ქართველი კარდიოქირურგის უნიკალური ოპერაცია მსოფლიო კონგრესზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქართველი კარდიოქირურგის უნიკალური ოპერაცია მსოფლიო კონგრესზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა

ქართველმა ექიმმა პაციენტს დაზიანებულ გულის სარქველზე დეფექტი მინიმალური ინვაზიური ქირურგიით გამოუსწორა.

მინიინვაზიური ოპერაციების დროს გულის გაჩერება და სარქვლებზე მუშაობა შესაძლებელია 6-7-სანტიმეტრიანი განაკვეთით ნეკნთა შორის სივრციდან. ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტის რეაბილიტაცია უფრო სწრაფად ხდება და ნაკლებია გართულების ალბათობა. 10 მაისს მსოფლიო კონგრესზე მიწვეული სხვადასხვა ქვეყნის კარდიოქირურგები თვალს ადევნებდნენ ამ ოპერაციას. ეს იყო ერთგვარი საჩვენებელი ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა.

ლევან ქარაზანაშვილი წელიწადში საშუალოდ 400-500 ოპერაციას აკეთებს. ამჟამად ქალაქ ნოვარას ერთ-ერთი კლინიკის მინიმალური კარდიოქირურგიის განყოფილების დირექტორია.

47 წლის ემიგრანტი ექიმი სამშობლოში დაბრუნებას ივლისში გეგმავს. ამბობს, რომ უცხოეთში მიღებული გამოცდილებით ქართველებს უნდა დაეხმაროს. აგვისტოში თბილისში ახალი გულ-სისხლძარღვთა ქირურგიული და ინტერვენციული ცენტრი "ჰელსი კორი" იხსნება. ლევან ქარაზანაშვილსა და ქართველ ექიმებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი კლინიკის ექიმები იმუშავებენ.

იხილეთ სტატია ”ემიგრანტი ექიმი სამშობლოს უბრუნდება”