რამდენადაც ბოლო ათი წლის განმავლობაში გულის იშემიური დაავადების მქონე 35-40 წლის მამაკაცთა რიცხვმა 60%-ით იმატა.

დროულად მიხედეთ თავს

საგულისხმოა, რომ კარდიოლოგთა არსენალში თითქმის არ არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რეალური პროფილაქტიკის საშუალებები. კარდიოლოგიური მკურნალობა, მიუხედავად მედიკამენტების სიუხვისა, ითვალისწინებს არტერიული წნევის მომატებული მაჩვენებლის დროებით დაქვეითებას, სტენოკარდიული ტკივილების  ან არითმიის მოხსნას. დაავადების სიმპტომები ქრება, მაგრამ პათოლოგია რჩება და ჯანმრთელობა უარესდება, ინფარქტისა და ინსულტის რისკი იზრდება. ამიტომ აუცილებელია, ყოველმა ჩვენგანმა თავად იზრუნოს დაავადების ადრეულ და საფუძვლიან პროფილაქტიკაზე, რაც დაავადების რისკფაქტორების აღმოფხვრას გულისხმობს. ესენია: ჭარბი წონა, თამბაქოს წევა, ალკოჰოლური სასმელების ჭარბი გამოყენება,  ჰიპოდინამია,  დაუბალანსებელი კვება, სტრესები და შრომისა და დასვენების არარაციონალური რეჟიმი.