მაღალწნევიანებმა ხორცზე უარი უნდა თქვან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაღალწნევიანებმა ხორცზე უარი უნდა თქვან

იაპონელმა ექსპერტებმა ამ მოსაზრების დასამტკიცებლად გააანალიზეს კვლევები, რომლებიც ეხებოდა ვეგეტარიანულ რაციონსა და არტერიულ წნევას შორის კავშირს. ჯამში მათ 22 ათასამდე ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. ვეგეტარიანული რაციონი გულისხმობდა ხორცზე სრულ უარს ან მის ძალიან იშვიათად მიღებას, ასევე - რძის პროდუქტებს, კვერცხს, თევზს და, როგორც გაირკვა, მას უშუალოდ კავშირი ჰქონდა წნევის დაქვეითებასთან. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ვეგეტარიანელებს სისტოლური წნევა საკონტროლო ჯგუფის წამომადგენლებზე 4,8 მმ-ით დაბალი ჰქონდათ, ხოლო მეორის მიხედვით - 6,9 მმ-ით დაბალი; დიასტოლური წნევა, შესაბამისად, 2,2 და 4,7-ით დაბალი იყო. აღსანიშნავია, რომ სისტოლური წნევის ყოველი 5 მმ-ით დაქვეითებისას გულის იშემიური დაავადებით სიკვდილის რისკი - 9%-ით, ხოლო ინსულტით სიკვდილისა 14%-ით იკლებს. მეცნიერთა ვარაუდით, ვეგეტარიანული კვების ეფექტი შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ ცხოვრების ამ წესის მიმდევრებს იშვიათად აწუხებთ ჭარბი წონა და სიმსუქნე. მათ რაციონში ბევრია უჯრედისი, კალიუმი, ცოტაა ცხიმი, მარილები, თითქმის არ არის ალკოჰოლი, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, სამაგიეროდ, უჯერი ცხიმოვანი მჟავებითაა გაჯერებული. გარდა ამისა, ვეგეტარიანული კვება სისხლის სიბლანტესაც ამცირებს.