გულისთვის სასარგებლო პროდუქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულისთვის სასარგებლო პროდუქტები

. მთავარია, არ შევამოკლოთ ბუნების მიერ გამოყოფილი ეს დრო და დავიმახსოვროთ, რა არის გულისთვის სასარგებლო.

გულისთვის სულაც არ არის სულერთი, რას მიირთმევთ. მას ძალიან უყვარს ვიტამინები (განსაკუთრებით - ბ ჯგუფისა, რომლებიც დადებითად მოქმედებს ლიპიდების ცვლაზე, ასკორბინის მჟავა (ც ვიტამინი) და ვიტამინი პ, რომელიც სისხლძარღვის კედლის გამავლობას აწესრიგებს). ამ ვიტამინებს დიდი რაოდენობით შეიცავს ხილი და ბოსტნეული, რომლებიც, ამასთან ერთად, უჯრედისითაც არის მდიდარი. ამ უკანასკნელს კი ძალუძს ორგანიზმიდან გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის დიდად საზიანო ქოლესტერინი გამოაძევოს. "ერთი ვაშლი დღეში და ექიმი აღარ დაგჭირდებათ", - ამბობენ ინგლისელები. ეს მართალია. ვაშლი უხვად შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - პექტინს, რომელიც მეტად სასარგებლოა გულისთვის.

ქიმიური ელემენტებიდან გულს ყველაზე მეტად სჭირდება:

• იოდი - პროდუქტები, რომლებიც იოდს შეიცავს, დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. ესენია ზღვის თევზი, კალმარები, კრევეტები, ზღვის კომბოსტო და სხვა;

• კალიუმი - ის აუმჯობესებს გულის კუნთის ცხოველქმედებას, გამოაძევებს ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს. ყველაზე მეტია კარტოფილში, გოგრაში, კომბოსტოსა და შავ ქლიავში, ქიშმიშსა და ჭერმის ჩირში (კურაგა), ასკილში, შავსა და წითელ მოცხარში, ოხრახუშში;

• მაგნიუმი - ამ ელემენტს აქვს დამამშვიდებელი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და შარდმდენი თვისებები, ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების ტონუსის შენარჩუნებას, ამიტომ უარს ნუ იტყვით წიწიბურას, შვრიის, ფეტვისა და ქერის ფაფებზე, ასევე - კაკალზე, სტაფილოზე, ჭარხალზე, სალათის ფოთლებზე; მაგნიუმით მდიდარია სოია, ტკბილი ნუში, ბანანი. ამერიკელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად თუნდაც ნახევარ გრამ მაგნიუმს იღებენ, - სწორედ ამდენს შეიცავს ერთი ბანანი, - ინფარქტის განვითარების რისკი მინიმალური აქვთ.

• გულის კიდევ ერთი გასტრონომიული "გატაცება" ვეგეტარიანული და რძის ნაწარმის წვნიანებია. აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის იყო ეს კერძები თქვენს სუფრაზე?

ავტორი დევი დევიძე

იხილეთ სხვა სტატიები რუბრიკაში კარდიოლოგია