სტრესი ხელს უწყობს გულის იშემიური დაავადების განვითარებას
მიოკარდიუმის ინფარქტი იშემიური დაავადების ყველაზე გავრცელებული და მძიმე ფორმაა.
რა უწყობს ხელს გულის იშემიური დაავადების განვითარებას?
ს ტ რ ე ს ი !
ასაკი - წინათ მიაჩნდათ, რომ გულის დაავადებათა სიხშირე პირდაპირპროპორციულად იზრდება განვლილი წლების რიცხვის შესაბამისად. ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ვხვდებით გულის იშემიურ დაავადებას ახალგაზრდა, როგორც ამბობენ ჯანღონით სავსე ადამიანებში. რა არის მიზეზი? ს ტ რ ე ს ი!
მამრობითი სქესი - ძველი სტატისტიკა მოწმობდა, რომ გულის დაავადებები ქალებთან რამდენიმე წლით უფრო გვიან ვითარდება მამაკაცებთან შედარებით. ეს სხვაობა დღეს სულ უფრო მეტად მცირდება, რა არის მიზეზი? ს ტ რ ე ს ი!
რატომ უტევს სტრესი გულს?
მეცნიერული გამოკვლევებით და შესაბამისი სტატისტიკით დადგენილია, რომ გულის დაავადებები 7-ჯერ უფრო ხშირია იმ პირებში, რომლებსაც მუდმივად დროის დეფიციტი, დაძაბულობა და დაბალი თვითშეფასება აღენიშნებათ!
თინათინ გოცაძე