ემოციების გავლენა გულზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ემოციების გავლენა გულზე

რას ამბობენ მეცნიერები

იელის (აშშ) უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფი რეიჩელ ლამპერტის ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში ატარებდა ექსპერიმენტებს იმის გასარკვევად, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენდა ემოციები გულზე. მეცნიერებმა შეაფასეს იმ 62 პაციენტის გულის ელექტრული სტაბილურობა, რომელთაც ელექტროდეფიბრილატორი ჰქონდათ იმპლანტირებული. აღმოჩნდა, რომ გულის რიტმის დარღვევა ყველაზე მეტად გაბოროტებას შესძლებია. მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ მრისხანება, გააფთრება და გაბოროტება სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს.

რისკის ჯგუფი

თუ გულის ფრიალი და ტკივილი გაწუხებთ, აუცილებლად უნდა ჩაეწეროთ მიღებაზე ექიმ კარდიოლოგთან. დაავადების ფსიქოლოგიური მიზეზების გაგება და აღმოფხვრა თქვენი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. გულის დაავადებები იმაზე მეტყველებს, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც უნდა შეცვალოთ. თუ თქვენი ცხოვრება უემოციოა - ეს უკანასკნელი უნდა შემოიტანოთ, თუ მეტისმეტად ემოციურია - მოეშვათ. გადაჭარბებული რაციონალიზმი, მოქმედებათა “სისწორე” უფრო მეტად მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი. საზოგადოებაში მიღებული სტერეოტიპების მიხედვით, მამაკაცი ძლიერი და თავდაჭერილი უნდა იყოს, რაც ძლიერ სქესს ემოციების ჩახშობისკენ უბიძგებს, ეს კი შესაძლოა სისხლძარღვების სპაზმის, შესაბამისად, ინფარქტისა და სხვა პრობლემების მიზეზად იქცეს და პირიქით, ემოციების შეუკავებლობა, ჭირვეულობა და მოუსვენრობა ქალებთან ხშირად უწევს პროვოცირებას ტაქიკარდიასა და გულის ფრიალს. გადაჭარბებულმა მგრძნობიარობამ შესაძლოა გულის სპაზმებამდე და რევმატიზმამდე მიგვიყვანოს. ახალგაზრდა თაობაც კი გულის დაავადებებისადმია მიდრეკილი - შიში და საკუთარი ადგილის პოვნის სირთულე არითმიის კიდევ ერთი პოტენციური მიზეზია. გულგატეხილობისა და სევდის გადასალახავად მეცნიერები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმას და სხვა ადამიანებზე ზრუნვას გვთავაზობენ. გულის იშემიური დაავადების მქონე ადამიანებს გულჩათხრობილობა და ბედით უკმაყოფილება ახასიათებთ. სხვებზე ზრუნვამ შესაძლოა სოციალურად მნიშვნელოვანი ადამიანის სტატუსი მოგანიჭოთ, ხოლო მზრუნველობაზე საპასუხო რეაქცია ჰარმონიაში მოიყვანს თქვენს ემოციურ ფონს. ემოციურმა სიხარბემ, გაუმაძღრობამ შესაძლოა გულის კუნთის ჰიპერტროფია გამოიწვიოს. ასეთი ადამიანები ცხოვრებისგან კმაყოფილების მისაღებად უფრო და უფრო მეტი განცდებისკენ მიისწრაფვიან. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ძლიერი ემოციების სიჭარბე დიდი სტრესია ორგანიზმისთვის. სცადეთ, გაიხანგრძლივოთ ემოცია (რა თქმა უნდა, დადებითი), დატკბით ამ ემოციით ისევე როგორც ვახშმით კარგ რესტორანში და არა ფასტფუდით. ნუ ეცდებით, მუდამ პოზიტიური იყოთ. გახსოვდეთ, რომ ჩახშობილი ემოციები გაცილებით ძლიერ გავლენას ახდენენ ცხოვრებაზე, ვიდრე ისინი, რომლებმაც გამოსასვლელი გზა იპოვეს.

ემოციების კლასიფ იკაცია

არსებობს ემოციების სხვადასხვა კლასიფიკაცია, მაგრამ ვინაიდან ამჯერად მათი გულზე გავლენა გვაინტერესებს, ისინი შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: დადებით, უარყოფით სთენიკურ (მრისხანება, გააფთრება და აღშფოთება) და უარყოფით ასთენიკურ (სევდა, შიში და თავზარდაცემა) ემოციებად. სთენიკური ემოციები წარმოიშობა და ვითარდება ენერგეტიკული აქტიურობის მომატებისას. ახდენს ორგანიზმის რესურსების მობილიზაციას, ასტიმულირებს კუნთების, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მუშაობას. ასთენიკური ემოციები, პირიქით, მიმდინარეობს ორგანიზმის ენერგეტიკული და ინტელექტუალური პოტენციალის დაქვეითების (ჩახშობის) ფონზე, ფსიქიკური ცხოველქმედებისა და კუნთების აქტიურობის დათრგუნვით, ორგანიზმის ნებისმიერი საპასუხო რეაქციის დაქვეითებით. ორივე ამ ტიპის ემოციები სხვადასხვაგვარად მოქმედებს გულზე. მაგალითად, თუ შიშისა და სევდის დროს გულის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა უარესდება, მრისხანებისა და გააფთრების დროს, პირიქით, უმჯობესდება, იმატებს (სხვა საქმეა, რომ დაავადებული გულისთვის სისხლის მიმოქცევის გაძლიერება შესაძლოა მის გაუარესებაზე მეტი საფრთხის მომტანი გახდეს). სთენიკური და ასთენიკური ემოციები ერთი და იმავე პროცესის გამოხატულებაა, რომელსაც დაძაბულობის მდგომარეობას უწოდებენ. ამ მდგომარეობას ოთხი სტადია აქვს:

1. ორგანიზმის რეზერვების მობილიზაციის სტადია - ნერვული, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მოქმედების სტიმულაცია, თავის ტვინის აქტიურობის გაძლიერება, კუნთების ძალისა და ტონუსის მომატება. ყველაფერ ამას ხშირად თან სდევს გონებრივი შრომისუნარიანობისა და განწყობის ამაღლება; ირთვება ფარდობითული აზროვნების მექანიზმები, ყალიბდება შთაგონების მდგომარეობა და სხვა.

