მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი - უცვლელი ლიდერები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი - უცვლელი ლიდერები

ინსულტი

  • ინსულტების ნახევარზე მეტი 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ემართებათ.
  • იშემიური ინსულტის მაჩვენებელი ინსულტების საერთო მაჩვენებლის 70-85%-ს შეადგენს, ამასთან, სიკვდილიანობა პირველ თვეს 15-20%-ია, ინსულტის მომდევნო წელს კი - 29-40%.
  • განვითარებულ ქვეყნებში ინსულტს მე-2-3 ადგილი უკავია სიკვდილიანობის ზოგად სტრუქტურაში. ყოველ 100 000 კაცზე ამ დაავადების 60-80 შემთხვევა მოდის.
  • დიდ ქალაქებსა და მეგაპოლისებში იშემიური ინსულტით სიკვდილიანობა 35%-ს შეადგენს. რეგიონებში ეს მაჩვენებელი 50-60%-მდე იზრდება.

ინფარქტი

  • ევროპაში ყოველწლიურად მიოკარდიუმის ინფარქტით კვდება 4,3 მილიონი ადამიანი, რაც ზოგადი სიკვდილიანობის 48%-ს შეადგენს.
  • 35-დან 50 წლამდე ასაკის შრომისუნარიან მამაკაცებს ამავე ასაკის ქალებზე 5-ჯერ ხშირად ემართებათ ინფარქტი. ქალებს ამ მხრივ პიკი აღენიშნებათ მენოპაუზის პერიოდში, 50 წლის შემდეგ. თუმცა ქალთა ინფარქტი გაცილებით ხშირად - ასიდან 53 შემთხვევაში - სრულდება სიკვდილით, მაშინ როდესაც მამაკაცებთან მაჩვენებელი 43%-ია.
  • მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პაციენტთა 50%-ს უქვეითდება შრომის უნარი.
  • ინფარქტიანი პაციენტების 50% წინასწარ შესაძლოა არაფერს უჩიოდეს ისეთს, რაც მიოკარდის დაზიანებაზე მიანიშნებს; პროცესი მალულად მიმდინარეობს და უეცრად იჩენს თავს.
  • 95%-ში ინფარქტი ვლინდება კორონარული არტერიების თრომბოზით.
  • სტენოკარდიული ტკივილები 17-19-ჯერ ხშირია იმ პირებში, რომელთა ორივე მშობელსაც 60 წლამდე დაემართა გულ-სისხლძარღვთა დაავადება.
  • დადგენილია კავშირი ინფარქტსა და პროფესიას შორის; საკუთარი პროფესიით უკმაყოფილო ადამიანებს გაცილებით ხშირად ემართებათ მიოკარდის ინფარქტი.


ინფარქტი და შაქრიანი დიაბეტი

ამ ორ პათოლოგიას შორის არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს კორონარული ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობა გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე არადიაბეტიანებს, ამასთან, გვირგვინოვანი არტერიები დიაბეტიანებს გაცილებით ახალგაზრდა ასაკში უზიანდებათ საკმაოდ მაღალი ხარისხით.

ინფარქტი ოჯახური დაავადებაა

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები 4-ჯერ ხშირია მათდამი გენეტიკურად განწყობილ პირებში, რაც იმით აიხსნება, რომ ოჯახის წევრებს აქვთ საერთო ნიშნები, რაც დაავადების განვითარებას განაპირობებს:

  • კორონარული არტერიების ერთნაირი აგებულება;
  • ცხიმოვანი ცვლის ერთნაირი ტიპი;
  • ერთნაირი კვების ნირი;
  • მავნე ჩვევებისადმი ლტოლვა;
  • ერთნაირი ცხოვრების წესი;
  • ფსიქიკური მდგომარეობა;
  • შრომისა და საქმიანობის სახე.

ინფარქტი და ფიზიკური დატვირთვა

ხშირად ინფარქტი ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შედეგია, როცა ვენური სისხლძარღვები ვერ ასწრებენ სათანადოდ გაფართოებას, რათა უზრუნველყონ სისხლის მიწოდება იმ უბნებში, რომლებსაც გაძლიერებული კვება სჭირდებათ.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების მიზეზები

ორივე დაავადების შემთხვევაში წამყვანია ათეროსკლეროზი, რომლის რისკფაქტორებია:

  • არტერიული წნევის მატება;
  • სისხლში ცხიმების, განსაკუთრებით კი ქოლესტერინის დონის მატება;
  • თამბაქოს წევა;
  • ჭარბი წონა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპოდინამია;
  • ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი;
  • ფსიქოემოციური სტრესი.

დაავადების მიმდინარეობა და შედეგი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული:

  • ინფარქტისა და ინსულტის ტიპზე;
  • ფსიქოსოციალურ ფაქტორებზე;
  • ასაკზე, გენეტიკურ განწყობაზე და სხვა.

ჩამოთვლილი ფაქტორები 90%-ით განსაზღვრავს დაავადების ალბათობას მამაკაცებში და 94%-ით - ქალებში. ასაკი, სქესი და მემკვიდრეობა უცვლელი ფაქტორებია. დანარჩენთაგან ყველაზე მაღალია თამბაქოთი პროვოცირების მაჩვენებელი - 35,7%, მეორე ადგილი უკავია სტრესს, დაძაბულ სამუშაოს და ოჯახურ სუტიაციას - 32,5%. როცა ჩამოთვლილ ფაქტორთაგან დასტურდება 3 და მეტი, ეს ინფარქტისა და ინსულტის ალბათობას 3-ჯერ ზრდის.