რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
როგორ ვლინდება არითმია
როგორ ვლინდება არითმია

არითმიის გართულებები
ზოგიერთი არითმია მაღლა სწევს შემდეგ მდგომარეობათა რისკს:

  • ინსულტი - მოციმციმე არითმიისას წინაგულის არაკოორდინირებული შეკუმშვის გამო ყალიბდება მცირე ზომის თრომბები, რომლებიც შესაძლოა ინსულტის მიზეზად იქცეს. ასე რომ არ მოხდეს, მოციმციმე არითმიისას ინიშნება ვარფარინი - შედედების საწინააღმდეგო პრეპარატი.
  • გულის უკმარისობა - ხანგრძლივი ბრადიკარდიის, ტაქიკარდიის ან მოციმციმე არითმიისას ირღვევა გულის როგორც ტუმბოს ფუნქცია. ეს არის გულის უკმარისობის მიზეზი. გულის რიტმის ეფექტური კონტროლი ამ დროს გულის მდგომაროებას აუმჯობესებს.
არითმიის დიაგნოსტიკა
არითმიისათვის დამახასიათებელი ჩივილების და ნიშნების არსებობისას ტარდება:

  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • ჰოლტერის მონიტორირება -  ამ დროს ხდება ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა 24 საათის ან მეტი პერიოდის განმავლობაში სპეციალურ პორტატულ აპარატზე. ეს კვლევა საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ არითმია, რომელიც არ ვლინდება კვლევის მომენტისათვის ან შევაფასოთ, რამდენად ხშირი არითმიის ეპიზოდი;
  • ივენთ-მონიტორი - ეს მოწყობილობა საშუალებას იძლევა კარდიოგრამის ჩაწერა მოხდეს უშუალოდ სიმპტომების არსებობისას;
  • ექოკარდიოგრაფია - ხდება გულის კამერების და სარქვლების მდგომარეობის შესწავლა, შეიძლება გამოვლინდეს არითმია;
  • როცა პაციენტს აქვს კლინიკური ნიშნები, არითმიის დადასტურება კი ვერ ხერხდება, შესაძლოა ჩატარდეს ტესტები მისი პროვოცირების მიზნით.

მკურნალობის გზები
არითმიის მკურნალობა ყოველთვის არ არის აუცილებელი. ჩვეულებრივ, მკურნალობენ მაშინ, როცა არითმია შემაწუხებელ სიმპტომებს იწვევს ან არსებობს უფრო სერიოზული არითმიის აღმოცენების რისკი.

ბრადიკარდიის მკურნალობა
როცა გულისცემის შენელების გამომწვევი მდგომარეობა (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დაქვეითება ან რომელიმე მედიკამენტის მიღება) გამორიცხულია, ხოლო თავად არითმია მნიშვნელოვანია, შესაძლოა გადაწყდეს რიტმის წამყვანის ანუ პეისმეკერის იმპლანტაცია (ჩანერგვა), ვინაიდან არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ეფექტურად ზრდის გულისცემის სიხშირეს. რიტმის წამყვანი გზავნის იმპულსებს, რომლებიც შეკუმშვათა ნორმალურ სიხშირეს აღადგენს.

ტაქიკარდიის მკურნალობა

ტაქიკარდიის მკურნალობის მეთოდებია:

  • ცთომილი ნერვის გაღიზიანება - სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის შეწყვეტა შესაძლებელია იმ ღონისძიებებით, რომლებიც მაღლა სწევს ცდომილი ნერვის ტონუსს. ესენია სუნთქვის შეკავება და დაჭიმვა, დახველება, სახის ჩაყოფა ცივ წყალში.
  • მედიკამენტები - ტაქიარითმიათა დიდი ნაწილი შეიძლება მოიხსნას ანტიარითმიული საშუალებების მიღებით. მართალია, ეს პრეპარატები ვერ აღმოფხვრიან ტაქიკარდიის გამომწვევ დაავადებას, მაგრამ ამცირებენ არითმიის ეპიზოდების სიხშირეს და გვეხმარებიან მათი შეტევის მოხსნაში. ანტიარითმიული პრეპარატები საკმაოდ სერიოზული მედიკამენტებია, მათ აქვთ მკ­აცრი ჩვენება, უკუჩვენება, მიღების წესი, რომელთა დაცვაც აუცილებელია.
  • კარდიოვერსია - ზოგჯერ არითმიის მოსახსნელად ტარდება ელექტრული დეფიბრილაცია. ამ დროს მონიტორით აკვირდებიან გულის მუშაობას.
  • აბლაცია - ამ პროცედურისას ერთი ან მეტი კათეტერი სისხლძარღვის გავლით გულში თავსდება, დგინდება არითმიის კერა და ტარდება რადიოსიხშირული ზემოქმედება ამ არეზე. კერის აბლაცია წყვეტს არითმიის შეტევებს.

იმპლანტირებადი მოწყობილობები

ზოგიერთი სახის არითმიის დროს შესაძლოა მოხდეს გარკვეული მოწყობილობის იმპლანტაცია:

  • პეისმეკერი - ეს არის მოწყობილობა, რომელიც ჩაინარგება გულმკერდში მცირე ქირურგიული პროცედურით. ის ბრადიკარდიის შემთხვევაში იმპულსებს გზავნის გულში და რიტმს არეგულირებს.
  • იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი - ეს მოწყობილობა ჩაინერგება გულმკერდში მცირე ქირურგიული პროცედურით. მისი იმპლანტაცია რეკომენდებულია, როდესაც არსებობს საშიში არითმიის - პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ან ფიბრილაციის - აღმოცენების რისკი. ასეთ დროს დეფიბრილატორის მეოხებით ავტომატურად ხდება დაფიბრილაცია, აღგება ნორმალური რიტმი.

ქირურგიული ჩარევა
არის შემთხვევები, როცა არითმიის სამკურნალოდ რეკომენდებულია ქირურგიული ჩარევა:

  • მეიზის პროცედურა - წინაგულების შიგნითა ზედაპირს სერავენ სიცივის ან რადიოსიხშირის მეშვეობით. ამ გზით შესაძლებელია აღგზნების იმპულსის ცირკულაციის შეწყვეტა, რაც თავიდან აგვაცილებს არითმიის აღმოცენებას. ვინაიდან ეს ქირურგიული ჩარევაა, ტარდება სხვა მიზეზით წარმოებული გულის ოპერაციის დროს ან მაშინ, როცა არითმიის მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტურია.
  • აორტოკორონარული შუნტირება - როცა არითმია გულის მძიმე იშემიური დაავადების გამოვლინებაა, შესაძლოა გადაწყდეს ქირურგიული მკურნალობა. ამ დროს უმჯობესდება გულისთვის სისხლის მიწოდება, რაც შესაძლოა არითმიის უკუგანვითარების საფუძვლად იქცეს.

ცხოვრების წესი
არითმიათა მნიშვნელოვანი ნაწილი გულის დაავადებასთან არის დაკავშირებული. ამის გათვალისწინებით, რეკომენდებულია, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ეს კი გულისხმობს:

  • ჯანსაღ კვებას;
  • ფიზიკურ აქტივობას;
  • მოწევისთვის თავის დანებებას;
  • კოფეინისა და ალკოჰოლის შემცირებას;
  • სტრესის თავიდან აცილებას;
  • გაციების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებას მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გულის იშემიური დაავადება არის ქრონიკული პათოლოგია, რომელსაც იწვევს გულის კუნთის (მიოკარდიუმის) სისხლით მომარაგების დარღვევა.
სისხლში მოცირკულირე დეფორმული ენდოთელური უჯრედები ინფარქტის მოახლოებაზე მიანიშნებს.
პირველ ყოვლისა, აუცილებელია, განვასხვავოთ ფიზიოლოგიური (ეს ნორმის ვარიანტია) და პათოლოგიური დაბალი არტერიული წნევა.
უნიკალურ სენსორს შეუძლია ინფარქტის მყისიერი გამოვლენა. იმუნოსენსორი საზღვრავს ცილა ტროპონინ I (TnI) -ს, რომელიც
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს აუცილებელია არა მხოლოდ ცხიმოვანი ცვლის, არამედ საკვებ რაციონში ნახშირწყლების შემცველობის კონტროლიც.
სამწუხაროდ, არითმია ფართოდ გავრცელებული დიაგნოზი გახდა. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ გულისცემის რიტმის მოშლის უვნებელ ნაირსახეობასთან ერთად საკმაოდ საშიში ფორმებიც არსებობს.

ცნობილია, რომ მოსახლეობის 70%-ს აწუხებს ექსტრასისტოლია - ეს არის არითმიის სახეობა, რომლის სიმპტომიცაა გულისცემის გახშირება (გულის კუნთის რიგგარეშე შეკუმშვები) და ვიბრაციის შეგრძნება გულის არეში.

04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.