სახიფათო დაავადება - ხარის ანუ ლუდისმიერი გული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახიფათო დაავადება - ხარის ანუ ლუდისმიერი გული

სტრეპტოკოკულმა ინფექციამ (გადატანილი ანგინა, ქუნთრუშა, პიოდერმია) შეიძლება გულისმხრივი გართულებები გამოიწვიოს. რევმატიზმის შეტევის დროს პათოლოგიური ცვლილებების შედეგად (შეშუპება, ანთება) გულის ზომები იმატებს. ამან დროული მკურნალობის გარეშე “ხარის გულის” განვითარება შეიძლება გამოიწვიოს. გულის კუნთოვანი ქსოვილი, რომელიც გამოფიტულია პათოლოგიური პროცესის გამო, მეტად დუნდება. შედეგად გულის ღრუები (პარკუჭები) იმდენად ფართოვდება, რომ გულმა გულმკერდის ორივე ნახევარი შეიძლება დაიკავოს. სანამ არ იყო დამუშავებული რევმატიზმის მკურნალობის საკითხები, “ხარის გულით” დაავადებულები იღუპებოდნენ. სადღეისოდ ადვილად ხერხდება რევმოკარდიტის დიაგნოსტირება: სხვადასხვა სეროლოგიური მეთოდის დახმარებით სისხლის შრატში ანტისტრეპტოკოკულ ანტისხეულებს ნახულობენ და იწყებენ დაავადების მკურნალობას. მაგრამ არც ასე მარტივია ყველაფერი. სინამდვილეში რევმოკარდიტის ფარულად და ნელა მიმდინარე ფორმების გამოვლენა საკმაოდ რთულია. ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მოკლებულნი არიან საუკეთესო სამედიცინო დახმარებას და დროულ დიაგნოსტიკას, ხშირად თავიანთ მდგომარეობას არასწორად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ეს არის ის მცირე უსიამოვნებები, რომლებიც უბრალოდ მოჰყვება გადატანილ ანგინას და გაციებას და მალე თავისით გაივლის. არადა, ფარულ რევმოკარდიტს შეიძლება გულის მანკი ან ზემოთ ხსენებული გულის კუნთის ზომის ცვლილებები მოჰყვეს. სადღეისოდ “ხარის გულის” მკურნალობის მეთოდები არ არსებობს, სიმპტომური მკურნალობა კი ნაკლებეფექტურია. ხშირ შემთხვევაში განკურნება მხოლოდ გულის გადანერგვით არის შესაძლებელი.

ლუდისმიერი გული

ეს ტერმინი “ხარის გულის” სინონიმია. ამ ტერმინს ექიმები მაშინ ხმარობენ, როცა საქმე ლუდის ზედმეტად მოყვარულებს ეხებათ. უკვე დიდი ხანია, ექიმებმა შეამჩნიეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უზომო რაოდენობით (დღეში 3-5 ლიტრი) მოიხმარენ ლუდს, შეიძლება ლუდისმიერი იგივე ხარის გული ჩამოუყალიბდეთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ლუდის დიდი რაოდენობით მიღების დროს მკვეთრად იზრდება დატვირთვა გულზე (ბევრი ლუდი - ბევრი სითხე, რომელიც უნდა გადაქაჩოს გულმა). გული დამატებითი დატვირთვის გასამკლავებლად კომპენსატორულ მექანიზმებს რთავს. ამის შედეგად მისი მოცულობა ორ-სამჯერ იმატებს, ამასთან ფართოვდება მისი ღრუებიც. საწყის ეტაპზე გულის ამგვარი გადიდება არსებულ დამატებით დატვირთვას აკომპენსირებს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გული იღლება და თანდათანობით იფიტება. ვითარდება ზემოთ აღწერილი “ხარის გულის” დამახასიათებელი სურათი. გულის კუნთი დუნდება, მომუშავე კუნთოვანი უჯრედების სულ უფრო მეტი რაოდენობა გადაგვარდება ცხიმოვან ან შემაერთებელ ქსოვილად. ბოლოს და ბოლოს დგება მომენტი, როდესაც გულს უკვე აღარ შეუძლია ფიზიკურ დატვირთვებთან გამკლავება და ამის შედეგად იწყება შეშუპება, ქოშინი, წყალმანკი, იზრდება ღვიძლის ზომები და წარმოიქმნება რიტმის დარღვევები. იქიდან გამომდინარე, რომ ლუდის ზედმეტად მოყვარული ადამიანები ყოველთვის იტანჯებიან სიმსუქნითაც, ეს ყველაფერი ერთად მეტად ამძიმებს მდგომარეობას და სულ მალე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა ვითარდება, რომლის მკურნალობაც საკმაოდ რთულია. ალკოჰოლური კარდიომიოპათიის (“ლუდისმიერი გულის”) ნიშნებია:

