მიოკარდიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიოკარდიტი

მიოკარდიტი უხშირესად ვითარდება მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, მათ შორის - გრიპის, წითელას, წითურას, დიფტერიის, ქუნთრუშას, პნევმონიის მძიმე ფორმების, სეფსისის დროს. ეს ინფექციური მიოკარდიტია. არაინფექციური მიოკარდიტი აღმოცენდება ზოგიერთი სახის ინტოქსიკაციის (მოწამვლის) დროს, განსაკუთრებით - ისეთი ფაქტორების ზემოქმედებისას, რომლებიც ასუსტებს იმუნურ სისტემას, მაგალითად, შრატის შეყვანისას (შრატისმიერი მიოკარდიტი), ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას (წამლისმიერი მიოკარდიტი). არსებობს დაუდგენელი ეტიოლოგიის მიოკარდიტიც, მაგალითად, აბრამოვ-ფიდლერის იდიოპათიური მიოკარდიტი.

კლინიკური სურათი და მიმდინარეობა

მიოკარდიტი ხშირად კლინიკურად გამოხატული სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და შემთხვევით აღმოაჩენენ ელექტროკარდიოგრაფიული (ეკგ) გამოკვლევისას. კლინიკურად გამოხატული ფორმების დროს კი პაციენტები უჩივიან გულის არეში გამოვლენილ სხვადასხვა ხასიათის ხანგრძლივ ტკივილს, რომელიც არ არის დაკავშირებული ფიზიკურ აქტივობასთან, სისუსტეს, სწრაფად დაღლას, ქოშინს, გულისცემის არაადეკვატურ გახშირებას ფიზიკური დატვირთვისას. სხეულის ტემპერატურა ზოგჯერ ნორმალური რჩება, უმეტესად კი უმნიშვნელოდ იმატებს (სუბფებრილიტეტი). ობიექტურად ვლინდება გულის საზღვრების გადიდება, ტაქიკარდია (იშვიათად - ბრადიკარდია), გულის პირველი ტონის მოყრუება, ზოგჯერ - ტონების გაორება. ხშირია ექსტრასისტოლები და მოციმციმე არითმია. გულის უკმარისობის პროგრესირებას, რაც დამახასიათებელია დიფუზური მიოკარდიტისთვის, თან ახლავს ქოშინის გაძლიერება, კისრის ვენების დაბერვა, ორთოპნოეს (გაძლიერებული ქოშინის) და გულის ასთმის განვითარება, ფილტვებისა და სხეულის პერიფერიული ნაწილების შეშუპება, ღვიძლის გადიდება, ზოგჯერ - ჰიდროთორაქსისა (პლევრის ღრუში სითხის დაგროვება) და ასციტის (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება) ჩამოყალიბება. მიოკარდიტი შესაძლოა მიმდინარეობდეს მწვავედ, ქვემწვავედ და ქრონიკულად. უკანასკნელი ფორმა შესაძლოა იყოს პროგრესირებადიც და მორეციდივეც (ანუ თვეობით ან წლობით რემისიას განიცდიდეს - ძირითადი კლინიკური სიმპტომები შესუსტებული იყოს). მწვავედ და ქვემწვავედ უმეტესად მიმდინარეობს ინფექციური, ტოქსიკური, შრატისმიერი და რადიაციული მიოკარდიტები. ინფექციურ-ალერგიული და ტოქსიკოალერგიული მიოკარდიტები, როგორც წესი, ქრონიკულ ხასიათს იძენს.

  • გრიპის, წითელას და წითურას დროს მიმდინარე მიოკარდიტს ხშირად არ გააჩნია კლინიკური გამოხატულება. მასზე ეჭვი გულის ტონების მოყრუებისას მიაქვთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აუსკულტაციურ მონაცემებს ერთვის გულის რიტმისა და გამტარობის დარღვევა. ეს უკანასკნელი სიმპტომები ზოგჯერ გამოჯანმრთელების შემდეგაც დიდხანს გასტანს.
  • კოქსაკის ვირუსით გამოწვეულ მიოკარდიტს ახასიათებს ენდოკარდიტსა (გულის შიგნითა გარსის ანთება) და პერიკარდიტთან (გულის გარეთა გარსის ანთება) შეუღლება.
  • პოლიომიელიტის ვირუსით გამოწვეულ მიოკარდიტს კი თან ახლავს გულის უკმარისობა, რომელიც ხშირად მწვავედ ვითარდება და მწვავე სისხლძარღვოვან უკმარისობასთან არის შეუღლებული.
  • აბრამოვ-ფიდლერის მიოკარდიტის დროს კლინიკური სიმპტომები ხშირად მკვეთრია. აღინიშნება გულის რიტმისა და გამტარობის მნიშვნელოვანი დარღვევები, გულის პროგრესირებადი უკმარისობა, რომელიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. გულის ღრუებში ზოგჯერ თრომბები წარმოიქმნება. სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრის სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბები ხშირად ართულებს ძირითადი დაავადების დიაგნოსტიკას.

მკურნალობის ძირითადი პრინციპები

მიოკარდიტის დროს აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. გულის რიტმის მნიშვნელოვანი დარღვევისა და გამოხატული უკმარისობის დროს საჭიროა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა - ანტიარითმიული პრეპარატების გამოყენება, გულის ასთმის კუპირება და სხვა. მიოკარდიტის დროს თერაპია ძირითადი დაავადების სპეციფიკასა და მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. დამატებით იყენებენ მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელ საშუალებებს. პროგნოზს დაავადების ფორმა და სიმძიმე განსაზღვრავს. მიოკარდიტის ზოგიერთი ფორმა სრული გამოჯანმრთელებით სრულდება, ზოგიერთი კი რთულდება კარდიოსკლეროზით, რომლის ლოკალიზაციასა და გავრცელების ხარისხზეც დამოკიდებულია გულის ფუნქციური მდგომარეობა.