რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
იოგა არითმიით დაავადებულთათვის - მკურნალობის საოცარი მეთოდი
იოგა არითმიით დაავადებულთათვის - მკურნალობის საოცარი მეთოდი
იოგა არა მხოლოდ აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, არამედ აქვეითებს არტერიულ წნევას და ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს. სპეციალისტთა განცხადებით, არითმიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი რამდენადმე დაქვეითებულია. ისინი შეტევათა შიშით თავს ბევრი რამის უფლებას ვერ აძლევენ, ხშირად აცხადებენ უარს მეგობრებთან შეხვედრაზე, თავს არიდებენ კონცერტებსა და მნიშვნელოვან საღამოებზე ვიზიტებს, არ მოგზაურობენ და სხვ. არითმიის გავრცელებულ სიმპტომებს მიეკუთვნება თავბრუსხვევა, ქოშინი და ტკივილი მკერდის არეში.

სოფიაქემეტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა  საინტერესო კვლევები ჩაატარეს. შეისწავლეს პაროქსიზმული მოციმციმე არითმიით დაავადებული 80 მოხალისე. მონაწილეები დაჰყვეს ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი იოგათი
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაავარჯიშეს, მეორე კი - არა. როგორც The Times of India იუწყება, ორივე ჯგუფის წარმომადგენლები ჩვეულ რეჟიმში იტარებდნენ სათანადო მკურნალობას: მედიკამენტურ თერაპიას, კარდიოვერსიას და კათეტერულ აბლაციას. ამასთან, პირველი ჯგუფის წარმომადგენლები 12 კვირის განმავლობაში  კვირაში ორჯერ თითო საათის განმავლობაში ვარჯიშობდნენ იოგათი გამოცდილი ინსტრუქტორის თანხლებით. პროგრამაში ჩართული იყო მსუბუქი მოძრაობები, ღრმა სუნთქვა და მედიტაცია.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ ჯგუფის წევრთა ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა მეორე ჯგუფის წარმომადგენლებთან შედარებით. მათ დაუქვეითდათ არტერიული წნევა, შეუმცირდათ გულის შეკუმშვათა რიცხვი. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ღრმა სუნთქვა აწონასწორებს სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემების ფუნქციას. ამის წყალობით კი გულის შეკუმშვათა რიცხვი იკლებს, გულის მუშაობა ნორმალიზდება, სუნთქვა და მოძრაობა ერთად კი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, აწესრიგებს მას.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი გრეგორი ჰაუსი ყველაზე პოპულარული ექიმია მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ ის სატელევიზიო სერიალის გმირია. ყველაზე პოპულარულ გამოგონილ პერსონაჟებს შორის ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელმა მეცნიერებმა წარმატებით განახორციელეს მსოფლიოში ყველაზე პატარა კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია. მოწყობილობა ვიტამინის აბის ზომისაა (სტანდარტული სტიმულატორის ზომის მეათედი) და განკუთვნილია ბრადიკარდიის მქონე (გულისცემის ნელი რიტმი) პაციენტებისთვის.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა განცხადებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მაპროვოცირებელი მთავარი ფაქტორი თავის ტვინის სიღრმეში იმალება. გამოცემა Lancet-ში გამოქვეყნებულმა საინტერესო კვლევის შედეგებმა ბევრი სპეციალისტი დააფიქრა. როგორც კვლევის ავტორი, პროფესორი აჰმედ ტავაკოლი განმარტავს,
ამერიკელმა სპეციალისტებმა დაასახელეს გულის დაავადებათა ყველაზე დიდი რისკფაქტორები. მათ შორის პირველ ადგილზეა თამბაქოს მოხმარება. თუ ეს უკანასკნელი შეჭიდულია სისხლში ქოლესტერინის მომატებულ დონესთან, საფრთხე და რისკი კიდევ უფრო იზრდება.
ბრიტანეთში ბაზარზე გამოჩნდა უნიკალური სამკურნალო საშუალება BloodFlow+, რომლითაც, მკვლევარების აზრით, შემცირდება გულის შეტევების, ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკი. ის დამზადებულია კაკაოსგან. კაკაოში ბევრი ფლავანოლია (ანტიოქსიდანტები), რომელიც აკავებენ ქოლესტერინის დონეს
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ რეაბილიტაცია მოიცავს მნიშვნელოვან ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც მიზნად ისახავს ექსტრემალურ სიტუაციათა პრევენციას და ეფუძნება როგორც სწორი კვებისა და აქტიურობა-დასვენების რეჟიმს, ასევე მედიკამენტური პროფილაქტიკის კურსსა და სანატორიულ მკურნალობას.

გულის იშემიური დაავადება არის ქრონიკული პათოლოგია, რომელსაც იწვევს გულის კუნთის (მიოკარდიუმის) სისხლით მომარაგების დარღვევა.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას