მამაკაცებო, უფრთხილდით ინფარქტს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცებო, უფრთხილდით ინფარქტს!

ვის ემუქრება?

უპირველესად, მწეველებს. გულის საშიში მტრები არიან სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე და ათეროსკლეროზიც. გულის კუნთი ჭარბი წონის მამაკაცებთანაც სამიზნეა. ვინც მუდმივ სტრესს განიცდის და უგულებელყოფს ცხოვრების ჯანსაღ წესს, გულისყურით უნდა მოეკიდოს გულთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ჰიპერტონიული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. ეს დაავადებები ამძიმებს მდგომარეობას და შეუძლია, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება დააჩქაროს. განურჩევლად იმისა, მისდევს თუ არა მამაკაცი ცხოვრების ჯანსაღ წესს, მოდუნება მაინც არ შეიძლება. არსებობს კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტორი, რომელსაც ვერაფერს ვუზამთ. ეს მემკვიდრეობაა. ცნობილია, რომ თუ ახლო ნათესავებს შორის რომელიმეს გულ-სისხლძარღვთა დაავადება (ინფარქტი, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი) აქვს, რისკი იზრდება.

რა ხდება ორგანიზმში

როდესაც ქოლესტერინი ჭარბად გროვდება სისხლში, ის სისხლძარღვთა კედლებზე იწყებს დალექვას. შედეგად წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები. ასეთ სისხლძარღვებში დედდება სისხლი, ყალიბდება სისხლის კოლტი - თრომბი. თანდათან ის უფრო და უფრო იზრდება და მკვრივდება და ერთ დღესაც მთლიანად დაახშობს არტერიის სანათურს. არტერია კი ის სისხლძარღვია, რომელიც გულის კუნთს ჟანგბადით კვებავს.

პირველი ნიშნები

სიმპტომების ცოდნა დაგვეხმარება, რაც შეიძლება ადრე ამოვიცნოთ ეს საშიში დაავადება და აუცილებელი ღონისძიებების გატარება მოვასწროთ. მთავარი სიმპტომია ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში. გასათვალისწინებელია, რომ სტენოკარდიის დროს ტკივილი უმეტესად ინტენსიური ფიზიკური ან ემოციური დატვირთვისას ვითარდება. ინფარქტის დროს მკვეთრი ტკივილი აღმოცენდება მოსვენებულ მდგომარეობაშიც. ხშირად ტკივილი დილაადრიან იწყება და ადამიანი ვერ ხვდება, რა ემართება. ინფარქტზე მიუთითებს სისუსტე, გულის წასვლა, სუსტი პულსი, არითმია. ზოგჯერ ამ სიმპტომებს ერთვის გულისრევა, სიფითრე, ცივი ოფლის გაძლიერებული დენა და ღებინებაც კი. დაავადება ვერაგია - შემთხვევათა მეოთხედში ადამიანი გულის შეტევას პრაქტიკულად ვერ გრძნობს და გადატანილი ინფარქტის შედეგს, ნაწიბურს, მოგვიანებით აღმოაჩენენ ეკგ გამოკვლევის დროს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი გამოკვლევების რეგულარული ჩატარება. ეს გამოკვლევებია:

  • ეკგ;
  • სისხლის ანალიზი ლიპიდებსა და შაქარზე;
  • ექოკარდიოგრამა.

სასურველია, ამგვარი გამოკვლევა ყოველწლიურად ჩატარდეს, განსაკუთრებით - 40 წლის შემდეგ.