კვება და ფიზიკური დატვირთვა არითმიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება და ფიზიკური დატვირთვა არითმიის დროს

მ დროს უნდა შეიცავდეს სათანადო რაოდენობის მიკროელემენტებს. ეს, უწინარესად, ეხება კალიუმს, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია გულის კუნთის შეკუმშვისათვის. საკვებში კალიუმის ნაკლებობამ (შესაბამისად, ჰიპოკალიემიამ ანუ სისხლში კალიუმის დეფიციტმა) თავისთავად, გულის ამა თუ იმ პათოლოგიის გარეშეც, შესაძლოა გულის შეკუმშვათა სიხშირის ცვლილება გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, კალიუმით მდიდარი პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა არითმიისა და ტაქიკარდიის დროს.

ამ პროდუქტებს მიეკუთვნება შავი მოცხარი, ჩირი (კერძოდ, შავი ქლიავისა, გარგარისა და ყურძნისა (ქიშმიში)), თაფლი, ბანანი, კარტოფილი, კომბოსტო, ოხრახუში და მზესუმზირა. ანტიარითმიულ დიეტაში კალიუმთან ერთად დიდი ადგილი უკავია კალციუმსა და მაგნიუმს. მაგნიუმით მდიდარია ქატო, საფუარი, წიწიბურა, კიტრი, ბარდა, ლობიო, ნიგოზი, მზესუმზირა, ისპანახი, ავოკადო. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს რძის (ხაჭო და ყველი) და ზღვის პროდუქტები, აგრეთვე - ნიგოზი, გოგრისა და მზესუმზირას თესლი. კალციუმით მდიდარია ზოგიერთი ბოსტნეულიც - ჭარხალი, კომბოსტო, სიმინდი. არითმიის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ საკვები რაციონი უნდა გაამდიდროთ უმი ბოსტნეულით, რომელიც ვიტამინებისა და უჯრედისის წყაროა. გულის რიტმის ნებისმიერი სახის დარღვევისას სასურველია შეიზღუდოს შაქრის, ტკბილეულისა და ცხოველური ცხიმის მოხმარება. თუ არითმიის პარალელურად ქოლესტერინიც მომატებულია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს რეკომენდაციისთვის. ის გირჩევთ, სახელდობრ რომელი პროდუქტები შეზღუდოთ ან ამოიღოთ რაციონიდან. გულის უკმარისობის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ სუფრის მარილის მოხმარებასაც - მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ. იმასაც შეგახსენებთ, რომ გულზე დატვირთვა მცირდება ჭარბი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, ამიტომ ჭარბი წონის მქონე პირებმა მაღალკალორიულ საკვებზე უარი უნდა თქვან და მაქსიმალურად დაბალკალორიული აირჩიონ. წონის დასაკლებად სასურველია განტვირთვის დღეების მოწყობაც (მაგალითად, ვაშლით, ხაჭოთი, ჩუმა-მაწვნით და სხვა). საზოგადოდ, სწორი კვება ჯანმრთელობის საწინდარია, ამიტომ სასურველია, დაიცვათ შემდეგი წესები:

  • ნუ მიუჯდებით სუფრას, თუ ჭამა არ გსურთ. ძალდატანება ამ დროს არ შეიძლება;
  • არ შეიძლება საკვების მიღება აღგზნებისას, განრისხებისას, კერძის გაცხელების ან გაციებისთანავე;
  • საკვების მიღებისას უმჯობესია ყურადღების კონცენტრირება მის მარგებლობაზე. არ შეიძლება პარალელურ რეჟიმში გართობა ტელევიზორის ყურებით, საუბრით ან კითხვით;
  • საკვები საგულდაგულოდ უნდა დაღეჭოთ;
  • არითმიის შემთხვევაში ჭამის დროს არ არის სასურველი წყლის სმა;
  • არ არის რეკომენდებული მეტისმეტად ცივი ან ცხელი საკვების მიღება;
  • კვება დღეში სამ-ოთხჯერადი უნდა იყოს;
  • ყოველდღიურ რაციონში მცენარეულ პროდუქტებს საერთო მოცულობის 50-60% უნდა ეკავოს, ნახშირწყლოვანს - 20-25%, ხოლო ცილოვანს - 15-30%.

არითმიის დროს უნდა ერიდოთ:

  • ცხიმიან ხორცს;
  • ღორის ქონს;
  • არაჟანს;
  • კვერცხს;
  • მაგარ ჩაის;
  • ყავას;
  • სანელებლებს, მარილიან და ცხარე საკვებს;
  • შოკოლადს - მაღალკალორიულობისა და შაქრის მდიდარი შემცველობის გამო;
  • საკვებს, რომელიც შეიცავს კონსერვანტებს, ზრდის ჰორმონსა და სხვადასხვა დანამატს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროვოცირებას ახდენს;
  • ხელოვნურად მოყვანილ (სათბურებში გაზრდილ) და ძველ პროდუქტებს;
  • შემწვარ და შებოლილ პროდუქტებს.


არითმიის დროს სასარგებლოა:

  • მსხალი - ამხნევებს, ხსნის დაძაბულობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და გულისცემის ნორმალიზებას;
  • გარგარი - აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების ფუნქციობას;
  • მოცხარი (ყველა სახეობა) - შეიცავს B1, PP, D, K, ჩ, E, B2, B6 ვიტამინებს და ოქსიკუმარინებს - ნივთიერებებს, რომლებიც აფერხებს სისხლის შედედებას და სასარგებლოა თრომბოზების პროფილაქტიკისთვის, არტერიული წნევის დასაქვეითებლად; მოცხარი აუმჯობესებს სისხლის წარმოქმნის პროცესებს და გულის მუშაობას;
  • ყურძენი - აფერხებს ქოშინისა და შეშუპების განვითარებას, აუმჯობესებს გულის რიტმსა და გულის კუნთის ტონუსს, “წმენდს” სისხლს;
  • პომიდორი - კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვთა კედელზე, აწესრიგებს გულის ფუნქციობას;
  • თალგამი - საუკეთესო საშუალებაა აჩქარებული გულისცემის დასამშვიდებლად;
  • ჭარხალი - აფართოებს სისხლძარღვებს, ეფექტურად აქვეითებს არტერიულ წნევას;
  • ოხრახუში - შარდმდენი საშუალებაა, აუცილებელია არითმიის დროს.

ფიზიკური დატვირთვა არითმიის დროს

ფიზიკური აქტივობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად განიხილება. არითმიის დროს ის უკუნაჩვენები არ არის. პირიქით, როგორც ექიმი კარდიოლოგები ადასტურებენ, სასარგებლო და აუცილებელიც კია. საერთოდ, ფიზიკური ვარჯიში ეხმარება გულს სისხლის სწრაფად და ძლიერად გადატუმბვაში. უბრალოდ, გასათვალისწინებელია, რომ არითმიის დროს გადაჭარბებულმა ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა სხვადასხვა გართულება გამოიწვიოს და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. არითმიით დაავადებულებმა ვარჯიში სამკურნალო ფიზკულტურით უნდა დაიწყონ, აუცილებლად ექიმი კარდიოლოგის მეთვალყურეობით. სასურველია, მკურნალმა ექიმმა პაციენტს, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, თავად შეურჩიოს ზომიერი დატვირთვის ყველაზე რაციონალური კომპლექსი. ფიზიკური დატვირთვა არითმიის დროს თანდათანობით უნდა გაიზარდოს. სათანადო ვარჯიშების შესრულებისას რეფლექსურად ფართოვდება სისხლძარღვები, ძლიერდება გულის შეკუმშვა, რაც საბოლოოდ ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი მთელი სისტემის გამძლეობას. ამავე დროს იმატებს ორგანიზმის გამძლეობა სტრესებისადმი, რომლებიც არითმიის შეტევის პროვოცირებას ახდენს. არითმიით დაავადებულთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დილის გამამხნევებელი ვარჯიში. ფიზიკური დატვირთვა ამ კატეგორიის პაციენტებმა სიარულით უნდა დაიწყონ, დისტანცია რეგულარულად და თანდათანობით გაზარდონ. სიარულის დროს იფიქრონ რაიმე სასიამოვნოზე, კარგზე. ეს გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან ერთად ნერვული სისტემის განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი გულის რიტმის დარღვევათა განმეორების რისკის შემცირება და შრომისუნარიანობის გაზრდა. მთავარია, ადამიანმა ვარჯიში ცხოვრებისეულ პრიორიტეტად აქციოს. ფიზიკური დატვირთვის დაწყება სწრაფი და, მით უფრო, ხანგრძლივი ვარჯიშით არ არის სასურველი. თავდაპირველად 15-20-წუთიანი ვარჯიშიც საკმარისია. მთავარია, ის რეგულარულად, ყოველდღიურად სრულდებოდეს. არითმიის უმნიშვნელო შეტევების დროს, გულის კუნთის გასამაგრებლად, დამატებით უფრო ინტენსიური დატვირთვებიც ნებადართულია, მაგალითად, ცურვა, ველოსიპედით მოძრაობა. ვარჯიშმა სიამოვნება უნდა მოგგვაროთ და არა დისკომფორტი, მით უფრო - ტკივილი გულის არეში. გახსოვდეთ, უმოძრაო, პასიური, მჯდომარე ცხოვრების წესი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების ერთ-ერთი რისკფაქტორია, საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალებებს შორის ფიზიკურ აქტიურობას კი განსაკუთრებული როლი ენიჭება.

რეგულარული და რაციონალური ვარჯიში:

  • ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის განმტკიცებას;
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შესაბამისად, ქსოვილთა ჟანგბადით მომარაგებასაც;
  • ხელს უშლის გულის უკმარისობის ჩამოყალიბებას;
  • ზრდის ორგანიზმის გამძლეობას და ენერგეტიკულ რესურსს, აქედან გამომდინარე, ადამიანი დაღლილობისა და ქოშინის გარეშე იტანს შედარებით დიდ ფიზიკურ დატვირთვას;
  • აუმჯობესებს სახსრების აქტივობასა და მობილობას;
  • ზრდის კუნთების ტონუსსა და ძალას;
  • ამაგრებს ძვლებს;
  • ხელს უწყობს ჭარბი წონის დაკლებას;
  • აქვეითებს სტრესების, დეპრესიისა და მოუსვენრობის გავლენას ორგანიზმზე;
  • ზრდის პიროვნების თვითშეფასებას;
  • აწესრიგებს ძილს;
  • ხელს უწყობს მოდუნებას;
  • აუმჯობესებს გარეგნულ იერსა და თვითშეგრძნებას.