ჰიპერტონიით დაავადებულებში შესაძლებელი იქნება ტვინის დაზიანების დადგენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპერტონიით დაავადებულებში შესაძლებელი იქნება ტვინის დაზიანების დადგენა

საპიენცას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ნეიროვიზუალიზაციის მეთოდი, რომლითაც შესაძლებელი იქნება თავის ტვინში მიმდინარე ჰიპერტონული ცვლილებების ადრეულ ეტაპზევე გამოვლენა - აცხადებს Psych Central-ი. ახალი მეთოდი ხელს შეუწყობს სისხლძარღვოვანი დემენციის პროგნოზირებას.

უახლესი კვლევებით შეისწავლეს თავის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანება, რომელიც ჰიპერტონიასთან არის დაკავშირებული. ახალი კვლევის ავტორებმა ივარაუდეს, რომ ცვლილებები უფრო ადრე მიმდინარეობს თავის ტვინის თეთრ ნივთიერებაში.

ექსპერიმენტებში მეცნიერებმა გამოიყენეს ტრაქტოგრაფია - დიფუზურ ტენზორული ვიზუალიზაცია. ეს არის ტრადიციული მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის სრულყოფილი მეთოდი, რომლის წყალობითაც შესაძლებელია თავის ტვინის ცალკეული უბნების დამაკავშირებელ ნერვულ წრეებში მიმდინარე სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების გამოვლენა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრაქტოგრაფია ჯერჯერობით არ გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, ექსპერტთა განცხადებით, ეს მეთოდი ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჰიპერტონული დაავადების მქონე პირთა თავის ტვინის უსიმპტომო დაზიანებათა დიაგნოსტიკაში, ასევე სისხლძარღვოვანი დემენციის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში.

თინათინ გოცაძე