როგორ უნდა მოიქცნენ საახალწლო დღეებში გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით დაავადებულები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა მოიქცნენ საახალწლო დღეებში გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით დაავადებულები

ჰიპერტონული კრიზი, სტენოკარდიული შეტევები და სხვა სახის გართულებები ამ პერიოდში განსაკუთრებით ხშირდება. მიზეზი თრობა და გადაძღომაა, მათთან ერთად კი, რა თქმა უნდა, გადაღლა-გადაძაბვაც. სტუმრების დახვედრასთან, საჩუქრების შერჩევა-შეძენასთან დაკავშირებული მღელვარება, შესაძლოა გულის შეტევის დეტონატორად იქცეს. არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ ასაკოვანთა ხვედრია, რომ მხოლოდ მოხუცები შეიძლება შეაწუხოს არითმიამ, გულის ტკივილმა ან არტერიული წნევის მომატებამ - ყოველივე ამისგან, სამწუხაროდ, არც ახალგაზრდები არიან დაზღვეულნი. უბრალოდ, ისინი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობას, არ იპყრობთ პანიკა იმის გამო, რომ თავი სტკივათ, გულის არეში ჩხვლეტას გრძნობენ ან "წრეები დაურბით" თვალწინ.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე პირები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ახალი წლის დღეებში. გახსოვდეთ, ორგანიზმში ყველაფერი ურთიერდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებულია, მათ შორის, მიღებულ საკვებსა და სასმელზე ჩვენი გული და სისხლძარღვები. მაგალითად, თუ ჭარბად მირთმევთ აირების უხვად წარმომქმნელ პროდუქტებს, შედეგად ნაწლავების შებერვას და ფილტვ-გულის მიჭყლეტას მიიღებთ. ჯანმრთელი პირები ამ დისკომფორტს უძლებენ და არც არაფერი მოსდით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ამა თუ იმ პათოლოგიით დაავადებულებს კი შესაძლოა პრობლემები შეექმნათ. მათ რაციონიდან უნდა ამოიღონ მაიონეზი (სასურველია, სალათები ზეთით შეაზავონ), უარი თქვან შემწვარ-მოხრაკულზე, განსაკუთრებით - ღორის ხორცსა და შაშხზე. უმჯობესია მიირთვან მოშუშული (ღუმელში, ორთქლზე) თევზი და ქათმის ხორცი. მცირეოდენი სპირტიანი სასმელი ნებადართულია, ოღონდ დოზა მკაცრად არის განსაზღვრული: 140 გრამი მშრალი წითელი ღვინო ანდა 50 გრამი კონიაკი ან ვისკი.

გარდა ამისა, შეგახსენებთ პროფილაქტიკის აუცილებელ წესებს:

  • ნუ გადაიღლებით - ნუ შეეჭიდებით ერთბაშად ბევრ საქმეს, დროდადრო დაისვენეთ და საქმე რაციონალურად გადაანაწილეთ.
  • შეზღუდეთ მარილის მიღება - მარილიანი საკვების ჭარბი მიღება არღვევს ორგანიზმში წყლის ცვლას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, გულის უკმარისობის გამწვავება, ინსულტის მიზეზიც კი გახდეს.
  • აკონტროლეთ საკვების ოდენობა და კალორიულობა, ნუ გადატვირთავთ გულს.
  • ერიდეთ ცხოველურ ცხიმს - ის აუარესებს სისხლძარღვების მდგომარეობას.
  • ისწავლეთ სტრესთან გამკლავება. სადღესასწაულო სამზადისს მღელვარება ახლავს თან, რაც აზიანებს ნერვულ სისტემას და აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამიტომ ეცადეთ, დროდადრო მოეშვათ, განიცადოთ დადებითი ემოციები. მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, აიმაღლეთ გუნება-განწყობილება.

თინათინ გოცაძე