2. სთენიკური უარყოფითი ემოცია (თუ თქვენი ორგანიზმი “მიიჩნევს”, რომ ვითარება კრიტიკულია და მოითხოვს ძალისა და ენერგიის უფრო მეტ დანახარჯს) - ყველა სისტემის ზღვრამდე გაძლიერება. მკვეთრად იმატებს ტონუსი, ძალა და კუნთების გამძლეობა. მობილიზდება ენერგეტიკული პროცესები. ძლიერდება გულის მუშაობა, გული თითქოს ამოვარდნაზეა. იმატებს არტერიული წნევა, ფილტვების ვენტილაცია, ადრენალინის დონე, ძლიერდება იმუნოლოგიური რეაქციები და სხვა. მაგრამ, პირველი სტადიისგან განსხვავებით, რესურსების მობილიზაცია შერჩევით (ეკონომიურად, მიზანმიმართულად) კი არ ხდება, არამედ გადაჭარბებულად და ხშირად სიტუაციისადმი არაადეკვატურად. ახლა წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოუვიდეს ამ დროს დაავადებულ გულს, ხოლო თუ ეს სტადია დიდხანს გაგრძელდა, ჯანმრთელ გულშიც კი აუცილებლად განვითარდება პათოლოგიური ცვლილებები.

3. ასთენიკური უარყოფითი ემოციები (თუ ორგანიზმი “მიიჩნევს”, რომ რეზერვების მობილიზაცია არ არის საკმარისი ადეკვატური პასუხისთვის ან ეს პროცესი საერთოდ უსარგებლოა) - მკვეთრად ქვეითდება ყოველგვარი შრომისუნარიანობა, თავს იჩენს ძლიერი დაღლილობა, მუხრუჭდება თავის ტვინის ქერქებში მიმდინარე პროცესები, მცირდება გულში სისხლის მიწოდება, წარმოიშობა მეხსიერების პრობლემები და სხვა. ზოგჯერ შიში მხოლოდ აზროვნების სფეროს თრგუნავს, მაგრამ ასტიმულირებს მოძრაობით ფუნქციას. ამ შემთხვევაში შიშისგან თავგზაარეული ადამიანი დიდი ენერგიით ასრულებს უსარგებლო მოქმედებებს (პანიკა).

4. ნევროზი - დაძაბულობის მდგომარეობის უკანასკნელი სტადია, როცა თავის ტვინის ქერქში მოშლილია პროცესების წონასწორობა. მესამე სტადიისთვის დამახასიათებელი “ვეგეტატიური ქარიშხალი” ქაოსში გადაიზრდება. იწყება გულის უმიზეზო ფრიალი, “ბუდიდან ამოვარდნა”, მკვეთრად ეცემა შრომისუნარიანობა, ირღვევა ქცევა, იშლება შინაგანი ორგანოების რეგულაცია და ვითარდება დაავადებები.

როგორ ვებრძოლოთ უარყოფ ითი ემოციების შედეგებს

ბრძოლა “ადეკვატური მობილიზაციით” უნდა მიმდინარეობდეს. მაგალითად, მეორე სტადიის დროს კარგი იქნება ფიზიკური დატვირთვა, სწრაფი სიარული, სირბილი. თუმცა გადაჭარბება ამ დროსაც არ ვარგა - თავად განსაჯეთ, რა მოუვა მოუმზადებელ ადამიანს, რომელიც ერთი ამოსუნთქვით აირბენს ცხრა სართულს. ყვირილი, გინება, რამის დამტვრევა ამ დროს არ გამოგადგებათ, რადგან ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ მორალურად მიუღებელია, არც სამედიცინო თვალსაზრისითაა გამართლებული. ამ დროს დაძაბულობის ბოლომდე მოხსნა ვერ ხერხდება, ხოლო თუ დაუკმაყოფილებლობის განცდა დაგრჩათ, ეს უარყოფით ემოციებს უფრო მეტად გააძლიერებს. სცადეთ დამამშვიდებელი სამკურნალო მცენარეები - კატაბალახა ან შავბალახა. შეიძლება ტრანკვილიზატორების მიღებაც, მაგრამ მათი დიდხანს გამოყენება არასასურველია. დასამშვიდებლად შეიძლება სუფთა ჰაერზე გასეირნება. ალბათ, ბევრს შეუმჩნევია, როგორ აუმჯობესებს განწყობილებას და საერთო მდგომარეობას ჩახუთული შენობიდან ჟანგბადით სავსე გარემოში გასვლა. მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინები სტრესული სიტუაციების (მაგალითად, გამოცდების) წინ და შემდეგ. მეტხანს იძინეთ, შეასრულეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები სუფთა ჰაერზე. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ფსიქოთერაპევტს ან ფსიქოლოგს. ნუ ჩაახშობთ ემოციებს, მიეცით გასაქანი. მოძებნეთ ისეთი საქმიანობა, რომელიც ჭეშმარიტ სიამოვნებას მოგიტანთ. სცადეთ მედიტაციაც - ის მარტო დამშვიდებაში კი არ დაგეხმარებათ, არამედ საკუთარი თავის უკეთ გაგების საშუალებასაც მოგცემთ.