მოცარტისა და შტრაუსის მუსიკა არტერიულ წნევას აქვეითებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოცარტისა და შტრაუსის მუსიკა არტერიულ წნევას აქვეითებს

ამცირებს გულისცემის სიხშირესა და სახიფათო ბიომარკერების დონეს. ასეთია იმ კვლევის შედეგი, რომელიც მოიცავდა გულსისხლძარღვთა სისტემაზე სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ზემოქმედების შესწავლას.

მეცნიერებმა ექსპერიმენტი განახორციელეს 120 სტუდენტზე. მოხალისეთა 50% უსმენდა მუსიკას 25 წუთის განმავლობაში. დანარჩენები (საკონტროლო ჯგუფი) იმყოფებოდნენ სიჩუმეში. ძირითადი ჯგუფი სამ: მოცარტის, შტრაუსის და ჯგუფ ABBA-ს მსმენელ ქვეჯგუფებად დაყვეს. მუსიკის მოსმენამდე, მის შემდეგ, ასევე „სიჩუმის სეანსის“ შემდეგ, კვლევის ყველა მონაწილეს უზომავდნენ წნევას, გულისცემის სიხშირესა და კორტიზოლის (სტრესის მარკერი) დონეს.

მოცარტისა და შტრაუსის კლასიკური მუსიკა მნიშვნელოვნად აქვეითებდა წნევას და გულისცემის სიხშირეს. ჯგუფ ABBA-ს მუსიკამ ასე არ იმუშავა. საკონტროლო ჯგუფის მოხალისეებშიც დაქვეითდა არტერიული წნევა, მაგრამ არა ისე ძლიერად. სამაგიეროდ, ყველა მუსიკალური კომპოზიციით შემცირდა კორტიზოლის მაჩვენებელი.

ლალი  ჩხიკვაძე