  • მომატებული არტერიული წნევა, არითმია, გულის შეკუმშვის გახშირება;
  • პაციენტს ძნელად გადააქვს ფიზიკური დატვირთვა, ამასთან ხშირად წარმოიშობა ქოშინი და გულისცემაც ხშირდება;
  • რიტმის დარღვევა, ზოგჯერ - ღვიძლის გადიდება;
  • პოტენციის პრობლემები;
  • ძირითადი ნიშანია გულის მოცულობის შესამჩნევი გადიდება, რაც ვლინდება რენტგენოლოგიური კვლევით და გულის გარეთა გარსზე ცხიმის ფენის წარმოქმნა.

როდესაც დაავადება ღრმავდება, უკვე შეიძლება ქრონიკული ალკოჰოლური კარდიომიოპათიის შედარებით ხშირ ტიპურ სიმპტომებზე საუბარი, თუმცა ეს სიმპტომები სპეციფიკურად მაინც არ ითვლება. ამ ნიშნებს მიეკუთვნება:

  • ზედმეტი აღგზნებულობა;
  • ნევროზულობა, ზედმეტად მრავალსიტყვიანობა, გამუდმებული შფოთვა;
  • ჰაერის უკმარისობა, ტკივილები გულის მიდამოში;
  • ოფლიანობა, სიმხურვალის შეგრძნება, ამასთან შეხებისას კუდურები შეიძლება ცივი იყოს;
  • ტაქიკარდია, მომატებული არტერიული წნევა;
  • გულის კუნთის მოცულობის გადიდების რენტგენოლოგიური დაფიქსირება.

ალკოჰოლური კარდიომიოპათიის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია. ძირითადი პრობლემაა პაციენტის მიერ ალკოჰოლის (ლუდის) ხანგრძლივად და უზომო რაოდენობით მოხმარების უარყოფა. საკმარისი ინფორმაციის უქონლობის დროს ექიმებს სხვა ნიშნებით ხელმძღვანელობა უწევთ. დაავადების შესახებ ხშირად მიანიშნებს წინაგულების უმიზეზო ფიბრილაცია. ლუდისმიერი გულის სხვა ნიშნებიც ძალიან ჰგავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ბევრ სხვა დაავადებას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალური მუშაობის დარღვევას. მკურნალობის დროს პირველი და ძირითადი დანიშნულება ალკოჰოლის სრული აკრძალვაა. ჩვეულებრივ, დაავადების პირველ სტადიაზე ეს საკმარისია, ხოლო თავად დაავადება ხანგრძლივი რემისიის მდგომარეობაში გადადის. მკურნალობა მეორე და მესამე სტადიებზე უფრო სერიოზულია: საქმეში ერთვება საგულე გლიკოზიდები და სხვა სამკურნალო პრეპარატები, რომელთა ეფექტურობის გასაზრდელად შარდმდენი საშუალებები, ჰორმონები, ვიტამინები, კალიუმი და მაგნიუმია საჭირო. ექიმის ყველა რეკომენდაციის დაცვის შემთხვევაში პაციენტთა უმეტესობის მდგომარეობა სტაბილურდება, მაგრამ სრული განკურნება შეუძლებელია. სამწუხაროა, მაგრამ შემთხვევათა უმრევლესობაში პროგნოზი კეთილსაიმედო არ არის. თუ დაავადება შორსწასული არ არის და პაციენტი ექიმის ყველა რჩევას ითვალისწინებს, მიოკარდიუმის ძირითადი ფუნქციები კომპენსირდება, სერიოზული გართულებები შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული, მაგრამ პათოლოგიის მოცილება შეუძლებელია. შორსწასულ შემთხვევებში, ასევე ალკოჰოლის მიღების გაგრძელების დროს ადამიანი უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში იღუპება.