გულის დაავადებათა ყველაზე დიდი რისკფაქტოები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის დაავადებათა ყველაზე დიდი რისკფაქტოები

მოწევა დაახლოებით 7 წლით ამოკლებს სიცოცხლეს. მწეველებთან უფრო ხშირია სისხლის წებოვნების ცვლილება, რაც თრომბების წარმოქმნას აძლიერებს. ცნობილია ისიც, რომ თამბაქოს მომხმარებელთა სისხლში გაზრდილია ნახშირჟანგის შემცველობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქსოვილებამდე ჟანგბადის მიწოდებას. გარდა ამისა, ნიკოტინი იწვევს არტერიების სპაზმს და ხელს უწყობს არტერიული წნევის მომატებას.

გულის დაავადებათა განვითარების მეორე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია შაქრიანი დიაბეტი. ამ პათოლოგიის დროს ასევე ორჯერ იზრდება გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი. გულის იშემიური პათოლოგიის მქონე პირებს, რომელთაც იმავდროულად შაქრიანი დიაბეტიც აღენიშნებათ, სამწუხაროდ, გაცილებით ცუდი პროგნოზი აქვთ, განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების შემთხვევაში.

დადგენილია, რომ პირებს, რომელთაც 10 ან მეტი წლის განმავლობაში აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი, უფრო მეტად აქვთ გამოხატული ათეროსკლეროზული ცვლილებები. შესაბამისად, მიოკარდიუმის ინფარქტი უფრო ხშირია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. აღსანიშნავია ისიც, რომ შაქრიანი დიაბეტის ფონზე სისხლის შედედების უნარი იმატებს და თრომბების წარმოქმნა ძლიერდება. ამგვარად, შაქრის დონის კონტროლი და მოწევაზე უარის თქმა უმნიშვნელოვანესია!

თინათინ გოცაძე