გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გულებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გულებს

რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს ადამიანთათვის, როგორია გულ-სისხლძარღვთა დაავადების სტატისტიკა - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს გაგვცემს ექიმი-კარდიოლოგი, საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტი, კარდიოლოგიური კლინიკა "ადაპტის" ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ მამაცაშვილი.

-  გულის დღეს მსოფლიოს გულის ფედერაცია თავის შვილობილად თვლის. ამ ღირშესანიშნავი ამბის შემდეგ 15 წელი გავიდა. ყველაფერი 1999 წელს დაიწყო. საინიციატივო ჯგუფში ჩვენი ორგანიზაცია, საქართველოს გულის ფონდიც იყო. მსოფლიო გულის ფედერაციის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ესპანელმა ანტონიო ბაიეს დე ლუნამ მთხოვა, მხარი დამეჭირა ამ ღონისძიებისთვის. სხვათა შორის, მისი დიდი დამსახურება შარშანწინ მისთვის ოქროს მედლის გადაცემით აღინიშნა. პირველივე ღონისძიებაში, რომელიც 2000 წელს გაიმართა, ჩვენ აქტიური მონაწილეობა მივიღეთ. ეს გახლდათ მასშტაბური ღონისძიება.

mkurnali.geვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე მოეწყო გარბენი, რომელშიც სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მათ შორის უნარშეზღუდულებიც მონაწილეობდნენ. იყო ჯილდოების გადაცემა, რომელსაც მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები ესწრებოდნენ. ეს იყო ჭეშმარიტი ზეიმი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უდიდესი სამეცნიერო კონფერენციით დაგვირგვინდა, რომელშიც ქართველ ექიმებთან ერთად ჩამოსულმა, უცხოელმა სტუმრებმაც მიიღეს მონაწილეობა. მას შემდეგ არცერთი წელი არ ჩაგვიგდია, ერთი წლის გარდა - ეს იყო 2008, ომის წელი, როცა არავის არ ეზეიმებოდა, არავის არ უხაროდა. არც ის არ გვინდოდა, რომ ეს ღონისძიება ვიღაცას რაღაც გარკვეული პოლიტიკური ნიშნით გამოეყენებინა. ამიტომ ეს წელი ჩვენი გრაფიკიდან საერთოდ ამოვაგდეთ.

ჩვეულებრივ, ყოველ წელს ჩატარებულ ღონისძიებას თავისი თემატიკა და საკუთარი დასახელება აქვს. იყო წლები, რომლებშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა იშემიურ დაავადებას და ქალბატონებს, ქალებისთვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რომელიც ოდნავ განსხვავდება მამაკაცებისგან. იყო წლები, როდესაც, ვთქვათ, წინა პლანზე ბავშვების დაცვის თემატიკა გახლდათ წამოწეული და ასე შემდეგ. შარშან მეტი ყურადღება მივაქციეთ ამ დაავადების ფორმირებაში ოჯახისა და გარემოცვის მნიშვნელობას. წელს კი ძირითადი თემა გულის დაავადებები და გარე სამყარო გახლავთ.

ვფიქრობ, გარე სამყაროს ზემოქმედება მეტად მნიშვნელოვანი თემაა. მსოფლიოში ყოველწლიურად ამ დაავადებებით - აქ ძირითადად საქმე ეხება იშემიურ დაავადებას და ინსულტებს, რომელიც იშემიური დაავადებების ერთ-ერთი განშტოებაა - დაახლოებით 17,3 მილიონი ადამიანი იღუპება. ეს კატასტროფული ციფრია, თუმცა, იმის თქმაც შეიძლება, რომ ამ დაავადებების ხვედრითი წონა შემცირდა. იყო პერიოდი, როცა სიკვდილობის დაახლოებით 70% იშემიურ დაავადებაზე მოდიოდა. სადღეისოდ ამ რიცხვმა მკვეთრად დაიკლო და 50%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა. მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფაქტიც, მართალია, ეს დაავადებების სტრუქტურაში თითქოს პოზიტიური მაჩვენებელია, მაგრამ მთლიანობაში, რა თქმა უნდა, მაინც დიდი ციფრია, რადგან მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. საბედნიეროდ, თავად დაავადება დაბერდა, მაგრამ ეს იაპონიაში და უფრო მეტად ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებში მოხდა. სამწუხაროა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ განვითარებად ქვეყნებში დაავადება გაახალგაზრდავდა.

იშემიური დაავადებები, მიოკარდიუმის ინფარქტი და სტენოკარდია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა ასპარეზზე. მაშინ ითვლებოდა, რომ ეს დაავადებები განვითარებული მსოფლიოს პრეროგატივა გახლდათ და რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს ეს განმარტება, ისინი პრესტიჟულ დაავადებებად მიიჩნეოდა. ითვლებოდა, რომ ეს პათოლოგიები უფრო მეტად იყო გავრცელებული იმ ადამიანებში, რომლებიც უფრო უზრუნველყოფილი იყვნენ, გონებრივად უფრო მეტს მუშაობდნენ და საერთოდ, ნორმალურად ცხოვრობდნენ. მაგრამ შემდეგ თანდათანობით დაავადებებმა განვითარებად ქვეყნებში გადაინაცვლეს და ახლა ისინი სწორედ აქ ბობოქრობენ. ვერ გეტყვით, სტატისტიკის დახვეწის გამო მოხდა ეს ყველაფერი, თუ იმ ადამიანებმა, რომელთაც ამის საშუალება გააჩნიათ, უფრო მეტად მიხედეს თავს, პრევენციის სხვადასხვა ღონისძიებები მიიღეს და შეცვალეს საკუთარი ცხოვრების სტილი.

