როგორ იყენებენ წყალმცენარეებს არითმიის მკურნალობაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ იყენებენ წყალმცენარეებს არითმიის მკურნალობაში

ის 5-ჯერ ზრდის ინსულტის რისკს, მიზეზები კი უცნობია. რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება ჰიპერტონია, სასუნთქი გზების ინფექციები, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, კოფეინისა და ალკოჰოლის ჭარბი მიღება.

დღეისათვის მოციმციმე არითმიას მკურნალობენ ანტიკოაგულანტების საშუალებით და კარდიოვერსიით - მეთოდი, რომელიც აღადგენს გულის რითმს. მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდი კათეტერული აბლაციაა, რომელიც გულის კუნთოვანი ქსოვილის მცირე ზომის, გენერირებული და პათოლოგიური ელექტრული იმპულსების გამტარი უბნების მოშორების საშულებას იძლევა.თუმცა, ყოველ 50-ე პაციენტს, კათეტერული აბლაციისას, შეიძლება ჰქონდეს საშიში სისხლდენა და დაახლოებით ნახევარს პროცედურის განმეორება დასჭირდეს.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მოციმციმე არითმიის მკუნალობის რევოლუციურ მეთოდს მიაგნეს. როგორც აღმოჩნდა, ლაზერს შეუძლია გულის კუნთის დაზიანებული უჯრედების (მიოციტების) განადგურება. მკვლევარებმა შექმნეს მცირე ზომის ნაწილაკები, რომელთაც მხოლოდ მიოციტები შთანთქავენ. ნაწილაკები დამზადებულია ცხიმისგან და გავსებულია წყალმცენარეებისგან მიღებული სითხით, რომელიც რეაგირებს სინათლეზე.

ვირთხებზე ჩატარბულ კვლევებში შეყვანილ ნაწილაკებს ერთი საათის განმავლობაში შთანთქავდნენ მიოციტები, რის შემდეგადაც მასზე მოქმედებდნენ ლაზერით. შედეგად იწყებოდა ქიმიური რეაქცია და მიოციტები იღუპებოდნენ.

ცხვრებსა და ვირთხებზე ჩატარებული კვლევისას, ახალი მეთოდის საშუალებით, მკვლევარებმა პირველივე ცდაზე შეძლეს დაზიანებული მიოციტების დიდი ნაწილის განადგურება.

ლალი ჩხიკვაძე