ფაქტია, ისიც, რომ გარე სამყაროს ამ საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს. წლევანდელმა წელმა წარმოგვიდგინა, თუ როგორ შეიძლება შევცვალოთ გარე სამყარო, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ადამიანებს, როგორ მივხედოთ ეკოლოგიას. ამჟამად  განვითარებად ქვეყნებს ხომ უფრო მეტი საშუალება აქვთ, რომ გარემოცვა უკეთესობისაკენ შეცვალონ. 17,3 მილიონი - ეს  ციფრი შეიძლება გაცილებით უფრო მცირე ყოფილიყო, უფრო მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ სხვადასხვა ქვეყნებს, ლიდერებს თუ ოფიციოზს. არადა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ არაფერი შეიცვალა, 2030 წელს ეს მაჩვენებელი 23 მილიონს მიაღწევს. გეთანხმებით, დინამიკა საკმაოდ შემაშფოთებელია. მაგრამ კიდევ მივუბრუნდები იმ საკითხს, რომ ჩვენ ბევრი ადამიანის გადარჩენა შეგვეძლო და შეგვიძლია პირველი - სასწრაფო ჩარევების შედეგად და მეორე - ცხოვრების დონის, ცხოვრების პირობების რეგულაციის გზით. სადღეისოდ მსოფლიოს გულის ფედერაცია მიმართავს საზოგადოებას და სთხოვს, შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, ცხოვრების სტილი და მიხედონ საკუთარ თავს.

მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი, რადგან მსოფლიოში, სამწუხაროდ, ბევრი ქვეყანაა, ბევრი ადამიანია, რომელიც ამას ვერ ახერხებს. აქვთ ეკოლოგიური პრობლემები. ხალხი იმ მეგაპოლისებში ცხოვრობს, სადაც უზარმაზარი ურბანული პრობლემებია, ზოგიერთში კი მზის შუქი თუ აღწევს დღეში მხოლოდ ორიოდე საათით, არ არის მწვანე სეგმენტები... ეს ხალხი ფიზიკურად კი იტვირთება, მაგრამ მსგავსი ფიზიკური დატვირთვა იგივეა, რაც გაზის კამერაში ივარჯიშო. ეს ხომ უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე.

მსოფლიოში სტრესების დონეც მაღალია, იმ სტრესებისა, რომელიც სიღარიბეს, სიდუხჭირეს მოაქვს. კვებაც პრობლემურია, განსაკუთრებით ბავშვების კვება. დიდი პრობლემაა ეგრეთ წოდებული "სექენდჰენდ"-სიგარეტები = ადამიანები სხვისი მოწეული სიგარეტის კვამლით იწამლავენ ორგანიზმს. უფრო მეტი პრობლემა, რა თქმა უნდა, განვითარებად ქვეყნებშია, მაგრამ არც განვითარებული ქვეყნები არ არინ თავისუფალნი იმ პრობლემისაგან, რომელსაც ურბანიზაციის პრობლემა ჰქვია და როგორი აქტიურიც არ უნდა იყოს ჩარევა სახელმწიფოს თუ კერძო კომპანიების მხრიდან, ეს უმძიმეს და გადაუწყვეტად პრობლემად დარჩება.

გულის დღე იმის გამოც დაწესდა, რომ მხოლოდ ჩვენს გულებზე არ ვიფიქროთ, სხვის გულებსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ეს მიმართვაა, ეს გზავნილია პლანეტის მოსახლეობისთვის. ადამიანი მარტო არ მოდის ცხოვრებაში, მას საზოგადოება ხვდება, რომლის გარეშეც ის საკუთარ ლელოს ვერასდროს გაიტანს. გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ერთმანეთზე.

გულის თუ სისხლძარღვთა პრობლემებს მხოლოდ ექიმები ვერ გადაწყვიტავენ. ეს ყველას საქმეა. დავზოგოთ ერთმანეთის გულები და გვიყვარდეს ერთმანეთი - ეს ხომ ძნელი არ არის. გულის დღე _ ეს არ არის კარდიოლოგების, პროფესიული დღესასწაული. ეს ყველა ადამიანის ზეიმია. ეს არის ის დღე, როდესაც ჩვენი გულების სითბო ერთმანეთს უნდა გავუნაწილოთ და უნდა ვეცადოთ, რომ შევქმნათ ისეთი ცხოვრება, სადაც სიკეთე, სიყვარული და ჯანმრთელობა იმარჯვებს.

საქართველოს გულის ფონდი კი, რომელიც მსოფლიოს გულის ფედერაციის სუბიექტია და მსოფლიო ფედერაციის პროგრამით და მიმართულებით მუშაობს ამ დღეს ფართომასშტაბიან სამეცნიერო კონფერენციის მიუძღვნის, რომელსაც საქართველოს ყველა მოწინავე, სხვადასხვა ჯგუფის კარდიოლოგები დაესწრებიან. ეს იქნებიან ლიდერები, ეს იქნებიან ოჯახის ექიმები, ექიმები ქსელიდან, რომლებსაც გავაცნობთ მსოფლიოში სადღეისოდ შექმნილ სიტუაციას, გავაცნობთ, თუ როგორი მიდგომა, როგორი ტაქტიკა აქვს მსოფლიო გულის ფედერაციას და რას ფიქრობს მომავალზე, იმ მომავალზე, რომელშიც ადამიანები ერთად ივლიან წინ, ჯანმრთელი საზოგადოებისაკენ.